ეს ჩამონათვალი ჩამოყალიბებულია ROGER DARLINGTON მიერ და ჰქვია
როგორ ვიყოთ ბედნიერი* ჯანმრთელობა;
* იცხოვრე იმ ადამიანთან ერთად, ვინც გიყვარს და აფასებ და ვისაც შენდამი იგივე გრძნობები გააჩნია;
* გააჩინე შვილი;
* იყოლიე კატა ან ძაღლი;
* იქონიე ახლო კონტაქტი ნათესავებთან და მეგობრებთან;
* ხშირად გაიღიმე;
* ხშირად იცინე;
* თქვი რასაც გულისხმობ და იგულისხმე ის, რასაც ამბობ;
* იყავი ზრდილობიანად მტკიცე - ყოველთვის თქვი რას გრძნობ და ახსენი რა გინდა, რადგან ამხანაგები და კოლეგები თქვენს აზრებს-ფიქრებს ვერ კითხულობენ;
* ხშირად შეაქე სხვები;
* ხშირად გაუკეთე საჩუქრები მეგობრებს;
* სიკეთე გააკეთე ანონიმურად;
* დაბადების დღის ან ახალი წლის წინ ჩამოწერე საჩუქრების სია და მიეცი ახლობლებს, რათა არასასურველმა საჩუქარმა გუნება არ გაგიფუჭოთ;
* ფული დახარჯე იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებ;
* ნუ გაასესხებ და ნუ ისესხებ ფულს;
* ნუ ითამაშებ აზარტულ თამაშებს ფულზე;
* დაეხმარე საქველმოქმედო ორგანიზაციებს;
* შენი შესაძლებლობების ფარგლებში იხმარე ყველაზე ძვირი სუნამო;
* იყავი ახლოს ბუნებასთან;
* იკითხე კარგი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები;
* მოუსმინე სასიამოვნო მუსიკას;
* წადი კინოთეატრში კარგი ფილმის სანახავად;
* გაუკეთე საკუთარ თავს პატარა საჩუქრები - ყვავილები, შოკოლადი, CD...
* განვითარდი გონებრივად - იარე რაიმე კურსებზე;
* განვითარდი გეოგრაფიულად - მოინახულე ადგილები სადაც არასდროს ყოფილხარ;
* გააკეთე რამე ისეთი რაც არასოდეს გაგიკეთებია - მაგალითად პარაშუტით ხტომა;
* აწარმოე დღიური;
* გადაიღე ბევრი ფოტოები;
* იქონიე პოლიტიკური ხედვა;
* იყავი რელიგიური (აქვე თავად აღნიშნა, რომ არაა რელიგიური

)
* თუ თავს ცუდად გრძნობ, გაიხსენე, რომ შეიძლება ყველაფერი უარესად ყოფილიყო;
* არა აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, დაგეგმე რას გააკეთებ პენსიაზე გასვლის შემდეგ;
* დაწერე ანდერძი
ბოლოს კი დასძენს, რომ თუ შენ ყველაფერი ეს შეასრულე და მაინც არ ხარ ბედნიერი, მაშინ შენ ხარ უცხოპლანეტელი და წადი დაბრუნდი შენს პლანეტაზეო.

ზოგი პუნქტი შეიძლება საკამათო იყოს, ისევ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრებები და სულაც არაა სავალდებულო სწორი იყოს. დაწერეთ სად ეთანხმებით და სად არა
