↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 61 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
იმედია ვინმეს მაინც დაგეხმარებათ ალ განთავსებული ინფორმაცია, რაგდან ძალიან ფართოდაა გავრცელებული ცრურწმენები......

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
არცონდა - არცოდვაა“უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
„ურწმუნო თომა“
ამ გამოთქმის საფუძვლად თითქოსდა ის იქცა, რომ თომამ მანამ არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ თვით არ იხილა და ხელი არ ჩაჰყო მის ჭრილობებში, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საფუძლვეს, რომ თომას ურწმუნო ვუწოდოთ. უფლის აღდგომა ერთბაშად სხვებმაც ვერ დაიჯერეს, სანამ თავად უფალი არ გამოეცხადა მათ. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო იმდენად დიდია, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო გაგნებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება. თომა იყო უაღრესად მორწმუნე და დაუღალავი მქადაგებელი ქრისტესი, ამიტომ მკრეხელობაა, როცა ურწმუნო, ათეისტ ადამიანს წმიდა თომა მოციქულს ადარებენ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
„როცა დედა წყევლის, მისი ძუძუები ლოცავენ“

მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.

მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. ამიტომ დედებს ვურჩევთ ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა იციან თქმა: „მოგიკვდეს დედა, შვილო!“ აბა დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობთ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
„არ შეიძლება ქორწინება მაისის თვეში“

მაისის თვეში ქორწინება დასაშვებია. არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობით. შესაძლოა ეს ცრურწმენა მოდიოდეს რუსული ხალხური ჩვულებიდან, რისი ანარეკლიცაა გამოთქმა «В мае венчаться - всю жизнь маяться» („მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო“), რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.

უსაფუძვლოა აგრეთვე იმის რწმენაც, რომ სახლში შესვლისას პატარძალმა თეფში თუ არ დაამტვრია, ოჯახი არ აეწყობა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
თარსი“ რიცხვი 13
რიცხვი „13“ აბსოლუტურად ჩვულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი „13“-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ „13“-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
რაც გიწერია - არ აგცდება“
სწავლებას ბედისწერის შესახებ არ იწყნარებს ეკლესია. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში... რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?..

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი...

[ბედი რომ არსებობდეს] არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკარგისათვის? რისთვის ვაამებთ?ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედიგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ“.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
1 წლის ბავშვის დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება.

ეს ცრურწმენაა. საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით 1 წლის ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნას არანაირი წინააღდეგობა არ ეღობება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
სხვადასხვა „ნიშნების“ რწმენა
(დაცემინება - „დასტურის ნიშანი“, ყვავის ჩხავილი, დილით მახინჯი ადამიანის შეხვედრა, თვალის ციმციმი - „უბედურების ნიშანი“)
წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ბევრ ქრისტიანს „ნიშნების“ განმარტება ზიანის მომტან საქმედ არ მიაჩნია. თუკი ვინმე საუბრისას დააცემინებს, იტყვიან: ამასაც მნიშვნელობა აქვსო. თუკი ვიღაც ზურგიდან სახელით მოგიხმობს, გადასასვლელში თუ ფეხი დაგისრიალდა, ანდა ტანსაცმელით რაიმეს წამოედები - ეს ყოველივე თითქოს იმის „ნიშანია“, რომ საქმე, რომლის გაკეთებსაც აპირებდი, არ უნდა გააკეთო. ზოგჯერ მორწმუნე ადამიანებიც კი ასეთ ცრურწმენებს მისდევენ და ამ დამღუპველ ვნებაში იძირებიან. მაგრამ იცოდე: უარყოფილია ღვთისაგან ამ უსჯულოების მიმდევარი ერი.

როგორ შეიძლება ვირწმუნოთ უგუნურ ფრინველთაგან მომავლის უწყება?! მით უფრო, როცა ვიცით, რომ ფრინველი ვერ ხედავს მის წინ დაგებულ დაფრთხეს, რომელიც მას აშკარად მოელის, - ნუთუ შეუძლია მას შენთვის მომავლის უწყება?! ხშირად, სარჩოს საძიებლად ბუდიდან აფრენილი, უკან ცარიელი ბრუნდება; შენთვის კი მომვალის უტყუარი მაცნე შეიქნა და მისი ამაო მოძრაობები მომავლის მაუწყებლად გადაგექცა?!

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას „ნიშნად“ მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება“.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
მასონობას განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანობა სძულს, ვინაიდან იგი ქრისტიანულ აღმსარებლობათა შორის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რომელშიც შეუცვლელადაა დაცული სახარებისეული სწავლება, ხოლო ყველა დანარჩენი ქრისტიანობა შემდგომ საუკუნეებში ჭეშმარიტებიდან გარდახდომილ კაცთა (რომის პაპების, თავს უცდომელადრომ მიიჩნევენ, მარტინ ლუთერების და სხვათა) მიერ შეცვლილი და გამოგონილი ცრუ და მწვალებლური სწავლებებია. ქრისტეს მტრები გრძნობენ ჭეშმარიტი საყდრიონის ძალას, ხედავენ მის მადლმოსილებას და განსაკუთრებული გააფთრებით უტევენ წმინდა მართლმადიდებლობას

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
ადამიანს ღმერთი კი უნდა გწამდეს, მაგრამ ფანატიკოსიც არ უნდა იყო. სექტებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ჩემის აზრით, სექტა რაღაც ავადმყოფობაა და მეტი არაფერი. კაცს, რომ მეტი საქმე არ გექნება, რა გააკეთო აღარ იცი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Dec 2007
Posts376
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცრურწმენა საშინელი ჩვევაა,ადამიანს აკვიატებულ ფიქრებს და არანორმალური ქმედებისაკენ უბიძგებს.შიშს ამძაფრებს მ თუ იმ საკითხზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
არ მჯერა და მორჩა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეჰ, ციციკორე! ნეტა შენნაირად ფიქრობდეს მუსლიმანური სამყარო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
არაფერი არ მჯერა,კი გამიგონია ბებიასგან რაღაცეები მაგრამ მე არ მწამს,თუმცა ,ქორწილი ვარდობის თვეს -ეს მაინც რაღაც შიშს იწვევს,და არასოდეს მექნება ქორწილი მაისში....კიდევ რა....ხო,ჩანთას არასოდეს ვდებ მაგიდაზე,უნდა იდოს იატაკზეო,და სულ სავარძლის გვერდით მიგდია იატაკზე :):):):):) არ მჯერა მაგრამ ისე მაქვს გამომუშავებული რომ ინსტიქტურად ვაკეთებ ამ ყველაფერს :):):)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 61 posts ] 
დესპანი