↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბოლო დროს გაჩენილი პატარა არეულობის გამო ფორუმში შეიქმნა მცირე კონფლიქტი და ამასთან დაკავშირებით დესპანის ადმინისტრაცია აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას :ce::

პირველ რიგში მინდა გთხოვოთ საწყენად არ მიიღოთ რასაც აქ დავწერ.

გთხოვთ მოვეშვათ პახაბნი თემების გახსნას, მიუხედავ იმის რომ ნამდვილად მესმის თქვენი მიდგომა რომ შეიქმნას "არარსებული პერსონაჟები" იმისათვის რომ ფორუმს შეემატოს მრავალფეროვნება, მაინც გთხოვთ ზომიერება შევინარჩუნოთ , გაითვალისწინეთ , რომ აქ ბევრი ბავში შემოდის სხვა თუ არაფერი, ეგ იმას არ ნიშნავს თავიდან ბოლომდე ჩავბნელდეთ , მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს,
ასევე ძალიან გთხოვთ არ წაუშალოთ და არ გადაუადგილოთ მოდერატორებს თავისი დალაგებული ტოპიკები და თემები, თუ რამე არ ხვდება თვალს და ფიქრობთ სხვანარად უკეთესი იქნება გახსენით თემა მოდერატორების კუთხეში და ერთად ვისაუბროთ.
ამჟამად კი ყველას ძალიან სერიოზული როლი გვაკისრია და ჩვენი მოქმედება და საქციელი უნდა იყოს მრავალჯერ აწონილი,ნამდვილად არ მინდა ეს ყველაფერი ორატორობას დაემსგავსოს , გთხოვთ სწორად გამიგოთ.
ასევე მე არ მივცემ თავს უფლებას ბრძანებლობაში გამომივიდეს ეს ყველაფერი, აქ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ვეცადოთ შევინარჩუნოთ ზომიერება და შევაცადოთ მაქსიმალურად დადებითი, მხიარული და სასიამოვნო ატმოსფერო შევინარჩუნოთ ფორუმზე,
ამასთან ერთად მინდა ჩვენთან იყოს ერთსულოვნება და გადაწყვეტილებებიც მაქედან გამომდინარე მოხდეს, თუ უმრავლესობა მოისურვებს მარიამ ის ტიტული გლობალ მოდერატორობიდან ჩვეულებრ მოდერატორობაზე შეიცვალოს მაშინ მასეც იქნება, (თუმცა როგორც ირკვევა და მე მაგაზე ვმუშაობ რომ გამოვასწორო ეს პატარა ხარვეზი ) ამჟამად გლობალ მოდერატორს და ჩვეულებრივ მოდერატორს ერთი და იგივე პრივილეგიები აქვთ,ამიტომ მარიამის ტიტულის შეცვლასაც არანაირი ტექნიკური მნიშვნელობა არ ექნება,მაგრამ რომ გაბალანსდეს ფორუმზე სამეგობრო ატმოსფერო ალბათ მასე აჯობებს, რათმქაუნდა თუკი უმრავლესობა მასე გადაწყვიტავს, მგონი გაიხსნა მაგისთვის გამოკითხვაც.რაც არ უნდ იყოს მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თითოეული თქვენთაგანის მიმართ და ამიტომ ძალიან გთხოვთ ერთმანეთის მიმართ იყავით მეგობრულები და ნუ იქნება კბენა , და ასე შემდეგ .. მოდერატორების მოქმედებებს სისტემა იმახსოვრებს და ამიტომ გთოხვთ გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები :
არ წაუშალოთ პოსტები,
არ შეაგინოთ, არ ესროლოთ უთოები, გირები, ქვები და ასეთი მძიმე საგნები ერთმანეთს .
და რაც ყველაზე მთავარია თუ საქმის გარჩევამდე მივა სიტუაცია ეცადეთ ყველაფერი მოდერატორების კუთხეს არ გაცდეს
ძალიან მალე მოდერატორებს გიმზადებთ ძალიან კარგ და უცხო სიუპრიზს (ვიცი სიურპრიზების სია გამეზარდა , მაგრამ რავქნა დროის სიმცირის გამო უფრო სწრაფაც ვერ ხერხდება ჯერჯერობით , ამიტომ ნელნელა ვამატებ სიურპრიზებს) ამიტომაც მინდა გთხოვოთ რომ თუკი თქვენ დამეხმარებით და ერთად გაუძღვებთ ფორუმს მეც უფრო მეტი დრო დამრჩება ყველა სიუპრიზი რაც შეიძლება მალე გამოვუშვა დესპანზე, არადა ძალიან ბევრი სასიამოვნო და კარგი რამე გელით .რამოდენიმე მათ შორის უკვე იცით .
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ყველას იმისათვის რომ გვერდში უდგახართ დესპანს .
პატივისცემით
ლეონარდო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
:bw:არ შეაგინოთ, არ ესროლოთ უთოები, გირები, ქვები და ასეთი მძიმე საგნები ერთმანეთს .>>>ეს ძალიან მაგარი იყო lol lol lol lol lol

ყურადღებით გადავიკითხე და მზად ვარ დესპანს ბოლომდე ვედგე მხარში, ვიდრე საჭირო ვიქნები ;) და არავინ მეტყვის აბა აიღე გუდა-ნაბადი ხელში და და გადი პენსიაზეო lol lol lol lol

მიხარია, რომ ადმინისტრაციამ უყურადღებოდ არ დატოვა ეს პაწია გაუგებრობა და ვფიქრობ, კონფლიქტი ლოიალურად დარეგულირების საწყისებზეა ...

მარიამ, ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი >>>>>>>>>>>> :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
უჰ რა გამეხარდა :) კიზიბი კარგი გოგო ხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
maia წერს:
უჰ რა გამეხარდა :) კიზიბი კარგი გოგო ხარ
:cp: მაია, დიდი მადლობა :-*

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
ძალიანაც კარგი, მე მზად ვარ "გლობალის" ტიტულის მოსაშორებლად. ოღონდაც საჭიროება იტხოვს "ფორუმის შესახებ" ში გაიხსნას მოკლე მიმოხილვა თუ რა პრინციპზეა აგებული ფორუმი (დემოკრატიული ფორუმი) რა არის მოდერატორი და ურთიერთობის რა ფორმა არის ჩამოსაყალიბებელი ფორუმის მომხმარებელსა და მოდერატორს შორის, ტექსტის შინაარსი არ არის ჩემი აზროვნების შედეგი,ან არ ემსახურება ახალი ველოს გამოგონებას, ეს არის წესი რომელიც ყველა ნორმალურ ფორუმზე დომინირებს დღესდღეისობით.
იმისათვის რომ მარტო "ხმა მღაღადებლისა შინა" არ დარჩეს ფორუმის შესახებში აწგასახსნელი ახალი ტოპიკი, ადმინისტრაციას ვთხოვ, მოდერებს ჰქონდეთ თავიან განყოფილებებში ტექსტების ჩასწორების უფლება.
მოდერატორი მაია,არის ის მოდერთა შორის ის ერთადერთი მოდერატორი,რომელიც ყველა მოსულს თბილად ხვდება და თუ იუზერი სხვას არ აყენებს შეურაცხყოფას არ ეწევა უხამსი საქციელების პროპაგანდას მის თემებს ღებულობს ასეთი პრინციპით "Take It Easy" რაც მოდერისთვის აუცილებელი თვისებაა.
მიმაჩნია რომ არ არის მართებული სხვა მოდერები მართავდეს განყოფილებებს სადაც მაია მოდერობს.
მოკლედ ყველა მოდერს ჰქონდეს თავიანთ განყოფილებეში მართვის ფუნქცია, რაც შეეხება გლობალ მოდერატორს, გამოკითხვა არი იყი სახელობითი და ვერ იქნება ობიექტური, თუმც თუ უკვე ფორუმი მზად არის ამ ტიტულის გასაუქმებლად, მე არ მაქვს პრობლემა.. ჯერჯერობით კი მსურ "ფორუმის შესახებ" ში მქონდეს ჩართული ფუქნცია რადგან არცერთი ფორუმელი,არ იყოს გარიყული და "ზანგი" ძირითადი მასისთვის.
ორიოდე სიტყვა "პახაბნი" თემებზე.. ის რაც ჩემმა ფსევდონიკებმა გამოიწვია, არცერთი ფორუმი არ არის დაზღვეული ასეთი ნიკების არსებობისგან,თუ ფორუმი განვითარდა, თავადვე დარწმუნდებით რომ არსებობს უარესი პახაბნი თემების გამხსნელი ფორუმელები, იმედია როცა ისინი შემოვლენ ფორუმზე, არ არტყდება ისეთი კივილი როგორც მ.75-ის თემებს მოყვა, რადგან როცა ადამიანი ცდება თავის პირად ცხოვრებაში, არ აქვს კომპლექსი რომ ეს ყველაფერი ღიად წეროს, საჭიროა მოდერატორების მიერ დიდაქტიკური მიდგომა და არა წოდებებბი "ოხ ეს მსუბუქი ყოფაქცევაა"
მოკლედ მე არ ვწყვეთ ჯერჯერობით მუშაობას, იმისთვის რომ ყველამ იგრძნოს აქ თავი ,თავისუფლად და როგორც ფორუმელმა, თუ მომდევნო ჩემი მოქმედებანი მიუღებელი იქნება ფორუმისთვის, ადმინისტრაციისთვის, აგერ ბატონო უზარმაზარი თემა და დაწერეთ.
რაც შეეხება ფორუმის დღევანდელ სახეს, კიდევ ბევრი სამუშაო ჩასატარებელი ,ფორუმელები რომ გაიხსნას ,ფორუმი იყოს ფორუმი! თუ არ შეიცვლება და და არ მიიღებს განვითარებად სახეს, როგორც ფორუმელი მე წავალ ფორუმიდან, რადგან ისეთ გარემოში სადაც არ არის დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანებს აქვთ შიში, ჩემი ხასიათი ვერ გაძლებს,როგორც ფორუმელის.

მოკლედ ასე, ვიმეორებ, ჯერჯერობით არ ვყრი ფარხმალს, თუმც ყველა შენიშვნას ვღებულობ,უშეცდომო არავინ არ არი, მაგრამ ტუკი ისეა "ერთი ,ორი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს" ადიოს............

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
test

youtube.com/watch?v=Ci6XxYsnqlw

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
test Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Nov 2006
Posts107
კარმა51
OFFLINEPROFILE
KiZiBi როგორხარ სად ხარ დაკარგული დიდი ხანია ვერც სკაიპში ვერ გნახე=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
lika wrote:
ციტატა:
KiZiBi როგორხარ სად ხარ დაკარგული დიდი ხანია ვერც სკაიპში ვერ გნახე=sher=

ეგ წერილი კიზიბიმ 1 წლის და 4 თვის წინ დაწერა =haa= =haa= =haa= =haa= =haa=
ისე აქ არის

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Nov 2006
Posts107
კარმა51
OFFLINEPROFILE
უი დროს არ შემიხრდავს=oops= =fiqri= =au =bw :DD :DD =tat =tat =haa=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10 posts ] 
დესპანი