↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ცოტა მძიმე თემაა,თუმცა დარწმუნებული ვარ ყველას გიფიქრიათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
კი მიფიქრია, გულზე დავიწყობ ხელებს და დამთავრდა.იმას იქით არარაობაა. მე არ მჯერა სულების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მე კი ძალიან მჯერა და ამქვეყნიური ცხოვრება მიმაჩნია დროებითად. ხორცი ადამიანი არაა მხოლოდ ან როგორ შეიძლება იმის გაფიქრებაც კი რომ ეს ასეა.
აი მაგალითად რომ დავაკვირდეთ გარდაცვლილ ადამიანს, მას ყველა ორგანო ადგილზე აქვს, სისხლიც აქვს მაშ რა არის ის რამაც ამ ორგანოებს აამუშავებს? რა დაკარგა ადამიანმა თუ ხორცი და ძვალი ადგილზე აქვს და უფუნქციოა? რა არის ის საწყისი რომელიც გააკონტროლებს მის მუშაობას? რატომ უყვართ ადამიანებს? რატომ სძულთ? ეკლესიაში რატომ დადიან? მუსიკას რატომ წერენ? ხელოვნებას რატომ აფასებენ? ეს ყველაფერი ხორცის მოთხოვნილებააა? არა მგონია! მარტო ხორცი რომ ვიყვეთ საზრუნევი ერთი იქნება ამ ქვეყანაზე რომ ვჭამოთ და ვსვათ ხოლო დანარჩენს რაც ჩამოვთვალე ხორცს არ სჭირდება და არც მოაფიქრდებოდა არასოდეს ასეთი რამეები.

ადამიანი არის სული (არაფიზიკური) და ხორცი ფიზიკურის ნაყოფი. თუ ორივე ეს ადამიანშია ამას სიცოცხლე ქვია ანუ ადამიანი არსებობს ხოლო როცა ხდება სულის გაყრა ხორცთან ადამიანი განაგრძობს არსებობას სულიერი გზით რადგან ხორცი მოკვდავია და დროებითი საფარველი სულისა, ხოლო სულის სიკვდილი გამორიცხულია რადგან ის არ გახლავთ რაიმე ფიზიკური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ადამიანებში,ის რაც ამოუცნობია და იდუმალი ,რაზეც ინფორმაციის ნაკლებობაა,ყოვქლთვის ეჭვს იწვევს...სიკვდილზე ყველა ჩვენთაგანი დავფიქრებულვართ.ნეტა რა არის იქითა მხარეს?
ადამიანი სულისაგან და სხეულისაგან, ანუ სულის დროებითი ჭურჭლისგან შედგება.სული იწონის 7 გრამს.სულისა და ხორცის გაყრის შემდეგ,ანუ გარდაცვალების შემდეგ სული მაღლდება და იმკვიდრებს "სამუდამო სასუფეველს ცათა შინა".უამრავი ადამიანი, ვინც განიცადა კლინიკური სიკვდილი,იხსენებს, სინათლის გვირაბში სწრაფ გადაადგილებას, ენით აუღწერელ ლამაზ ფერებს და ბგერებს,სიმშვიდეს,ადრე გარდაცვლილ ახლობლებთან შეხვედრას და ა.შ.რაიმონდ მოუდი,იყო რეანიმატოლოგი, რომელიც 25 წლის განმავლობაშიაგროვებდა ასეთ შემთხვევებს და გამოსცა წიგნი-"სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ". მეც ბევრი ასეთი შემთხვევები ვიცი.სხვა დროს დავწერ, ახლა ძალიან მეძინება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ახლა ქრისტიანულად რას იტყვი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
გარდაცვალებისას სული განეშორება სხეულს. პირველი სამი დღე იგი იმყოფება დედამიწაზე.
მესამე დღეს (პირველი დღედ გარდაცვალების დღე ითვლება) ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან, ამის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს.
გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთს მოატარებენ.
მეორმოცე დღეს შედგება ახლად გარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში; დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩენს დროებით სამყოფელს სასუფეველში ან ჯოჯოხეთში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
კი მიფიქრია, გულზე დავიწყობ ხელებს და დამთავრდა.იმას იქით არარაობაა. მე არ მჯერა სულების.
მეც გეთანხმები,მეც ეგ მჯერა.
არ დამიწყოთ ეხლა რეებს ბოდავო:) ეგ ჩემი პირადი აზრია და შენიშვნებს არ მივიღებ.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts727
კარმა79
OFFLINEPROFILE
კველაფერს თავის დროზე გავიგებტ ხომ ასეა..ვისაც ჯერა და ვისაც არ ჯერა მოვა დრო და გავიგებტ ალბატ.=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ, ეგ ისეთი აქლემია, ყველას კარზე რომ დაიჩოქებს.და ადრე თუ გვიან ყველა გავიგებთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts972
კარმა59
OFFLINEPROFILE
ამ ბოლო დროს რატომღაც სულ სიკვდილზე ვფიქრობ...
მე ჩემი მოსაზრება მაქვს და მგონია, რომ სიკვდილის მერე არაფერი აღარ არის ანუ არ არსებობს სასუფეველი...უბრალოდ ადამიანი კვდება და მერე მიწა ჭამს...
ვიცი ბევრი შემეკამათება ჩემს მოსაზრებასთან დაკავშირებით და მეც შევეკამათებოდი ადრე ასეთი მოსაზრების ადამიანს, მაგრამ....

რისთვის იბადება ადამიანი?რა არის ჩვენი ცხოვრება?რა აზრი აქვს? რატომ ვიბადებით თუ უნდა მოვკვდეთ? ამაზე ბევრს ვფიკრობ ხოლმე და ერთ აზრამდე მივედი რომ უაზრობაა ყველაფერი, უაზრობაა სიცოცხლე....

ხშირად მინატრია სიკვდილი და ხშირად მიფიქრია თვითმკვლელობაზე... არ ვიცი ალბათ რთული პერიოდების ბრალია, მაგრამ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
არაქრისტიანულ თემას აქვს ადგილიიიიი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი

გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მეც ძალიან მიყვარს გრანელი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი

სიკვდილის შემდეგ

დადგება ზამთარი...
მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.
გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.
და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.
ჩემი კუბო იქნება სადა
და პროცესია უცრემლო.
მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.
ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.
ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.
მოვა უიმედობა.
პანაშვიდი გათავდება ქარში.
ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.
და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.
კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.
პროცესია დაიშლება.
მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.
გზაში ისაუბრებენ ჩემზე.
დაღამდება...
მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.
დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.
და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.
არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.
ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.
თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.
ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.
გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.
დადგებიან გაზაფხულის დღეები.
შეიფოთლება სასაფლაო.
კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.
ასე გაივლიან საუკუნეები.
ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.
ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.
წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.
ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.
დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.
დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.
წირვა გათავდება.
საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.
გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.
და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენაცისკენ...

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენაცისკენ...

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა,
და გაგიჟებას ველოდი ისევ,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენაცისკენ...

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენაცისკენ...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
დესპანი