თემაში, სადაც გამოვთქვამდით ჩვენს აზრს უცხოელებზე, დაისვა შეკითხვა: აბა იმათ თუ მოვწონვართ ჩვენო.
მეც გამიჩნდა ეს კითხვა. მეტ-ნაკლებად ალბათ ყველა ჩვენგანი შეხვედრია საქართველოში ნამყოფ უცხოელს, რას ამბობენ ისინი ჩვენზე?
მე ვიცნობდი ერთ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს. ის ამბობდა, რომ არა ამერიკა, არამედ საქართველოა ნამდვილი თავისუფლების ქვეყანა. მაგრამ ამერიკული ხელფასით საქართველოში ცხოვრება ნამდვილად სამოთხე იქნება, მას კი ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ჩვეულებრივ ქართველებზე.
ჩემი მეუღლე ამბობს რომ ქართველები მეგობრულები ვართ, თუმცა ვერ გაუგია დღემდე, ქუჩაში რატომ აშტერდებოდნენ, თითქოს ეკითხებოდნენ, შენ უცხოელო რას მოთრეულხარ, რა გინდა აქო
