ბასიანის ბრძოლა 1203 წელიმასალა ამოღებულია
თურქული წყაროებიდან.
თამარ მეფე
სელჯუკთა სულთანმა რუქნადინმა საქართველოს დასაპყრობად მოკავშირეებისგან შეკრიბა 400 ათასიანი არმია. კუალიცია შედგებოდა სელჯუკების, სირიის, ალბანეთის, ასევე მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების, საბერძნეთისა და ბულგარეთის მეომრებისაგან.
რუქნადინმა იცოდა რა რომ თამარი ვერ გამოიყვანდა 100 ათასზე მეტ ამალას, დარწმუნებული იყო რომ ქართველები გამაგრდებოდნენ ძნელად ასაღებ ციხესიმაგრეებში და ამიტომაც მის ჯარს აძლიერებდა შენობებისა და ციხესიმაგრეების სანგრევი იმდროინდელი ტეხნიკაც.
1203 წელს თამარს ეახლა რუქნადინის დესპანი რომელმაც მოკლედ მოუყვა თავიანთი უძლეველი ჯარის შესახებ და გადასცა სულთანის მოთხოვნა: თამარს უნდა ეღიარებინა ისლამი, გადაეხადა ყოველწლიური ხარკი და საქართველო უნდა დამორჩილებოდა სულთანის ყველა ბრძანებას.
თურქული წყაროებით ერთერთმა გავლენიანმა მხედარმთავარმა "ვინმე" მხარგძელმა რუქნადინის დესპანი ამ სიტყვების გამო სასტიკად ცემა

რამაც გამოიწვია თამარის აღშფოთება. თამარს დაუსაჩუქრებია დესპანი ურიცხვი ოქროთი და ისე გაუშვია, თან გაუტანებია დანაბარები, სადაც თამარი კეთილად ურჩევდა ახალგაზრდა სულთანს არ წამოსულიყო საქართველოზე თორემ დაკარგავდა მთელ თავის ჯარს. და მართლაც თამარს არამარტო ომის მოგება სჭირდებოდა არამედ ისეთი მოგება რომ აღარასოდეს არ ეფიქრა სულთანს განმეორებით ლაშქრობაზე.
თუ როგორ შეკრიბა თამარმა ჯარი ეს თურქულ წყაროებში რათქმაუნდა არაა. წყაროები გადადიან პირდაპირ ბრძოლის პერიპეტიებზე.
სულთანის უზარმაზარი არმია დაიძრა საქართველოზე, რუქნადინის ყველა ფაშა დარწმუნებული იყო რომ ქართველები არ გამოვიდოდნენ და არ მიიღებდნენ ბრძოლას პირდაპირ, სჯეროდათ რომ გამაგრდებოდნენ ციხესიმაგრეებში. ამიტომაც მზად იყვნენ ყველანაირად როგორც შენობა-ნაგებობების დასანგრევად ასევე ხანგრძლივი ალყისათვის. წყაროები ამბობენ რომ რუქნადინი ფიქრობდა მხოლოდ ერთზე, თუ რამდენ ხანს დასჭირდებოდა ალყა და ოცნებობდა რომ ბრძოლა მალე დამთავრებულიყო და სასტიკად დაესაჯა "ურჩი გურჯების დედოფალი".
თამარმა დალოცა თავისი ლაშქარი რომელსაც მხედრმთავრობდა თამარის მეუღლე დავით სოსლანი. ასევე ახალგაზრდა, ლამაზი და უნიჭიერესი ადამიანი.
დავით სოსლანი:

დალოცა თამარმა თავისი ჯარი და თითონ წმინდა ნინოს ჯვრით ხელში ფეხშიშველი სალოცავად ოძრახისაკენ წავიდა.
და ია ბასიანი, ეს ველი პირადად მე ნანახი მაქ, სამწუხაროდ ეხლა თურქეთის ტერიტორიაზეა ქალაქ ერზრუმთან ახლოს, ველი სადაც ქართველებმა მოიპოვეს უდიდესი გამარჯვება. სოსლანმა წინასწარ აირჩია ეს ველი ბრძოლის მისაღებად რადგანაც თითონ ეს ადგილი დღესაც დიდი გორაკივითაა, შემაღლებულია. როგორც შემდგომ ირკვევა სოსლანმა ეს ადგილი მოულოდნელობის ეფეკტისათვის აირჩია, ანუ მშვიდ დაწყნარებულ რუქნადინის ჯარს მოულოდნელად თავზე წამოადგა.

პირისპირ დადგა 400 ათასიანი სელჯუკთა ჯარი და 90 ათასიანი ქართველთა ჯარი.
ყველაზე საინტერესო კი შემდეგ განვითარდა, თურქული წყაროები "ბრალს გვდებენ"

ამბობენ რომ, ქართველებმა ეშმაკობით მოგვიგესო და აღწერილია ეს ეშმაკობები, თუმცა ეს რათქმაუნდა დავით სოსლანის უაღრესად დიდი სტრატეგიული ნიჭია და არა ეშმაკობა.
მოკლედ სოსლანმა მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება: ფლანგებზე ცხენოსნები განალაგა, ცენტრში მხარგრძელის მეთაურობით პირველი მოიერიშე ჯგუფი. გაყო თავისი ლაშქარი და უბრძანა შეტევა. მართლაც თავხედური გეგმაა

400 ათასიან ჯარს 90 ათასით და ისიც ნახევარი ძალით შეუტიო

hmy:

ეს მართლაც მოულოდნელი იყო რუქნადინისთვის მაგრამ მოულოდნელობა ამით არ დასრულებულა. უფრო თავხედური ქმედება ის იყო რომ ეს გამოყოფილი ნაწილი კიდევ უფრო გაიყო.

))

ფლანგებიდან ცხენოსნებმა შეუტიეს ცენტრიდან კი მხარგრძელმა რომელსაც ხევსურეთის მეომრები ჰყავდა. ეს იმით მტკიცდება, რომ თურქული წყაროები ამბობენ, შეტაკებისას უეცრად თეთრი კვამლი გაჩნდაო, და ესეთი ხელსაწყო იმ დროს საქართველოში მხოლოდ ხევსურებს გააჩნდათ. დაბნეულმა და გაოგნებულმა სელჯუკებმა უკან დაიხიეს პირველმა დარტყმამ დიდი ზიანი მიაყენა კუალიციას.

თუმცა რუქნადინის არაერთმა თავგანწირულმა მცდელობამ საბოლოოდ ნაყოფი გამოიღო და მოხერხდა მისი ჯარის კონსოლიდაცია და რაღაც მომენტში უპირატესობის მოპოვებაც კი.

და ამ დროს დავით სოსლანმა ისევ დროული და ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო. ბრძოლაში ჩაება ქართველთა ჯარის ძირითადი ძალა, სოსლანის მეთაურობით.

და ისევ ყველაზე დიდი მოულოდნელობა, ყველაზე დიდი გამბედაობა, ყველაზე დიდი "სითავხედე" შეტევისას ქართული ჯარი მოულოდნელად ისევ იყოფა მაგრამ ეხლა გვერდებიდან შეტევის ნაცვლად დავითმა მსოფლიოს ომების ისტორიაში დღემდე უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, მან გადაწყვიტა ალყა შემოერტყა კუალიციისათვის.

გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდევაც

ბრძოლა გვიან ღამემდე გაგრძელებულა, გრძელდებოდა ასე:

რამოდენიმეჯერ სცადა დავითმა მიჭროდა რუქნადინს და დაესჯა სამაგალითოდ მაგრამ მას ყოველთვის ეფარებოდნენ სელჯუკთა ფაშები, თითქმის ვერც ერთი ფაშა ვერ გადარჩა ცოცხალი. დიდი ნაწილი დაიღუპა ბრძოლაში, გადარჩენილები კი ტყვეთ ჩავარდნენ რომელთა შემდგომი ბედი უცნობია

თავად რუქნადინმა მოახერხა გაგცევა. რახან რუქნადინი გაიქცა მისი ჯარი უნდა განადგურებულიყო რომ აღარასოდეს შეკრებილიყო და ბასიანზე მალე ასეთი სურათი იყო:

ბრძოლა გრძელდებოდა მანამ სანამ ბასიანზე ასეთი სუარათი არ დარჩა:

ეს იყო უდიდესი გამარჯვება საქართველოს ისტორიაში. თავისი არსითა და შინაარსით ეს გამარჯვება დიდგორის ტოლფასია, სტრატეგიული თვალსაზრისითაც კი არამც თუ არ ჩამოუვარდება დიდგორს არამედ შეილება ითქვას აღემატება კიდეც.