↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 103 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
დავით რა მაგარი ავატარი გქონია.

საქართველო? ეს არის მიწა-წყალი,ცა-ლაჟვარდი, სამშიბლო, სიყვარული,პაპა-ბებო,დედა-მამა,დები-ძმები,მეგობრები-დაქალები,მტერი-მოყვარე,ტანჯვა-გმინვა, ტკივილი-კივილი,მუხლმოდრეკილი ვედრება მისი კარგად ყოფნისა, სიკეთისა ბედნიერებია მშვიდობისა,კეტილდგეობისატვის
გვისმინოს უპალმა და ყველა ცოდვა შეგვინდოს. უფალი გვფარავდეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
საქართველო? იქ ყველაფერი სხვაგვარადაა,სიცოცხლე სულ სხვაა,საქართველოში,იქ სხვანაირად თენდება,სხვანარად ხამდება,თუ ინატრებ ,დაბადებაც იქ უნდა ინატრო და სიკვდილიც. ძალიან მიყვარხარ ჩემო საქართველო და ქართველებო..............

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
გეტანხმებით . ქალბატონო მაკოსკპაკო. გეთნხმებით-----როგორც ამ ბოლო დროს შევნიშნე ;არიან ესეთებიც. რომლებმაც ეხლა ნახეს რაგაც ცხოვრებაში. და ცინიკურად მიმართვენ ;ქართველ მანდილოსნებს .რომლებიც მონატრებული სიყვარულის ძახილით შემოდიან.ამ ქართულ საიტზე.ნამდვილად უბოროტო ქართველი და საქართველო ენატრებათ.და მათ ნოსტალგიას უვიცობაში უთვლიან.მენატრება .ჩემი ქვეკანა. ჩემი საქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
მანდილოსნებო ნუ ათხოვებთ ყურს მასეთ ნაძირალებს რომელთაც რაღაც ფინანსური წარმატებას მიაღწიეს მაგრამ ერუდირებით კი საკმაოდ სუსტნი არიან მათ ქონება გაუხდიათ იდეალად ვაი მათ პატრონს უბედურს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
ფოცხერ ძმაო. ძლივს ვნახე დესპანზე. ერთი მამაკაცი კაცური. რომელიც სიმართლეს წერს. კაცურად გართმევ ხელს .ვასო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
ასევე ძმაო დიდის პატივისცემით გართმევ ხელს ღმერთმა გაუმარჯვოს ყოველ ქართველს ჭეშმარიტ ქართველს გაიხარე=sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =ae= =ae= =ae= =ae= =sher=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined13 Feb 2008
Posts135
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეც ძალიან მენატრება ჩემი საყვარელი საქარარტველოოოოოოოოოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
მეც ფოცხვერ გენაცვალე , მეცგარტმევ ხელს. ჩვენი ზვირფასი .=sher= მანდილოსნები გვერდით დავდგეთ. ჩვენი დედების და დების გვერდით და ეგ მართლა ვითომ ქართველები გავაჩუმოთ.=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მენატრება და მერე როგორ?!
ცუდად ვარ დავაავადმყოპდი

მალა მივდივარ=zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,
შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...
ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -
მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.

უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,
შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი.
ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო, -
შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.

და შენ ჩემში ხარ, სახიერო, - საბედნიეროდ, -
შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...
შენა ხარ ჩემი სიყვარული, - საბედისწერო, -
მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,
შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...
ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -
მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.

უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,
შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი.
ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო, -
შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.

და შენ ჩემში ხარ, სახიერო, - საბედნიეროდ, -
შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...
შენა ხარ ჩემი სიყვარული, - საბედისწერო, -
მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
დაბადებამდე რომ ვერ გხედავდი,
ამაზე მწყდება ძალიან გული.
სიკვდილის შემდეგ რო მ ვეღარ გნახავ,
ამაზე როგორ არ დამწყდეს გული.
მე ვარ ქართველი, შენ ---- საქართველო,
ამაზე თბილად ვერაფერს გეტყვი,
ვარ შინაარსი შენი სახელის
და სიამაყე არ მინა მეტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, დასაღვრელის,ალბათ მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია.
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია.
მშვენიერია ორ ზღვას შუა კავკასის ხედი
და კითხვა:ვინ,ვის?ბებრ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა,სხვა ხსნა
არ გამაჩნია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

1917

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 103 posts ] 
დესპანი