↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფორუმელთა შემოქმედება.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 250 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
ძვირფასებო.
ამ ტოპიკში დადეთ,თქვენს მიერ დაწერილი,ლექსები,ჩანახატები,ესეები ,საკუთარი ნახატები და ა.შ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
მარტმა ამიშალა ფიქრები
სულმა ვერ გაუძლო ტკივილს.
რაღაც ხმა მეძახის შორიდან
შენ სახელს მეძახის და მიდის.
მწარედ ამატირა ოცნებამ
ვეღარ შევეგუე დუმილს,
შენმა ხმამ ჭრილობა გამიხსნა
ჭრილობა ნატკენი გულის.
მარტმა კვლავ ფიქრები არია
ისევ უშენობას ვტირი,
შენი ხმა მეძახის შორიდან
რატომ მეძახის და მიდის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
CQNAPA წერს:
მარტმა ამიშალა ფიქრები
სულმა ვერ გაუძლო ტკივილს.
რაღაც ხმა მეძახის შორიდან
შენ სახელს მეძახის და მიდის.
მწარედ ამატირა ოცნებამ
ვეღარ შევეგუე დუმილს,
შენმა ხმამ ჭრილობა გამიხსნა
ჭრილობა ნატკენი გულის.
მარტმა კვლავ ფიქრები არია
ისევ უშენობას ვტირი,
შენი ხმა მეძახის შორიდან
რატომ მეძახის და მიდის.
მომეწონა,ძალიან .ასე გააგრძელეთ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
ყ ვ ა ვ ი ლ ი
ყვავილი ქარში,ყვავილი მთაში,ყვავილი წვიმაში,ავდარში,დარში...ყვავილი თოვლზე,ყვავილი მოლზე,ყვავილი ნამიან,ცვრიან,ნესტიან ნიადაგზე.ყვავილი ძეობაზე,დედოფლის თმაზე,ყვავილი ნახატზე,ქაღალდზე,ცაცრციან დაფაზე,ასფალტზე,ქვაზე,ყვავილი პაემანზე.ყვავილი აკაციის,ნუშის და ატმის,ყვავილი ცაცხვის, ასკილის,ანწლის.ყვავილი ბევრი...ყველგან,ყოველთვის,ბაღში, ლარნაკში,ქუჩაში,ბაზარში...
ყვავილი ქალებს,ცრემლიან თვალებს...მუდამ ყვავილი აქაც და იქაც...ყვავილი ბაქანზე,პირველ პაემანზე და ბოლო ნახვაზე...ყვავილი საფლავზე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
სამწუხაროა, ჩემი ნაქარგები როგორ დავდო? ძალიან მიყვარს ქარგვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
სამწუხაროა, ჩემი ნაქარგები როგორ დავდო? ძალიან მიყვარს ქარგვა
>>> არ დაიზარო...გადაუღე სურათები და დადე აქ :) ძალიან მაინტერესებს ;)და ალბათ ყველას მოეწონება...ამ დგეებში ჩემს ნახატებს დავდებ:)

ასე რომ, მეზობლებო...... წარმოგვიდგინეთ თქვენი შემოქმედების ნაყოფი....

:) და გავხალისდებით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Jun 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიშველეთ,ძალიან მინდა ჩემი ნახატების დადება,მაგრამ არ გამომდის:(,იქნებ ამიხსნათ,როგორ მოვიქცე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
lelka7 წერს:
მიშველეთ,ძალიან მინდა ჩემი ნახატების დადება,მაგრამ არ გამომდის:(,იქნებ ამიხსნათ,როგორ მოვიქცე?
სკანირება გაუკეტე ნახატებს და საიტზე ატვირთე :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ გავგიჟდები,გამაგიჟებს შენზე ფიქრები...და თუ ავტირდი ისევ შენთვის დავღვრი ჩემს ცრემლებს...
თუ გავიცინებ,ეს იმიტომ რომ შენ გამახარებ,მაგრამ იცოდე,გაცინება გადამავიწყე...
თუ ჩავფიქრდები,ჩაფიქრების მიზეზი შენ ხარ,ჩაფიქრებულმა თუ გავიღიმე,შენ გიოცნებე...
და თუ თვალები ჩაფიქრებულს ამევსო ცრემლით,ეს იმითომ რომ რეალობას ნათლად შევხედე...
მე თუ მარტო ვარ,მარტოობის მიზეზიც შენ ხარ,შეგვეძლო ერთად გვეოცნება ლამაზ ფერებზე...
ეხლა კი მარტოს ოცნებობის მეტი რა გზა მაქვს,ოცნებას კაცი არ მოუკლავს,მეც ვიოცნებებ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
დილამ ჩაიხედა სულში,
ღამის მოლოდინში ვკვდები.
ფიფქებად სიყვარული თოვს და
მე კი ისევ მარტო ვრჩები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
"ამ საოცრად წყნარ ღამეს ფიქრი უკითხავად ამბობს:მენატრები...ღრუბლებში ჩნდება წარსულის მოგონება...მენატრები...გაზაფხული დარდობს უშენობას და ყვავილებს მათოვს,მზეც აღარ მათბობს,ვბრაზობ_მენატრები...მიყვარხარ...გჯავრობ.ეხლა ვარ მარტო...მენატრები!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
*********
გათენებისას შენზე ვიფიქრებ,
სხვისთვის ვერ დავთმობ ვერცერთ ლამაზ წამს.
შენზე ოცნებით გამოვიღვიძებ,
მაგ ლამაზ თვალებს არვის გავატან.
გათენებისას ისევ გინატრებ,
მომენატრები კიდევ ძალიან,
ჩემმა ჩურჩულმა თუ შეგაწუხოს
მითხარი,_წადი არა მცალია.
გათენებისას შევალ ტაძარში,
და თავს დავუხრი სალოცავ ხატებს.
გულით დაგლოცავ ღმერთმა იცოდეს
და მხოლოდ შენთვის ავანთებ სანთელს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Jul 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეგ ძლიერი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრზნობ უმალ .....

თუ მოგენატრები, რომელიმე ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და ფრესკად გცეული სახიდან უნდა ამოიკითხო ხატება ჩემი სულისა.....

თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე.....

თუ მოგენატრები, აანთე სანთლები და მის მკრთალ შუქზე მებაასე, სული ჩემი უეჭველად მოვა შენთან.

თუ ძალიან, ძალიან მოგენატრები,მაგრამ საკითხავი იცი რა არის? მოგენატრები თუკი ოდესმე.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ცრემლები ისევ შენს გამო
ირგვლივ სიჩუმეა,ქარი სიჯიუტით ფოთლებს აშრიალებს,
წვიმა წამოვა და დამისველებს,შენს ლამაზ თვალებს.
ჩუმი სიყვარული გულში ამენთო და გამაწვალებს,
ვიცი რომ მე ის არასოდეს არ შემიყვარებს.

ნუთუ საღამოთი ყოველ ფიქრებს ცრემლი მოყვება,
ნუთუ ყოველ ღამეს შენი სახე მომენატრება.
ეს ტანჯვა დარდი,ეს უიღბლო სულის კვეთება,
ვიცი ისევ გულს ცეცხლის ალი მოეკიდება.

დაე,სამუდამოდ ვიყვე ცხოვრებაში შენზე დატანჯული.
დაე,ყოველ ღამეს ცრემლი ვღვარო შენზედ განწირული.
სევდიან ფიქრებს გაყოლია მუდამ ჩემი გული,
მაინც არასდროს გაქრება,ეს ტანჯული სიყვარული.

ირგვლივ სიჩუმეა,ქარი სიჯიუტით,ფოთლებს აშრიალებს,
წვიმა წამოვა და დამისველებს შენს ცისფერ თვალებს,
ჩუმი სიყვარული გულში ამენთო და გამაწვალებს,
ვიცი რომ მე ის აღარასდროს არ შემიყვარებს.

ვიცი რომ ჩემს გულში ღრმად მოიკიდეს ტანჯვის ფესვებმა,
ვიცი რომ ისევ იწყეს აყვავება გულის დარდებმა.
ჩემი წამწამები დაასველეს უკვდავ ცრემლებმა?
მაინც არ ისმინა ღმერთმა ჩემი ჩუმი ვედრება.

მთვარიან ღამეს ძლიერ ანათებენ გარეთკელაპტრები,
სევდიან ღამეს ფიქრებში გართულს ისევ მენატრები.
ცრემლიან თვალებს ნელა დავხუჭავ,მე შენ მესიზმრები,
შენ რომ იცოდე ჩემზე ძალიან არვის ეყვარები.

რადგანაც გულში მაინც სიყვარულის სიჩუმე სუფევს,
ჯიუტი ქარი ნაზად ხის ტოტებს ყოველთვის არხევს.
ჩემი ცრემლები ტირის და ეძებს მაგ შენს ნაკვალევს,
ბავშვივით ვტირი ჩემი ცრემლები ფეხდაფეხ დაგზდევს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ქალი
ზღვის ნაპირას იჯდა ქალი მომტირალი,
სიყვარულითგული ჰქონდა დაბოღმილი.
იჯდა როგორც ფერიების დედოფალი,
თმა გაშლილი,სახე მკრთალი მომღიმარი.

დახრილი აქვს თავი მყისვე მისცა ფიქრებს,
გაინრიდა ირგვლივ თითქოს არე-მარე.
ცელქი სიო ლაღად ტალღებს ათამაშებს,
ვინ დასწყვიტა გული ნეტავ ასე მწარედ.

ზღვის ნაპირას იჯდა ქალი სევდიანი,
შეჰყურებდა თითქოს ტალღებს ნამტირალი.
ქალია თუ ქალ ღმერთია ლერწმის ტანით,
ქანდაკება არის თითქოს ნაღვლიანი.

ქალის ცოდვით ამოვარდა ქარიშხალი,
თითქოს სული ებრძოლება მაცდურ ეშმაკს.
ნაბრძოლები,დაღლილი და ნაწამები,
მიესვენა როგორც მკვდარი იქვე დიდხანს.

უცებ ირგვლივ გაინრიდა ყველაფერი,
ჩადგა ქარიც და გაყუჩდა არე-მარე.
ქალის სახეს მაინც არ აქვს ის ელფერი,
ის ეშხი და ის იერი მოელვარე.

ზღვის ტალღებზე თამაშობენ თოლიები,
ცხელ ქვიშაზე ვიღაც მკაცრად მოაბიჯებს.
პატიებას სთხოვდა თეთრი გვირილებით,
სანუგეშოთ ეძებს მისთვის ლამაზ სიტყვებს.

და ამაოდ დადხანს იდგნენ ჩუმად ორნი,
სული ბორგავს ხეებს იქით დაჰქრის ქარი.
და ბაგეებს შორის ქრება ის ღიმილი,
საუკუნოდ გულშიმარად ჩაფერფლილი.

ვერ ასწყვიტა იმ სიტყვებმა ბორკილები,
ხელში შერჩა სიყვარულის გვირილები.
დამნაშავედ იგრძნო,თავი დაეხარა,
ჩქარი მძიმე ნაბიჯებით წავიდა და გაეცალა

და კვლავ იჯდა დითხანს ქალი ზღვის ნაპირას,
ნაღვლიანი თვალებიდან ცრემლი ღვარა.
ხელში ისევ ათამაშებს იმ ცხელ ქვიშას,
ფიქრები და ოცნებები ქარს მისცა და გაატანა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 250 posts ] 
ფორუმელთა შემოქმედება.
დესპანი