შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მცირე ბიზნესი, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის უმთავრესი საყრდენია, მაგრამ არასათანადო მენეჯმენტის გამო, სრულად ვერ რეალიზდება ბიზნესის ორგანიზაციის ამ ფორმის უპირატესობები. უმეტესწილად, მცირე სამეწარმეო სტრუქტურებს მათი მეპატრონეები მართავენ, რაც ყოველთვის გამართლებული არაა. ან ასე ვთქვათ, საქართველოში სამსახურზე სპეციალისტის აყვანა ხდება ჯერ კიდევ ან ნაცნობობით ან ვიღაცის ძმაკაცის ან ნათესავ-ნაცნობობის ხათრით. ასეთი მეთოდით სპეციალისტის შერჩევა განაპირობებს არაადექვატურ ორგანიზაციულ ქცევას, ხოლო არაორგანიზებული მართვა წარმოებს პრიმიტიული ფორმით. იგი ხშირად ხდება მცირე მეწარმეთა წარუმატებლობის მიზეზი.
ჩემი აზრით, მცირე ბიზნესისათვის სათანადო მენეჯმენტი ისევე აუცილებელია, როგორც საწყისი კაპიტალი, მატერიალური აქტივები და განვითარების სხვა ფაქტორები.
Re: მცირე ბიზნესის განვითარება და მენეჯმენტი#503734
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
ჩემი აზრით, თუ მცირე ბიზნესის წამოწყებას აპირებ, აუცილებლად ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე იმ სფეროში და საქმის წარმოების უნარიც უნდა გქონდეს. თუ ყველაფერზე მომსახურე პერსონალის აყვანა დაიწყე , მოგება არაფერი დარჩება, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც ძალიან გაჭირდება.
Re: მცირე ბიზნესის განვითარება და მენეჯმენტი#503736
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
:cp:აბსოლუტურად ვეთანხმები სოსოს,ვინაიდან და რადგანაც საქართველოში დღესდღეობით ძალიან დიდი ყურადღება ეკონომიკის განვითარებას ეთმობა,ამ კუთხით კი კიდევ ბევრია შესაცვლელი,მცირე ბიზნესისი განვითარებაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია,მაგრამ შეფერხებები მის განვითარებაში სწორედ რომ არასრულყოფილი ორგანიზატორული ცოდნის ბრალია.......მართევნ და არ აქვთ საჭირო ცოდნა,აი ეს ღუპავს მცირე ბიზნესს!!!(თუმცა კიდევ ბევრი მიზეზია ამის გარდა)....სოსო რავა ხარ ისე?აი როცა ჩამოვალ,მერე უფრო გრძელ_გრძელ რაღაცებს დავწერ :cd:დროებით......