ერთ-ერთ რუსულ საიტზეა სავარჯიშოები SQL - ში. არის 5 სასწავლო ბაზა და საწყისი 62 კითხვა. სირთულეები [1,3]. მე-3 დონის ყველზე რთულად ითვლება. ყველას (62) გადაწყვეტის შემდეგ გამოჩნდება დანარჩენი 136-62 ამოცანაც. მოთხოვნის დაწერა და შემოწმება შეგიძლიათ ონლაინში. კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ მისი განხილვა ამავე საიტის ფორუმზე, ამავდროულად ნახავთ სხვა პირთა მიერ გაცემულ პასუხებსაც, რაც ცხადია რომ ძალზე საინტერესოა.
თვით SQL -ის სტანდარტი ახლოს არის ANSI SQL-92. ბაზები MS SQL - ზეა რამდენადაც მახსოვს. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რეგისტრაცია და დანარჩენი უფასოა.
http://www.sql-ex.ru/