↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 103 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
აი, უკვე 9 წელი ხდება რაც საქართველოდან წამოვედი და გამოგიტყდებით ძალიან მენატრება და ვნერვიულოდ მის მომავალზე, მე ვფიქრობ ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ საქართველოს გულისთვის და გავერთიანდეთ მის სიყვარულში .
დესპანის გვერდის გახსნამ ცოტა დამახლოვა და თითქოს პატარა საქართველოს ვგრძნობ აქ.
დიდი სურვილი მაქვს დესპანის სახით თქვენც ცოტათი მაინც შეგიმსუბუქოთ მარად მტკივნეული სამშობლოს ნოსტალგია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined30 Oct 2007
Posts53
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე კიდევ სულ რაგაც 4 წელია რაც საქართველოს მშვენიერება არ მინხავს. მართალია ადგილმდებარეობა შევიცალე მაგრამ
ჩემს გულში საქართველოს თავისი ადგილი კოველთვის

"ეკავა უკავია და ეკავება მუდამ"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jun 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველო. რამდენი დევს მარტო ამ სიტყვაში თუ ამას ქართველი ამბობს. საქართველო ლოცვაა და ცხოვრების აზრი. დიდება უფალს რომ მე ქართველი ვარ და საქართველოს სიყვარული ... შემიძლია ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 May 2007
Posts72
კარმა51
OFFLINEPROFILE
საქართველო. აი რას ნიშნავს ეს სიტყვა რომ დავმარცვლოთ. სა-სამშობლო.ქა-ქართველო.რთ-რთველო და ბოლოს ველო. ეს ის ოთხი სიტყვაა რომლის გარეშეც თურმე საქართველო წარმოუდგენელი ყოფილა.აბაააა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 May 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიყვარხარტ ქარტველებო და მენატრები საქარტველო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
მენატრება თანაც როგორ, ავადმყოფობაა ნოსტალგია, გტკივა ყველაფერი,თანაც ფიქრი იმაზე რომ არ იცი როდის წახვალ და ჩაეხუტები შენიანებს, აქ ისე ძალუმად ვიგრძენი როგორ მყვარებია ყველა, ვერც ვბრაზდები, მართლა გამიხარდა ეს საიტი რომ აღმოვაჩინე, ვგრძნობ რომ არავისთვის არაა საჭირო იმის ახსნა თუ როგორ გრძნობ თავს, მავანი იფიქრებს მაშ რატომ წამოხვედითო, ეს ხომ თქვენი არჩევანი იყოო და ახლა წუწუნებთო? მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც არჩევანს შენს მაგივრად აკეთებს გარე ფაქტორები, შენგან დამოუკიდებელი, რომელსაც ძალაუნებურად უნდა შეეგუო, მოახდინო ადაპტაცია, მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ როდესღაც დაბრუნდები ფრთებს გასხამს, მე სამწუხაროდ ალბად ვერ დავბრუნდები, იმიტომ რომ ოჯახი აქ შევქმენი,მაგრამ იმედია ჩავალ 1-2 წელიწადში 2 წელია არ მინახავს თბილისი, მითხრეს ძალიან გამოიცვალაო, ბატონო ლეონარდი იქნებ დაგვდით პატივი და ახალი თბილისის სურათები გამოგვიქვეყნოთ, თავისი ყვითელი ავტობუსებით.ძალიან გავაჯაზე არა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
მონატრება...მონატრება რომელიც ასე წვავს სულს,გულს აფორიაქებს.ტკივილამდე მიყავხარ გრძნობას და გინდა იყვირო,იტირო იქამდე რომ ცას მისწვდეს შენი ხმა,შენი დარდი,სევდა,სულის ბორგვა,გულის ხმაური,იმ ცას რომელიც შენია,შენი...იქ იმ ცაზე სხვაგვარად ანათებს მზე,სხვაგვარად გვიღიმის მთვარე და განსაკუთრებით ციმციმებენ ვარსკვლავები.იქ შენს ცაზე საოცრად თენდება და ძალიან,ძალინ ლამაზია დილა,ღამე კი სულ სხვანაირად მოდის და არაჩვეულებრივად მშვიდი და ფიქრიანია.იქ მიწაც უცნაურია,ჰო მიწა,შენი მიწა.თითქოს და ოდნავ ნამიანი და ცოტა უხეშიც,მაგრამ მაინც შენი.ჰაერიც კი ნაზად გელამუნება სხეულზე,გეფერება და უჩუმრად ცდილობს სულში ჩახედვას...შენ კი გტკივა, გული ბობოქარი ზღვასავით ღელავს,სხეული გეწვის,საშინლად გცივა სულში და არაფერი,არაფერი გათბობს:არც ეს ცა,უხალისო ფერით რომ შემოსილა,არც ეს მზე,ცივად რომ ანათებს და ყოველ დილით გაბუტული გესალმება.არც ეს მთვარე,ცრემლიანი რომ შემოგვყურებს ყოველ ღამეს და არც ეს ვარსკვლავები მოწყენილნი,უსიცოცხლოდ რომ ანათებენ და თითქოს შენი სულის ტკივილს
გლოვობენ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
innoi წერს:
საქართველო. რამდენი დევს მარტო ამ სიტყვაში თუ ამას ქართველი ამბობს. საქართველო ლოცვაა და ცხოვრების აზრი. დიდება უფალს რომ მე ქართველი ვარ და საქართველოს სიყვარული ... შემიძლია ...
:) ავტირდი შენი სიტყვები რომ წავიკიტხე :) მიხარია, რომ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც გულწრფელად უყვარს საქართველო... გაიხარე კარგო ადამიანო,

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ggtggt წერს:
საქართველო. აი რას ნიშნავს ეს სიტყვა რომ დავმარცვლოთ. სა-სამშობლო.ქა-ქართველო.რთ-რთველო და ბოლოს ველო. ეს ის ოთხი სიტყვაა რომლის გარეშეც თურმე საქართველო წარმოუდგენელი ყოფილა.აბაააა
ვახ არ ვიცოდი :) ძალიან მაგარია :) ჩამაფიქრებელი ამბავია ....ვიღაცას ძალიან კარგად და სწორად უთქვამს ;) ჰე ჰე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ცქნაფა, ვისი ტექსტია ? ძალიან მომეწონა ;) ............

მე რომ საქართველოში არ ვიყავი, მახსოვს, რომ მისი სუნიც კი მენატრებოდა, მგონი რომ აქ სულ სხვა სუნი ტრიალებს, ცას სხვანაირი ფერი აქვს და თითქოს ღრუბლებიც სხვანაირია, სიზმრებში ვხედავდი ხოლმე ჩემი საყვარელი ქუჩების კუთხე-კუნჭულებს და გაღვიძებულს მკლავდა სურვილი, რა იქნებოდა, ერთხელ მაინც რომ გამევლო და თუ გინდა 10 წლის სიცოხლე წაერთმიათ ჩემთვის, სამშობლო ჩემთვის დედის სიყვარულთან ასოცირდება და როგოც დედიკოს გარეშე მიჭირდა, ისე მიჭირდა მის გარეშეც...და მაინც ნეტავ რა არის საქართველო ამისთანა, რომ ასე მაგნიტივით იზიდავს ქართველთა გულებს ? ;)ნუთუ მხოლოდ ლამაზი ველ-მინდვრები და ხედებია, მისი ლამაზი ბუნება...არა მგონია...ალბათ ისევ ის კულტურა, ხალხთა სიყვარული და რაღაც ჩვენებური შინაურია ;) რაღაც მისტერია ........ ჩემთვის ამოუცნობია, ის ფაქტი, რატომ ხდება, რომ მხოლოდ ქართველებს აქვთ ასე გამძაფრებული სამშობლოს ნოსტალგია და ყველას უჭირს მის გარეთ ცხოვრება ... წავლენ - მოვლენ და ყველას აქ უნდა ბოლოს ჩამოსვლა ? საინტერესოა .......:) და სასიხარულო..........

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
აი რას აკეთებს საქართველოს სიყვარული და მონატრება,დამაცერინა და რა ვქნა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
შენ დაწერე ? მაგარია ძალიან ცქნაფო :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
მიხარია თუ მართლა მოგეწონა :er: :er: :er:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
საქართველო?ეს ჩემთვის დაუვიწყარი სახელია,თუნდაც რომ ამჟამად მე მისგან ძალიან შორს ვარ.რა ბედნიერია ეხლა ის ვინც საქართველოშია და მის სუფთა ჰაერს სუნთქავს.ხშირად მენატრება მის ქუჩებში უაზროდ ხეტიალი,მაგრამ მე უძლური ვარ და არაფერი შემიძლია,არ შემიძლია მე მას დავეხმარო.დავბრუნდეთ ყველა და ვიცხოვროდ მასთან ერთად უკუნისამდე....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ამ საოცარ წყნარ გამეს ფიქრი უკითხავად ამბობს:მენატრები...ღრუბლებში ჩნდება წარსულის მოგონება,მენატრები...გაზაფხული დარდობს უშენობას და ყვავილებს მათოვს.მზეც ვეგარ მათბობს,მთვარე მართობს და მენატრები.სიშორე მაშრობს,ვბრაზობ-მენატრები...მიყვარხარ...გჯავრობ...ეხლა ვარ მარტო...მენატრები!...

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 103 posts ] 
დესპანი