↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
უსიკვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰკრის,ტკე არ კრთება სასიხარულოდ,
უსიკვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიკვარულოდ,
მაგრამ სულ სხვაა სიკვარული უკანასკნელი,
როგორც კვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც კმაცვილურ ჟინს,არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს.
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ კვავილებს
სულაც არა ჰგავს.
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება,
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს
და ჭკნება,ჭკნება,სიკვარული უკანასკნელი,
ჭკნება მცუხარედ,ნაზად,მაგრამ უსიხარულოდ.
და არ არსებობს კვეკანაზე თვით უკვდავება
თვით უკვდავება არ არსებობს უსიკვარულოდ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც, გული - საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც!
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ: მეც სხვებსავით ლხენას დავეძებ
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი!
მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტიცხოველი!!!

შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენ ხარ!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ყველა მამაკაცს ვურჩევ წაიკითხოს ეს ლექსი! :):):) (თან ყურადღებით!)

რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე,
ვნებებს ნუ დაედევნები_ქალი უნდა იცოდე!
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს,
გქონდეს მამრის ძლიერება,ქალი უნდა იცოდე!
ბზინავს,მაგრამ ნება-ნება,მზეზე სკდება ყავარი,
ქალის განა მოტყუება?_მოგებაა მთავარი,
ასავსავებს ბრბო შავ ხელებს ,მიეთით და მოეთით,
ქალი რჩეულ სისულელეს უჩუმდება ყოველთვის.
დაივიწყე თუ ოდესმე მისგან რამე გტკენია,
ქალმა უნდა გააჩაღოს კერიაც და გენიაც!
ქალმა უნდა შეაჩვენოს,ვინც სიზმარში ბოროტობს,
ქალმა უნდა დაგვცინოს და დაგვიტიროს ბოლოდროს!
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს,
გქონდეს მამრის ძლიერება:_ქალი უნდა იცოდე!!!
სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
\"ამბობენ,სიყვარული ღამის ქურდივითაა:არ იციროდის შემოგიმტვრევს გულის კარს და აგიგიზგიზებს მგზნებარე ცეცხლით...
იმასაც ამბობენ,იგი გადამდები ლითიაო,ყველას თავბრუს ახვევს და სიყვარულის შარბათით ათრობსო.
...წლოვანება ხომ არააფერია სიყვარულისთვის,იმიტომ რომ იგი მარადიულია!\"

\"სადაც სიყვარულია ,იქ ყველაფერი დასაშვებია:გრძნობათა სიჭარბე და ალალბედზე სიარული...\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
კომენტარის გარეშე..

http://www.youtube.com/watch?v=_5oGWyaIads

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ...

http://www.youtube.com/watch?v=_5oGWyaIads

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს
ჩემი სიხარული ხარ ცუდოოო შენნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
ნინიკარასსსსსსსსსსს
_________________

იყვარულია-ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია-მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია,
სიყვარულს უნდა ვანაცვალოთ რაც გაგვაჩნია,
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე,
სიყვარულისთვის სასთუმალთან რაღაც გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაირთვილა ტანჯვა მარტვილი,
სიყვარულს ვეძებთ,სიყვარული გვინდა ნამდვილი,
სიყვარულია-თამარი რომ ისევ დარჩეს თამარად,
სიყვარულს ბევრი შეეცადოს მაგრამ ვერავინ დამალავს,
სიყვარულისთვის სერაფიტა სუნთქავს წყალშიაც,
სიყვარულო სთქვი!შენი ძალა მაინც რაშია!
სიყვარულია-ათას ერთი ღამის ზღაპარი,
სიყვარულია-ჩაუმქრალი სხივი ლამპარი,
სიყვარულია-ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა,
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა!
სიყვარულია-ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!
ძალიან მაგარიაააა.გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. . . ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაახლოებს, ცხოვრებას გვილამაზებს, სიცოცხლის სურვილს გვმატებს. . . ამ ცოდვილ დედამიწაზე ერთმანეთის გატანაში გვეხმარება. . . საბრალოა ადამიანი, რომელიც უუსიყვარულოდ დატოვებს ამ ქვეყანას. . ღმერთი ხედავს ჩვენს ყველა თვისებას, ჩვენს ცოდვებსაც და მანკიერებებსაც, მაგრამ მაინც ვუყვარვართ. . . ჩვენს მითუმეტეს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როცა არ ვიცით ურრთიერთობის ფარული, ბოროტი ზრახვები და ქცევები და ვცდილობთ დადებით, საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. . . მაშ, რატომ არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ღვთისმიერი, წრფელი სიყვარულით? რა გვიშლის ამაში ხელს? ალბათ, შური და ის ანგელოზი, რომელიც შურმა ეშმაკად აქცია. . .
სიყვარული არ არის შიში. . . სრულყოფილი სიყვარული დევნის მას, რადგან შიში არის ტანჯვა, ღვთისნიერ გრძნობაში კი არ შეიძლება ტანჯვა იყოს. . . სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია, არ შურს, არ ამპარტავნობს, არ ჩადის უწესობას, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ მხოლოდ - ჭეშმარიტებით. . . ეს გრძნობა ყოველივეს იტანს და ითმენს, ყველაფრის წამს და იმედი აქვს. . . იგი არასოდეს მთავრდება. . . ყველაფერი რომ დაკარგოს ადამიანმა, სამი რამ მაინც დარჩება: რწმენა, იმედი და სიყვარული. . . ხოლო ამათგან სიყვარული უმეტესია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
რა ზარბაბი,რა ატლასი,რა ზარი ვარ,იცი განა?
იას და ვარდს ვენატრები,რა ქარი ვარ იცი განა?
ნიადაგ საზი ხელში მაქვს,ნოქარი ვარ იცი განა?
შენს დედ-მამას შეუტკვია,თითონ კი არ იცი განა?
მაშ არ შეგიტკვია განა?მაშ არ შეგიტკვია განა?
ახლა მოდი,მოგახსენო,ქვეკანაზედ რა ვიარე:
ლეილუმ ტოლი დავკარგე მეჯნუნივით დავიარე,
ბულბულივით ვარდს ვეძებდი,ავდეგ ჭალას ჩავიარე,
ვარდის კვალი ვერ ვიპოვე,სულ უბრალოდ გავიარე,
მზესავით პირი გაჩვენე,დამცვარი ვარ,იცი განა?
ეს ჩემი გულის ნაღველი ვატკობინე ერანელთა,
მაშრიკელთა,მაღრიბელთა,ხელმციფეთა,ერთა,ბერთა,
ამის მეტი რა ღონე მაქვს,თავს მოვიკლავ ტურფას გვერდთა!
ხვეცნაც ასეთი იქნება?ვამბობ მე ვარ დედისერთა!
დამადნე და დამანავლე,შაქარი ვარ,იცი განა?
შემოდგომა შემოვიდა,მე რაღა უკან ვიქნები?
მანდ შენი ვარდი ამოვა,ან მოვკვდები,ან ვიქნები!..
შენი ნაღველი არ იკოს-ცოცხალი დიდხანს ვიქნები!..
გამიგონე,მოგახსენებ,ამაღამ შენთან ვიქნები!..
მალმალ ამბობ:ადე ცადი!სტუმარი ვარ,იცი განა?
საიათნოვა ამას ვჩივი,სამალი ვერ მიშოვია,
მინდა გული ზედ ავაგო და ხმალი ვერ მიშოვია,
შენი უბის ბროცეულის ნამალი ვერ მიშოვია,
თავი მტკივა,გული მტკივა,ცამალი ვერ მისოვია,
მომაქვს ზარის ხელმანდილი,ხუმარა ვარ იცი განა?!

საიათნოვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატება,
წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს,
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს.

მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა, შენს მტრობაში ვერ დაგარწმუნებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი