↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გურმანთა კლუბი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 138 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
=lol= =lol= =lol= ცხადში უკეთესად

იმერული ლობიო არ ვიცი მაგრამ მე ასე ვაკეტებ, გააჩნია ლობიოს ჯერ უნდა იცოდე სარისაა თუ მინდვრის, მინდვრის ამოლესილი სჯობს სარის ჩახრაკული, მინდვრისა (წვრილია) არ კეთდება კარგი ლობიანი, გავარჩიოთ ლობიო ,ჩავასხად ქვაბში წყალი(გავრეცხოთ ლობიოც, ჭუჭყიანს ხომ არ ჩავადგამთ არა?)ისე რომ დაფაროს, ზოგიერთი პირველ წყალს უწურავს, მე არა მაგრამ ხარშვაში ვამატებთ წყალს, ზოგიართი თავდახურული ხარშავს დაბალ ცეცხლზე, ზოგიერთი თავახდილი, გააჩნია, მთავარია მოიხარშოს, მერე ჩემო ბატონო მოუხრაკავ ხახვს, დაჭრი წვრილად ქინძს, ნიორს შავი პილპილი მარილი და ან ციციხვით ან პიურეს საჭყლეტით მაგრად ჩაზილეთ, მთლად სუპივით კი არ უნდა იყოს წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს,ზოგიერთი რაც კი მწვანილი აქვს ოხრახუში კამა ყველაფერს აყრის-მე არ მიყვარს მარტო ქინძს უშვები. ზოგიერთი ტომატ პასტასაც (ერთი კოვზი ნახ ჭიქა წყალში, გახსენით და ჩაასხით)გემოვნების ამბავია.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
საერთოდ დასავლეთში ლობიოს ცხიმში მოშუშულ ხახვს არ ამატებენ,ვგულისხმობ ხმელ ლობიოს,ლობიო რომ მოიხარშება,უნდა ჩავყაროთ შიგ თხლად დაჭრილი ხახვი,დაფნის ფოთოლი და ჩავდოთ ასევე წინასწარ მომზადებული ნიგვზიანი სუნელი:ქინძი,მარილი,წიწაკა,ნიორი და ნიგოზი დავნაყოთ ერთად,ან გავატაროთ(შესაძლებლობის მიხედვით)
დუღილი ამ სუნელს თავად გახსნის ლობიოში,როცა მივხვდებით რომ ნიგვზიანი მასა გაიხსნა,ჩავამატოთ მწვანილი,ძალიან უხდება ნიახური და ოხრახუში(პეტრუშკა)დაჭრილი.ასევე შეგვიძლია Dავამატოთ დაჭრილი პრასიც ოღონდ ცოტა ადრე რომ დარბილდეს და უხეში არ იყოს.სულ ბოლოს გემოვნებით ვუქნათ კვაწარახი(ასე ეწოდება დასავლეთში ტყემლის წვენს)მჟავე არომატი რომ მისცეს,კვაწარახის ნაცვლად შეიძლება ძმარიც გემოვნებით,ლობიოს ამოზელავენ და გადმოდგამენ ცეცხლიდან რომ არ მიიწვას ფსკერზე.ამ კერძის მომზადებისას დგება ისეთი მადისამღძვრელი სუნი,აუცილებლად მოგინდებათ რომ მიირთვათ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნანანო ხუთიანს გიწერ და ერთ კარმასაც ჩემგან. ძალიან გემრიელი კი გამოვა მაგრამ ჯერ აქ(საბერძნეთში)კვაწარახი ან სვანური მარილი სად ვიშოვო. მეორეც ჩემი ოჯახის ბერძენი წევრები არ ჭამენ, ტომატიან ლობიოს ამზადებენ, მერ გაიგებ რა არის, მასეთ ლობიოს(შენნაირს)მეც დიდი სიამოვნებით მივირთმევდი მიუხედავად იმისა რომ ლობიოს დიდი მოყვარული არა ვარ.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 138 posts ] 
გურმანთა კლუბი
დესპანი