bubusuna wrote:ციტატა:
ქვეყანაში , სადაც შენი პატიოსანი შრომა ჩალის ფასზე უფრო დაბალია, სადაც პატიოსნებას და ერთგულებას ფასი დაუკარგავს;სადაც ღალატის , ჩაშვების, ბოროტების ღრეობაა, სადაც ადამიანი სხვა კრიტერიუმებით ფასობს,აი ამისთანა ქვეყანაში მგელი უნდა იყო ,და მგელზე უფრო მგელი, რომ თავი გაიტანო. თორემ ერთი თუ წაბორძიკდი, ეს ბრბო ისე გადაგივლის და "გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს".ასეა ეს, და არ დაიწყოთ ზღაპრების მოყოლა, რომ ვინმემ რამე იშოვა საქართველოში პატიოსანი შრომით?! პატიოსნება რომ არ ფასობს და ყველას რომ არ შეუძლია გახდეს ის, რაც იქ ფასობს, ამიტომ ჰყავს საქართველოს ამდენი ემიგრანტი!!! მარტო დესპანი გეყოფათ ამის დასტურად!!! შვილებს მოცილებული დედები, ქმრებს მოშორებული ქალები,დანგრეული ოჯახები და კიდევ უამრავი ცუდი რამ...რატო? გგონიათ ეს ხალხი მილიონების საძებნელად არის აქ წამოსული? -არა, ელემენტარული ცხოვრების პირობები რომ შეუქმნან შვილებს და ახლობლებს.ამიტომ გახდნენ შეწირულები, შეეწირნენ თავიანთ ოჯახებს მსხვერპლად!!!თმები ყალყზე მიდგება ისეთი რამეები მესმის ემიგრანტებისგან, ღმერთმა გამძლეობა და ძალა მისცეს სუყველას! ყველა უყოყმანოდ დაბრუნდებობა თავის ოჯახებში,მათი შრომა რომ ფასობდეს საქართველოში. გადახედეთ დესპანს, უაღრესად განათლებული და ინტელექტით სავსე ადამიანებია სულ, და მერე რა???ვის სჭირდება იქ ეს??? აფერუმ ქართველო ქალებო თქვენს ქალობას და გამძლეობას!!! ყველა თქვენგანში თამარ დედოფლის და ქეთევან წამებულის სისხლია! თქვენ გენაცვალეთ!!!
აი, ასე ხდება ქვეყანაში სადაც შენი პატიოსანი შრომა გახვრეტილი შაურის ფასია!!!!
აუ ძააან იმოქმედა ამ ნაწერმა ჩემზე

აი რასაც ქვია მართლა დიდი მწუხარება ვიგრძენი და სინანული

მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ პატიოსნება მაინც დაფასდება... ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა რომ ჩინელების ეს გამოთქმა "ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო" საქართველოში უნდა გავაქარწყლოთო, და პირიქით ადამიანი ადამინიშტვის ძმა უნდა იყოსო... რა თქმა უნდა ყველა ჩვანგანის სურვილიც ესაა, მაგრამ ვაი რომ არ გამოდის...
