↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
მიხეილ ქვლივიძე

მენატრება

ახლა აქაც -
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი
ჩემი საქართველო მენატრება -
ცხრა ველის და
ცხრა მთის იქით
დარჩენილი!

მენატრება -
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ
მეგობარი,
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით
რომ ადგება უთენია.

მენატრება
სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი
და ათასჯერ ნახულიცა:
მეზობელი,
კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება
ასეჯერ თუ არ დაუფიცა...
თავპატიჟი - უსაზღვრო და უნაპირო,
სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს,
ქალიშვილი,
დღედაღამ რომ უნდა სდიო,
სანამ ერთხელ
გაღიმებას
გაიმეტებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
როგორც ყვავილებს ვეფერები საკუთარ ფიქრებს.
შენ თვალს მარიდებ, გამირბიხარ,- სხვას ეტრფი იქნებ?
თეთრი სერაფიტი ფიქრებში დაიწერა.
ჩემი ოცნება, ჩემი სიყვარული, ჩემი ფანტაზია, როგორც გაზაფხული, როგორც ნაკადული
ისე კეკლუცი და ისე ლამაზია.
ღამეა.
მე მცივა ყველგან: სახეზე, მხრებზე,
ვარ მარტოდმარტო,- და ვფიქრობ შენზე.
ამბობენ:\"ძლიერი სიყვარული ენას უბამსო ადამიანს\"
და ამიტომაც ალბათ ლექსში ვერ ჩავატიე ჩემი ფიქრები.
დაე, დუმილმა თქვას დანარჩენი................

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია,
ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი,
წითელ ოცნებას მდუმარებით ფანტავს აზია
უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია..

ჩვენი სიტყვები ყველასათვის ფიანდაზია,
თავის ლექსებში იხედება კონნე სპერელი,
უძილო ღამე ,ყრუ ფიქრები და ფანტაზია,
ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი..

მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი,
უტეხი ტევრი და სპეტაკი ნიამორები,
სწორი მეტეხი, დამსხვეული ოქროს არმაზი,
მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი..

პანის მორევში იღვენთება ცრემლით ალმასი,
ყვითელ სივრცეში ცეცხლით იწვის ღია ზმორები,
მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი,
უტეხი ტევრი და სპეტაკი ნიამორები..

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული,
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული..

და იბადება ყოველთვის კითხვა,
-კმარა ტირილი! ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა,
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული,
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული

აგრეთვე ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
სოფლის ღელვისგან აღტაცებულმან,
გადავცდი მცნებას, გცოდე, მამაო!
და ვაი! დღეს სცნო ბოროტმან სულმან
სოფელი ესე ცრუ და ამაო!

ვგრძნობ, სახიერო! ეს ბოროტება
გამოუთქმელი და საშინელი,
თუმც სხვათ ბოროტთა აღემატება,
მაგრამ შენდობას მაინც მოველი!

რადგან ზეცავ, შენ, აჰა, მოგმართე,
ამაოდ ნუ ჰყოფ ჩემს სინანულსა!
კეთილისათვის გზა წარმიმართე,
ძალ-მეც, ვსთრგუნვიდე ბოროტსა სულსა!

შენანებულს შენ არ მოიძაგებ,
ნუგეში ამით მე მემატება!
და სულგრძელებას შენსას ვადიდებ,
ოდეს მეზვერე გამახსენდება.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.
ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,
ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.

ტ.გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
დ.ს შენ ექიმი ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
Он уходил. Она молчала.

А ей хотелось закричать:

Не уходи! Начнем сначала!

Давай попробуем начать!

Он оглянулся у порога,

Свою решительность неся.

Хотел Он крикнуть:

Раде Бога! Прости меня!
Верни меня!

Не закричал. Не подошел.

Она молчала. Он ушел..=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გულის ყულაბაში ვაგროვებ
შენს ყველა ღიმილს,
ყველა შემოხედვას
და სისხლძარღვებში
შენი ნათელი მიედინება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
სანამ ქალი ვარ გაჯავრებ,
ჯავრსაც არ შევჭამ შენსაო!
გზაზე რო შემომეყარო,
არ დაგიდგები გზასაო!
გზის თავზე შეგიფრინდები,
მაღლა შევიყრი თმასაო,
გადავალ გომეწარშია,
სანთლით ავარჩევ ქმარსაო!
თუ იქაც ვერა ვიშოვე,
ხევსურს გავყვები კარგსაო,
ხევსურსაც იგეთს გავყვები,
დღე შუვ ლესავდეს ხმალსაო,
ლაშქარს წინ მიუძღვებოდეს,
დრეკავდეს შუბის ტარსაო!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
სვანეთში მივდივარ მთებში და მიყვარხარ ვინ იცის რარიგად, ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე ბარსი ვერ ვმშვიდდებოდი ღარიბად... გამორბის მდინარე ბღავილით,ნაპირებს ცრემლები მოვწმინდე... ფერდობზე წერწეტა ყვავილი,მაგონებს სენს თავს და მოვწყვიტე.. იმ ხევში მკივანი შურთხია,მომწყინდა ბილიკზე წანწალი.. მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და გულს მაინც ედება ხანძარი.. სვანეთში მივდივარ მთებში და.. მიყვარხარ,ვინ იცის რარიგად.. ეგების უშბაზე დავმშვიდდე,ბარში ვერ ვმსვიდდებოდი ღარიბად.. მაფიქრებს ღრუბლები მღელვარი.. მივდივარ,გზა მხვდება ახალი.. სვანეთში?? ბევრია მწვერვალი დაა.. შენ ხარ ყველაზე მაღალი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
უილიამ შექსპირი
(სონეტი LXXXV)
ნეტავ ჩემს მუზას ენა ასე რატომ დაება,
რატომ ვერ გითხარ სხვების მსგავსად ხოტბით სალამი?!
სხვის შთაგონებას რომ მფარველობ, როგორც ღვთაება,
ალბათ გგონია, ოქროს აფრქვევს მათი კალამი...

მე ხომ სხვებივით პირფერობას ვერასდროს შევძლებ,
ვერ განგადიდებ ამ სამყაროს სიგრძე-განივით;
სხვა სიტყვით გაქებს, მე შენს ქებას ფიქრებში ვეძებ
და მხოლოდ `ამინ~-ს გეუბნები დიაკვანივით.

სხვებს ვეთანხმები - `დიახ-მეთქი~, `მართლაც ასეა~,
მე მათს ამალას უმეცარი ბრიყვივით მივდევ,
გული კი შენი სიყვარულით ისე სავსეა,
არ ვიცი, ჩემს თავს რას დავმართებ სასჯელად კიდევ.

ვინც შენ შეგაქებს, თუმც მის მზერას პატივით იწყებ,
მეც, ღრმა ფიქრებში გამოკეტილს, ნუ დამივიწყებ.

(სონეტი LXXXIX)
მითხარ, რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება,
რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით,
კოჭლიც მიწოდე, თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდება
და გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.

ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით, რადგან
შენი ბადალი, თავად ვიცი, მე არ ვბრძანდები,
ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამ
და სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.

შენს სავალ გზაზე დაივანებს სრული მშვიდობა,
ჩემს ბაგეს არსად წამოსცდება შენი სახელი,
რადგან ის კაცი ღირსეულად დაგემშვიდობა,
ვინც იყო შენთვის უღირსობის გამომსახველი.

ჩემი არსება მე საძულველ მტრად შემომყარე,
ვინც შენ არ გიყვარს, აღარც ჩემთვის არის მოყვარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
გალაქტიონ ტაბიძე

თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
გალაქტიონ ტაბიძე

შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვიცი,არსებობს ზეცაში ღმერთი,
არსებობს ცოდვა დიდი და მცირე,
რაგინდ თვალებში მაყარონ ფერფლი
არც დავმცირდები,არც დაგამცირებ!
უსასობაა თვალებში მიმზერს,
ასე მგონია დარჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს,
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა!
ვიცი,არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება
და მჯერა,მართალს უფლის წინაშე_
თავის მართლება არ მომინდება!
ვიცი,არ მომცემს სინდისი ნებას
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას,
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ!
ვიცი,სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სიტყვა გადახნავს ,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა!

ძალიან მიყვარს ეს ლექსი,ძალიააააააააააააააააააააააანნნნნნნნნნნნნნნნნნნნ!!!!!!!!!!!!!
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი