dorado wrote:ციტატა:
ახლა მე მოგიყვებით ერთ ამბავს: ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკაში და მივდივარ ფეხით სამსახურში.მივუყვები ერთ ქუჩას, კინგს ჰაივეის-იმის თავში მეტროა და მივდივარ ასე,გაჩქარებული ნაბიჯით, თავჩაღუნული.უცბად მე რომელ ტროტუარზევ ვარ, იქედან ხალხი მოწყდა ადგილიდან და თავპირისმტვრევით გაიქცა მოპირდაპირე ტროტუარისკენ.შემეშინდა, ქართული არეული ცხოვრებით გამოწრთობილმა-მიტინგია-მეთქი დავასკვენი და მეც გავეკიდე იმ ხალხს,მითუმეტეს რომ პოლიციის მანქანებიც დავინახე.ახლა-იქიდან ისევ უკან გამორბის ეს ხალხი წიოკობით_ისევ იმ პირველ ტროტუარისკენ... გადმოვირბინე მეც!-მოკლედ ასე ერთი 4-5-ჯერ და ამასობაში მეტროშიც შევირბინე,კი გამიკვირდა, მაგრამ-რა ვიცი, გიჟები არიან ეს უჯიშოები-მეთქი და დიდად აღარ მიფიქეია ამაზე, ისედაც მაგვიანდებოდა.მეორე დღეს იგივე კინგს ჰაივეიზე ვზივარ სალონში და ჩემი პარიკმახერი ყვება: გაიგეთ გუშინ რა მომხდარაო? რაო და ებრაელების დღესასწაული იყო, საწყლებმა მუნიციპალიტეტიდან აიღეს ნებართვა, ქუჩა გადააკეტინეს პოლიციას და ერთ მხარეზე ქალებს უნდა ჩაევლოთ რელიგიური მსვლელობით, მეორეზე-კაცებს და სინაგოგაში შეხვედრამდე ერთმანეთს არც უნდა დანახვებოდნენო. ამ დროს ვიღაც ჯინსიანი გოგო სდევნიდა ამ ჩვენი უბნის მორწმუნე მამაკაცებს ტროტუარიდან ტროტუარზე და სულ ჩაშალა მთელი ცერემონიალი, ანტისემიტიზმი არაა ესო?
იმდენი ვიცინე, იმდენი ვიცინე...იმათ ჯიდევ-ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ამყვნენ...ისინი რაზე იცინოდნენ არ ვიცი, მაგრამ მე-სერიოზულად გეუბნებით, ამდენი ხნის შემდეგაც კი გულის წასვლამდე მეცინება ამ ამბავზე.
ასე ჩავშალე ებრაული დღესასწაული...ა-ბა..
ძალიან,,ძალიან მაგარი კურიოზი იყოოოოოოოოოოოო..ბევრი ვ იცინეეეე...კარმაჩემგან