bubusuna wrote:ციტატა:
კატრინ, მე არა მაქვს უფლება ეგ ადამიანები განვიკითხო.უბრალოდ,ერთ მოთხრობას მოგიყვები:
უფალის წმინდა აღდგომის შემდეგ წმინდა მამები მოედნენ ქვეყანას ქრისტიანობის საქადაგებლად და ურჯულოთა მოსაქცევად. ერთ დღეს მათი ნავი ერთ ქვეყანას მიადგა. გადმოვიდნენ წმინდა მამები ნავიდან და დაინახეს ერთ კაცს გაუთხრია ორმო და ამ ორმოს ხან გადაახტება, ხან გადმოახტება და თან რაღაცას ბუტბუტებს.
-რას აკეთებო?-ჰკითხეს.
-ვლოცულობო,-მიუგო კაცმა. მაშინ წმინდა მამებმა უთხრეს ესე არ შეიძლებაო და აუხსნეს,- უნდა ააშენო უფლის სახლი,ხატები დააბრძანო,აკურთხო, სანთლები დაანთო და ა.შ .კაცმა მადლობა გადაუხადა და შეპირდა , აუცილებლად მასე გავაკეთებო.წმინდა მამებმაც მოილოცეს და კვლავ ზღვაში გავიდნენ.
ნაპირს საკმაოდ იყვნენ მოშორებულები, როცა ერთმა მამაომ დაიძახა-კაცი მორბის წყალზეო.ყველამ იქით გაიხედა და დაინახეს ორმოზე მლოცველი კაცი მორბოდა.
-მაპატიეთ,დამავიწყდა რის შემდეგ რა უნდა გავაკეთოო?-იკითხა კაცმა.
-წადი, წადი და როგორც ლოცულობდი ისე ილოცე, შენი რწმენა იმდენად დიდია, რომ წყალზე გამოგატარაო, -მიუგეს მამებმა.
მე მგონი მიმიხვდები, რისი თქმაც მინდოდა ამ მოთხრობით.
სრული ჭეშმარიტება

ადრე მამებს მხოლოდ ღვთისმშობლის ხატი ჰქონდათ და ჯვარი, მაგრამ დღევანდელ უმრავლესობაზე დიდი და ძლიერი რწმენა ჰქონდათ...