|
GAGA გეთანხმები... თუმცა ძალიან მეზარება ხოლმე პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ სულ ცოტას დავწერ მეც, და გულს მოვიფხან, როგორც იტყვიან ხოლმე .............. ზვიადის არსაიდან მხარდაჭერა არ ქონდა იმ პერიოდში, მოღალატეების გარშემო იყო, უღალატეს და გაყიდეს,არც აცალეს პოლიტიკოსობა, ბუშმა ისიც თქვა ზვიადზე, რომ იგი ერთადერთი პრეზიდენტი იყო მსოფლიოში რომელიც მასონების გაერთიანებაში არ იყო ,უდიდესი პიროვნება და სამშობლოს მოყვარული ადამიანია, არსებობს ისეთი დეტალები , რომლებიც საზოგადოებამ არ იცის და მიკერძოება რომ არ გამომივიდეს ზვიადიზე საუბარს აქ გავაჩერევბ. ესენი რომ ხტუნაობენ გონიათ რომ მაგარი პოლიტიკოსები გამოდგნენ, ყველანი უსუსურები არიან და პოლიტიკის არაფერი არ ესმით. შევარდნაძემ გადააბარა სააკაშვილს მთავრობა და სჯერათ რომ ვარდების რევოლუცია მოახდინეს, ამაში ახლადახალა ვრწმუნდები , რომ უნიკალურად დადგმული სპეკტაკლი იყო... ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და დიდი ერები, როგორც უნდა ისე გვმართავენ... ესენიც მსოფლიოს ძახილს მიჰყვებიანს, ჩვენ რომ ძლიერი პოლიტიკოსები და ნამდვილი ეროვნული მამულიშვილები გვყავდეს , დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებადი კი არა განვითარებულზე განვითარებული იქნება...და მსოფილოს მმართველი ქვეყნების გვერდით ღირსეულად დადგებოდა, ამისთვის აბსოლუტურად ყველანაირი პირობა და ამოუწურავი რესურსი გვაქვს. აქ ნახსენები თითქოს საქართველოში კორუფციას კარგად ებრძვიან, ხალხო ,. რას ამბობთ, მე სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობ და კარგად ვხედავ ამ მთავრობის ხარვეზებს ... კორუფციას ებრძვიანო, არ დაიჯეროთ . ახლა სხვანაირად ღვლეპავენ ხალხს, უკაცრავად და მათზე გული მერევა, ისეთი კატეგორიაა დღეს პარლამენტში , მათზე საუბარიც კი მზარავს, მათი სუსტი პოლიტიკოსობა და სხვისი კამათლის გორებ\ა ყველაფერში ჩანს, კომუნისტებს 70 წლიანი მართველობა თავზე დაემხოთ და ამათ უარესი ელით... ის რაც შეიძლება, რომ სახელმწიფომ თვითონ მართოს ან საქართველოს კუთვნილება იყოს ისევ ყველაფერი გაყიდულია, თითქოს დებილი ხალხი ვიყოთ, ისეთ სტრადეგიულ ობიექტებს ყიდიან , რომ ამას გონებაჩლუნგის მეტი არავინ გააკეთებდა, ან სხვანაირად ვერ იფიქრებ თუ არა იმას რომ მთლიანად დაგვანაწევრეს და ამერიკას და რუსეთს გადაგვცეს, ასე მარტივად, ეკონომიკური ბერკეტები ხელში ჩაუგდეს და გინდა სამხედრო გააძლიერე და რაც გინდა ის გააკეთე, რაღადროს ბრძოლის ველზე იარაღით და ტანქით გასვლაა, 21-ე საუკუნეა . ყველაზე უარესი კიდევ ის ხდება, რომ ახლახანს გამოაცხადეს , რომ თურმე ევროპაში იცვევენ სამუშაოდ 150 000 ქართველს, აქედან ნათლად ჩანს, რომ ძალიან უნდათ გაგვასაცოდავონ, რა კარგიაო ტაშს დაუკრავს ვინმე, კარგი კი არა უბედურებაა, იაფი მუშა ხელი ნახეს საქართველო, ამათაც ეს უნდათ.. დაგჩაგრონ ,გაგანადგურონ, არ მოგცენ განვითარების საშვალება და მათი უვარგისი პროდუქციის გამსაღებლად იქნები მუდამ... რამდენიმე ადამიანის გამრუდებულ აზროვნებას ეწირება მთელი ქვეყანა.. მაგრამ ეს ღვთისგან მოვლენილი განსაცდელია და იმედია გავძლიერდებით ისევ... სანამ ნერვები მიმტყუნებს ამათზე საუბარს ჯობია თავი დავანებო, თორემ ყველაფერი დეტალურად არის განსახილველი, რისი სურვილის არ მაქვს არანაირად.. ღირდნენ მაინც სასაუბროდ. ცოტა აგრესიული წერილი გამოვიდა, მაპატიეთ :smilie:
|