↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 25 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ქალურობა - ეს კდემამოსილი და მოკრძალებული ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილების აღზრდაა; ქალურობა - ეს უღალატო და ერთგული ცოლობაა.

ვისაუბროთ ქალის როლის შეცვლაზე დღეანდელ საზოგადოებაში.....

შარვალმა ქალი გააუხეშა. იგი სიარულისას ადგამს მამაკაცურად დიდ ნაბიჯებს, შეეცვალა დგომისა და ჯდომის მანერა, მრავალი ეწევა სიგარეტს, გახშირდა მეტყველებისას უცენზურო, ჟარგონული სიტყვების ხმარება. ყველაფერმა ამან განაპირობა მამაკაცებში ქალების მიმართ უპატივცემულობის განვითარება, მათდამი ინტერესის დაქვეითება, ბიოლოგიური ლტოლვის შესუსტება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ქართველი ქალი სინამდვილეში სიყვარულისაკენ ისწრაფვის, მაგრამ სატელევიზიო მდარე დონის ფილმებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო მამაკაცში სიძვის მოთხოვნილების აღძვრას სიყვარულს უწოდებს, თავს იტყუებს, თუმცა მან კარგად იცის, რომ „სიყარული სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი“. ამიტომ ასეთმა ქცევამ ადამიანს არ მოუტანა სულიერი სიმშვიდე და სიხარული, პირიქით, დღეს ვინც ცუდად სარგებლობის შემოქმედის მიერ ბოძებული დროებითი უპირატესობით - სინორჩით, ან სილამაზით, ის ხვალ თვითონვე აღმოჩნდება მოტყუებული ან მიტოვებული მეუღლის როლში. ქალურობა - ეს კეკლუცობა და მამაკაცში სიძვის მოთხოვნილებების გამოწვევაში დაოსტატება როდია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
უნა რომ იცოდე ამ თემაზი რამდენი დავწერე და წამეშალა სულ,ავტორიზაცია მომთხოვააააა:( =tavfx= =tavfx= =tavfx= ძალიან კარგი თემაა და ეხლა ასე ძალიან რომ არ მეძინებოდეს აუცილებლად დავწერდი ისევ ახლიდან...=tavfx=
ხვალ დავწერ ჩემს აზრს,კარგი თემაა:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts1015
კარმა55
OFFLINEPROFILE
Una mujer wrote:
ციტატა:
ქალურობა - ეს კდემამოსილი და მოკრძალებული ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილების აღზრდაა; ქალურობა - ეს უღალატო და ერთგული ცოლობაა.

ვისაუბროთ ქალის როლის შეცვლაზე დღეანდელ საზოგადოებაში.....

შარვალმა ქალი გააუხეშა. იგი სიარულისას ადგამს მამაკაცურად დიდ ნაბიჯებს, შეეცვალა დგომისა და ჯდომის მანერა, მრავალი ეწევა სიგარეტს, გახშირდა მეტყველებისას უცენზურო, ჟარგონული სიტყვების ხმარება. ყველაფერმა ამან განაპირობა მამაკაცებში ქალების მიმართ უპატივცემულობის განვითარება, მათდამი ინტერესის დაქვეითება, ბიოლოგიური ლტოლვის შესუსტება.

უნა ვერ დაგეთანხმები რამოდენიმე პუნქტში: მაგალითად ჩემ თავს მოვიყვან -
1. ვიცვამ შარვალს, მაგრამ არც მამაკაცურად ვადგამ ნაბიჯებს და არც ის მგონია რომ შარვალში ქალურად არ გამოვიკურები. არც შარვალს შეუცვლია ჩემთვის დგომის და ჯდომის მანერა.
2. ვეწევი სიგარეტს და არც სიგარეტის მოწევა ასოცირდება ჩემში არა ქალურობაში.
3. უცენზურო მეტყველებაზე გეთანხმები - ქალს არ უხდება.
4. როცა წერ ყველაფერმა ამან გამოიწვია მამაკაცებში ქალების მიმართ უპატივცემულობის განვითარება, მთლად კარგად ვერ ჩავწვდი; რას გულისხმობ ყველაფერ ამაში - შარვლის ჩაცმას, სიგარეტის მოწევას და ჟარგონების ხმარებას? თუ ამას გულისხმობ ვერც მაგაში ვერ დაგეთანხმები.

ქალურობა - ეს კდემამოსილი და მოკრძალებული ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილების აღზრდაა; ქალურობა - ეს უღალატო და ერთგული ცოლობაა.

ამაში ასი პროცენტით გეთანხმები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
კი ბატონო,ვისაუბროთ ქალის როლის შეცვლაზე დღევანდელობაში,მაგრამ არა წიგნებიდან ამოღებული ფრაზებით,არამედ რეალურიდან გამომდინარე.თუნდაც ვინ როგორ ვიცავთ ზემოტ მოყვანილ ქალურ მომენტებს.მგონი ასე უფრო საინტერესოა:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
რაღაც არ მახსენდება სადმე წამეკითხოს \"დასაბამიდან ქვეყნიერებისა\" ქალს კაბა ცმოდეს. რა შუაშია რას ჩაიცმევ. შოტლანდიელ კაცებს კაბები ეცვათ მაგრამ ამით რა ქალობდნენ? ქალს თუ შარვალი აცვია ამით რა იცვლება. საერთოდ დღევანდელ საქართველოში ბევრმა ქალმა დაკარგა ქალურობა, მაგრამ ეგ მამაკაცების ბრალია და არა ქალების. რომელ ქალურობაზე უნდა ისაუბრო როცა დილაუთენია სახლიდან გასული ქალი ბაზარში დადგება და შუაღამისას შემოვა სახლში. ან სოფლელი ქალი აიღე, ბარს და თოხს რომ გაიდებს მხარზე. :) ისე ამ დროს შარვალი მეტი პრაქტიკულია=haa= =haa= ჯერ კაცმა იკაცოს და ქალის ქალურობაზე მერე ვისაუბროთ. თუ კაცი ვარგა, იგი ქალს ნებისმიერი ჩაცმულობისას, ქალად აღიქვამს და არა მხოლოდ კახპად,როგორც ეს ბევრ მამაკაცს სჭირს. ქალს სინაზე და კდემამოსილება სახეზე ახატია და არა კაბის კალთაზე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:

=sher= ვეთანხმები მე პიკასოს!=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
Una mujer wrote:
ციტატა:
ქალურობა - ეს კდემამოსილი და მოკრძალებული ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილების აღზრდაა; ქალურობა - ეს უღალატო და ერთგული ცოლობაა.

ვისაუბროთ ქალის როლის შეცვლაზე დღეანდელ საზოგადოებაში.....

შარვალმა ქალი გააუხეშა. იგი სიარულისას ადგამს მამაკაცურად დიდ ნაბიჯებს, შეეცვალა დგომისა და ჯდომის მანერა, მრავალი ეწევა სიგარეტს, გახშირდა მეტყველებისას უცენზურო, ჟარგონული სიტყვების ხმარება. ყველაფერმა ამან განაპირობა მამაკაცებში ქალების მიმართ უპატივცემულობის განვითარება, მათდამი ინტერესის დაქვეითება, ბიოლოგიური ლტოლვის შესუსტება.

რაღახ ვერ ჩავწვდი რისი თქმა გინდა უნა შენ...ანუ ვისაც შარვალი აცვია(99%),ვინც სიგარეტს ეწევა და ჯარგონებით საუბრობს ,ის მამაკაცში ინტერესს კლავს,ან მამაკაცი მისდამი არ ილტვის?პირდაპირ გავოგნდი :huh: :huh: :huh: შარვალი მაცვია და არაჩვეულებრივად ვჯდები და ვდგები,ქალურობა არ მაქვს დაკარგული,და მამაკაცებშიც ვიწვევ ხიბლს......იმაში კი გეთანხმები რომ ქალურობა არის პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილების აღზრდა,ერთგული ცოლობა,კდემამოსილი და მოკრძალებული ქცევა.....მაგრამ დანარჩენში რა მოგახსენო...ისე,აქვე დავძენდი,(სიტყვამ მოიტანა),იმ ფოტოებში რაც ფორუმზე დადე კდემამოსილი და მოკრძალებული ქალის სახეს ვერ ვხედავ....

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
უნას ვეთანხმები ძირითადში...გქონდეს ქალის ტანი,სულაც არ ნიშნავს,რომ ხარ ქალური,კიდევ რაღაცეები უნდა იყოს მგონი საჭირო,თუნდაც ის ზრდილობა და კულტურა,თუნდაც ის მანერები ქცევისა თუ საუბრის,დახვეწილობა და არა ის უხეში და თავხედური ქცევა,რასაც დღეს ვაწყდებით...ამ შემთხვევაში,რათქმაუნდა,რომ ის ჟარგონებიც არაა მისაღები,არ უხდება გოგოს არც ეს გინება და არც ეს უხეშობა!!!ისე კი ქალურობის დაკკარგვა,თუ ასე დავაყენებთ საქმეს,მხოლოდ შარვალს და სიგარეტს არ უნდა გამოეწვია,ის სოციალური გარემო,რომელშიც ვცხოვრობთ,ქალბატონებს,რომლებიც იძულებულები არიან,როგორც ძემოთ აღნიშნეს დილიდან საღამომდე ბაზრებში იდგნენ,აიძულებთ დაივიწყონ ის,რომ პირველ რიგში ისინი არიან ქალბატონები,თუმცა აქ მარტო ამაშიც არაა საქმე,არის ბევრი პრობლემა...ქალის როლი იცვლება და ფართოვდება,თუ ადრე მხოლოდ ოჯახით შემოიფარგლებოდა,ახლა უკვე უფრო მოწყვეტილი ძირითადი მასა ოჯახს,თუმცა მე არ ვთვლი,რომ ამან ქალებში ქალურობის განცდას უნდა შეუშალოს ხელი,მთავარი კულტურა და შეგნებაა,თუ მეშინაგანად მაქვს იმისი განცდა,რომ ვარ ქალი,ქალური ღირსებებით,რაც ზემოთ უნამ ჩამოთვალა,ნამდვილად არ დამაკარგვინებს ამ განცდას სხვა ფაქტი,მგონი...:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:

ხო რა თქმა უნდა... აქ არა მხოლოდ ჩაცმულობაზეა საუბარი... არამედ ქალის როლის შეცვლაზე...=ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
კი ბატონო,ვისაუბროთ ქალის როლის შეცვლაზე დღევანდელობაში,მაგრამ არა წიგნებიდან ამოღებული ფრაზებით,არამედ რეალურიდან გამომდინარე.თუნდაც ვინ როგორ ვიცავთ ზემოტ მოყვანილ ქალურ მომენტებს.მგონი ასე უფრო საინტერესოა:)
უდავოა რომ ჯობია რეალურ მაგალითებზე საუბარი.. მაგრამ მე აქ დავდე, არა ჩემი სიტყვები არამედ ჩვენზე ბევრად მაღლა მდგარი ხალხისა (წმინდა მამებისა და სულიერი მოღვაწეებისა), რადგან მე არ მაქვს უფლება ვინმე განვიკითხო....

როგორც ხატიტამ აღნიშნა მართალია ყოველთვის არ ვიცავ ამ წესებს (ვიცვამ შარვალს, ნუ ზღვაზე საცურაო კოსტიუმს-ალბათ ამაზე გააკეთა აქცენტი), მაგრამ ვცდილობ ნელ-ნელა აღმოვფხვრა ჩემი გარდერობიდან არაშესაფერისი სამოსი... (მგონი გამომდის)
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
გულკეთილი, ჭკვიანი, თვალებმზიანი ქართველი ქალი, ასიათასი მოწამის, თამარისა და ქეთევანის შთამომავალი, ჯერ ურცხვი არ გამხდარა, მასში საუკუნეების მანძილზეა ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა. მას უზნეო ქალის ნიღაბი უკეთია მხოლოდ, რომელსაც მრავალი მათგანი სულიერი ტკივილის ფასად ირგებს, რათა თანამედროვე გამოჩნდეს. მთავარია, მოსალოდნელი საფრთხე შეიგრძნონ, ნიღბის მოხსნა კი ადვილია, თუკი ადამიანი ამას მოისურვებს. მაშინ საზოგადოების პატივისცემას დაიმსახურებენ. მოკრძალებულობა და კდემამოსულება სამკაულია ქალისა.

ი.ჭავჭავაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
დასაფიქრებელია მე-17 საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამის, ღირსი ნილოს მირონმდინარე ათონელის წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის შესახებ: „ვეღარ მოხერხდება ერთურთისაგან ქალისა და მამაკაცის გარჩევა, იმდენად შეურაცხი იქნება ფორმა მათი სამოსისა და ვარცხნილობისა“. აი, რას წერს მსოფლიო დიდი მოძღვარი ბასილი დიდი მეშვიდე ფსალმუნის განმარტებისას: „მე ვფიქრობ, რომ ყველა სამართლიანი მსაჯულის მიერ ერთნაირად როდი განისჯება. წარმოიდგინეთ, რომ სამსჯავროზე მრუშობა განისჯება, მაგრამ ერთმა შესცოდა იმიტომ, რომ ქვეყნად გარყვნილი მშობლებისგან გაჩნდა, ყრმობიდანვე უკეთური ჩვეულებებით: ლოთობით, თამაშით, სამარცხვინო საუბრებით აღიზარდა. მეორეს კი ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რაც ზნეობრივი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა: აღზრდა, მასწავლებელნი, მოსმენა ჭვთის სიტყვებისა, სულის მხსნელი საკითხავები, მშობელთა შეგონებანი, საუბრები, რომელიც პატიოსნებისა და უმანკოების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, ზომიერება საზზრდელის მიღებისას. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩათრეულ იქნა პირველი ცოდვის მსგავს ცოდვაში და პასუხი უნდა აგოს თავისი ცხოვრებისათვის. განა სამართლიანად არ არის ეს უკანასკნელი პირველთან შედარებით უფრო მძიმე სასჯელის ღირსი?“

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Dec 2007
Posts376
კარმა50
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ ქალურობა დღეს უმრავლეს მანდილოსნებში არა არსებობს,არც ცდილობენ ,რომ იყვენენ.მე ძალიან მიკვირს იმ გოგონების,რომლებიც კაცებს ემსგავსებიან და ეს ეამაყებათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
არამგონია ვინმე იმით ამაყობდეს რომ კაცს გავს. თუ ვინმეს გადახრები აქვს ეს სხვა საკითხია და იმას მკურნალობა უნდა და არა დაცინვა. ყველა ქალშია ქალურობა, მამაკაცი უნდა იყოს კაცური, რომ ეგ გამოამჟღავნებინოს ქალს. და მამაკაცებს მოსწონთ თუ არა კაცური ქალები ეგ გემოვნების საკითხია.ამაზე არ დაობენ. ისე სხვათაშორის 3 წელია კაბა არ მცმია, მაგრამ არავის დაუძახია ჯერ, ეი ბიჭო გამომხედე ერთი წუთითო. :)
რაც შეეხება ბილწსიტყვაობას ნამდვილად გეთანხმებით. არა სასიამოვნო მოსასმენი ქალისაგან, მაგრამ არც კაცისაგან.

_________________
ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 25 posts ] 
დესპანი