↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სამარხვო კერძები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 43 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მოგეხსენნებათ სულ მალე მარხვა იწყება =ko=

ხოდა აქ განვათავსოთ სამარხვო კერძების რეცეპტები (დავეხმაროთ ერთმანეთს)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
კარტოფილის ფუნთუშები (1)
1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ).

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.

მასალა:
საფუარი - 1 სუფრის კოვზი
წყალი - 0,5 ლ.
შაქრის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
სპირტი - 1 სუფრის კოვზი
მარილი ცომისთვის - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი შესაწვავად - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ზეთი ცომისთვის - 2 სუფრის კოვზი
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
კარტოფილი - 1,5 კგ.
ხახვი - 2-3 თავი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით

---------ჩემი საყვარელი საჭმელიიიიი.. შეგიძლიათ ბრინჯისა და ტარხუნის შიგთავსით მოამზადოთ .....

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Feb 2008
Posts13
კარმა1
OFFLINEPROFILE
მარხვასჰი ყველაზე საყვარელი საჭმელი შემწვრი კარტოფილია:):):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ .... შემწვარი კარტოფილი მსგეფსის დროსაც შეუდარებელიაააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
პიცა სოკოთი ან ბადრიჯნით (1)
1. ერთი ქილა (800 გ.) სოკოს კონსერვი გადაწურეთ, მოასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და გადაწურეთ თუშფალანგზე. როცა კარგად დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოშუშეთ ზეთში. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ან 1,5 კგ. ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, შეამარილეთ, გააჩერეთ ერთი საათი, გაწურეთ და ხახვთან ერთად მოშუშეთ ზეთში. შეაზავეთ მარილით და წიწაკით.

2. მაგარი, წითელი პამიდორი დაჭერით ბრტყელ ნაჭრებად (რგოლებად).

3. თითო ცალი მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა დაჭერით რგოლებად.

4. მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა დაჭერით წვრილად.

5. ზეთისხილი გაჭერით შუაში და ამოაცალეთ კურკა.

მოამზადეთ ცომი შემდეგნაირად: 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, 15 გ. საფუარი, მარილი გემოვნებით, 2 სუფრის კოვზი ზეთი აურიეთ ერთმანეთში და ცოტაოდენი წყლით მოზილეთ ცომი. კარგად შეფუთეთ და დაელოდეთ აფუებას.

ამოსული ცომი გააბრტყელეთ თუნუქის ფირფიტის ზომაზე, ზემოდან გადაუსვით წინასწარ მოშუშული პამიდორი ან ტომატი, დაჭრილ ერთ კბილ ნიორთან ერთად (ან შეგიძლიათ იხმაროთ გამზადებული შეზავებული ტომატი). შემოუწყვეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილი, ზედაპირი მოფინეთ ზეთში მოშუშული სოკოთი ან ბადრიჯნით და თანაბრად გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, შავი პილპილი და მარილი. შემოუწყვეთ ბრტყლად დაჭრილი პამიდორი და რგოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ისევ მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. ზემოდან მოასხით სამარხვო მაიონეზი (ალაგ-ალაგ) და შედგით წინასწარ გაცხელებულ ქურაში, საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად.

გამომცხვარი პიცა დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად და ცხლად მიიტანეთ სუფრაზე.

მასალა:
ფქვილი - 2,5 ჩაის ჭიქა
საფუარი - 15 გ.
ზეთი - 2 სუფრის კოვზი
ზეთი ხახვისთვის - 2-3 სუფრის კოვზი
სამარხვო მაიონეზი - 100-150 გ.
მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით
ტომატი - 2 სუფრის კოვზი
პამიდორი - 4 ცალი
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
მწვანე ხახვი - 2 ძირი
ოხრახუში, კამა - სამ-სამი ღერო

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Feb 2008
Posts13
კარმა1
OFFLINEPROFILE
მატრთალი ხარ:))) მაგარია არ მბეზრდება არასდროს...სამარხო კექსი იცი როგორ უნდა გააკეთო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
გამეხარდა რომ აქტიურობთ და ეს თემა გახსენით, სამარხვო კერძებზე ის წარმოდგენა აქვთ რომ დიატურია და არა ასუქებს, რაც არასწორია თავად მარხვა დიეტა არ არის და ამიტომ ის რკინა მაგნიუმი კალიუმი რომელიც მარხვის დროს აკლდება ორგანიზმს უნდა შევივსოთ სამარხო პროდუქტებით,სოია მაგალითად, ბანანი არის მაგნიუმის უდუდესი წყარო, კართოფილი გინდა შემწვარი გინდა მოხარშული შეიცავს ძAლიან ცოტა კალორიას, ბადრიჯანი მწვანილებში ან სუნელებში, დანდური ახალი ჭინჭარი ნიგოზით და ხახვით, ბაჯე ღომი, მჭადი,შეგიძლიათ სოკოს შილაფლავიც მოამზადოთ მე ძალიან მიყვარს, წიწიბურა,ბორში უხორცო, ახლა შემოვა ახალი მწვანილი გააკეთეთ მჟაუნას სუპი, უამრავი რამ არსებობს, მთავარია მოინდომოთ, აბა ქრისტიანებო სიმდაბლითა და სიხარულით შევეგებოთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, თუ რაიმე დაგჭირდათ(რეცეპტებთან დაკავშირებით შევეცდები მოგაწოდოთ დროულად)შენ კი ჩემო უნნა დიდი მადლობა და ერთი კარმაც ჩემგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
natiku wrote:
ციტატა:
გამეხარდა რომ აქტიურობთ და ეს თემა გახსენით, სამარხვო კერძებზე ის წარმოდგენა აქვთ რომ დიატურია და არა ასუქებს, რაც არასწორია თავად მარხვა დიეტა არ არის და ამიტომ ის რკინა მაგნიუმი კალიუმი რომელიც მარხვის დროს აკლდება ორგანიზმს უნდა შევივსოთ სამარხო პროდუქტებით,სოია მაგალითად, ბანანი არის მაგნიუმის უდუდესი წყარო, კართოფილი გინდა შემწვარი გინდა მოხარშული შეიცავს ძAლიან ცოტა კალორიას, ბადრიჯანი მწვანილებში ან სუნელებში, დანდური ახალი ჭინჭარი ნიგოზით და ხახვით, ბაჯე ღომი, მჭადი,შეგიძლიათ სოკოს შილაფლავიც მოამზადოთ მე ძალიან მიყვარს, წიწიბურა,ბორში უხორცო, ახლა შემოვა ახალი მწვანილი გააკეთეთ მჟაუნას სუპი, უამრავი რამ არსებობს, მთავარია მოინდომოთ, აბა ქრისტიანებო სიმდაბლითა და სიხარულით შევეგებოთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, თუ რაიმე დაგჭირდათ(რეცეპტებთან დაკავშირებით შევეცდები მოგაწოდოთ დროულად)შენ კი ჩემო უნნა დიდი მადლობა და ერთი კარმაც ჩემგან.

გაიხარე =ko= (მაგრამ ვიღაცამ რა თქმა უნდა წამართვა უკვე კარმა:side: :side: )

ისა და სოიოსგან დამზადებული საჭმელების რეცეპტები ხომ არ იცი?
=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
იყიდება ყუთებით(პაჩკებით) სოიო(ფარშიო აწერია), დაალბე წყალში გაწურე, გაატარე მანქანაში შეურიე ხახვი ოხრახუში,გახეხილი კართოფილი (კვერცხის მაგივრად რომ არ დაიშალოს,პილპილი მარილი, შეწვი კატლეტებივით,ადრე ვაკეთებდი კარბონარასავით, მაკარონი სამარხო და ეს გაწურული სოია მოხრაკულ ხახვთან ერთად აურიე ცხელ ტაფაში დაახურე ტავზე ჩაითუშოს,გახეხე ერთი-2 პომიდორი ან ტომატ -პასტა,დაასხი დააყარე პილპილი მარილი ცოტა მწვანილი, გამზადდება მოასხი სპაგეტის მოხარშულს, უგემრიელესია.აი კარმაც თუ წაგართვეს მაგაზე მეტი არაფერი შევიდეს მაგის პრიფილში, ეს ხუმრობით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მაკარონი ბოსტნეულით:

ერთი თავი ხახვი სიგრძეზე დაჭრილი, მოვშუშოთ ზეთში(მაღალ ცეცხლზე), რომ შევარდისფერდება დავუმატოთ ასევე
გრძლად დაჭრილი ერთი თავი წითელი,ერთი თავი მწვანე ბულგარული წიწიაკა და 300-400გრ.სოკო.ვურიოთ გამუდმებით,10-15 წთ.გამორთვის წინ ვუქნათ 1 კბილი ნიორი, მარილი და წიწაკა(შავი)გემოვნებით.ეს ყველაფერი ავურიოთ ცალკე მოხარშულ სამარხვო მაკარონში და ცოტახანს კიდევ(5-10წთ) ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.
შეგიძლიათ მაკერონი პირდაპირ გადმოიღოთ თეფშებზე,შუაგული ჩაუღრმავოთ და გამზადებული ბოსტნეული შიგ მოათავსოთ.
ძალიან გემრიელია და შესახედავადაც ლამაზია.უხდება სამარხვო მაიონეზის და კეჩუპის სოუსი.
მიირთვით, გემრიელია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არ ვიცი აქ არის აგწერილი "შტრუდელი" როგორ კეთდება.მე მაინც ჩაგაცერინებთ გემრიელია.
ცომი:2ჭიქაფქვილი გავცრათ+1 ჭიქაცყალი(ცივი)+85 გრ.ზეთიმოვზილოთ და გავაბრტყალოთ
ძალიან თხლად,სიფრიფანა რომ იყოს წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ მომზადებული გული,გადავახვიოთ.დავდოთ ჟარონაზე წავუსვათ სეროფი(წყალი და შაქარი მოდუგებული
გაციებული)და გამოვაცხოთ 200 გრად.-ზე 20-30 წუთი.
გული,(შიგთავსი):ვაშლი დავჭათ ცვრილად+ქიშმიში+ფუნთუშა(ბულკი)წვრილად დაჭრილით მოვაყაროთ ცოტა პესოკი კარგად მოვსრისოთ + დარიჩინი გემოვჰებით და გულიც მზად არის.

აი ნამცხვარი გამოცხვა ისიამონეთ, მიირთვით გემრიელად ჩაისთან ,წვენთან ერთად
და რასთანაც გაგეხარდებათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
feree wrote:
ციტატა:
მატრთალი ხარ:))) მაგარია არ მბეზრდება არასდროს...სამარხო კექსი იცი როგორ უნდა გააკეთო?
კექსი (1)
2 ჩაის ჭიქა გახეხილი ვაშლი, 1 ჩაის ჭიქა ზეთი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, დანის წვერით მარილი, ვანილი, 1 ლიმონის ცედრა, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს. ცომი ჩადეთ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. გამზადებულ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

მასალა:
გახეხილი ვაშლი - 2 ჩაის ჭიქა
ზეთი - 1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
მარილი - დანის წვერით
ლიმონი - 1 ცალი
ვანილი - გემოვნებით
შაქრის პუდრა - მოსაყრელად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ნიგვზიანი რულეტი (1)
250 გ. დარბილებულ მარგარინს მოაყარეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი და დანით აკეპეთ კარგად. ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალს შეურიეთ ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა და მოზილეთ მარგარინის ფქვილი. ცომი მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. შემდეგ გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. სათითაოდ გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი და გადაახვიეთ. ორივე რულეტი მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე, ზემოდან გადაუსვით გამდნარი მარგარინი, დაჭერით ნაჭრებად (ბოლომდე ნუ ჩაჭრით) და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად.

გულსართის მომზადების წესი: ხორცსაკეპში გატარებულ 2 ჩაის ჭიქა ნიგოზს შეურიეთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.

მასალა:
სამარხვო მარგარინი - 250 გ.
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი, დარიჩინი - გემოვნებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ბლინი (1)
ნახევარ ლიტრ წყალში გახსენით ფქვილი იმდენი, რომ თხელი არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. შეურიეთ ზეთი, მარილი და სოდა.

კარგად გააცხელეთ ტაფა, ზეთი მოუსვით ფუნჯით, თანაბრად მოასხით გამზადებული ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.

თითოეულ ბლინს ზემოდან გადაუსვით ნებისმიერი ხილის ჯემი და გადაახვიეთ (შეგიძლიათ მოაყაროთ მარტო შაქრის ფხვნილი და გადაახვიოთ).

მასალა:
წყალი - 0,5 ლ.
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
ზეთი შესაწვავად - 2-3 სუფრის კოვზი
ზეთი ცომში - 2 სუფრის კოვზი
მარილი, სოდა - დანის წვერით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
natiku wrote:
ციტატა:
იყიდება ყუთებით(პაჩკებით) სოიო(ფარშიო აწერია), დაალბე წყალში გაწურე, გაატარე მანქანაში შეურიე ხახვი ოხრახუში,გახეხილი კართოფილი (კვერცხის მაგივრად რომ არ დაიშალოს,პილპილი მარილი, შეწვი კატლეტებივით,ადრე ვაკეთებდი კარბონარასავით, მაკარონი სამარხო და ეს გაწურული სოია მოხრაკულ ხახვთან ერთად აურიე ცხელ ტაფაში დაახურე ტავზე ჩაითუშოს,გახეხე ერთი-2 პომიდორი ან ტომატ -პასტა,დაასხი დააყარე პილპილი მარილი ცოტა მწვანილი, გამზადდება მოასხი სპაგეტის მოხარშულს, უგემრიელესია.აი კარმაც თუ წაგართვეს მაგაზე მეტი არაფერი შევიდეს მაგის პრიფილში, ეს ხუმრობით.

მადლობა დიდი...=ko= აუცილებლად გავაკეთებ=ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 43 posts ] 
სამარხვო კერძები
დესპანი