↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მეზღვაურის დღიურები (კონკურსი)


+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 26 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მეზღვაურის დღიურები- ეს კონკურსი, ჩემის აზრით, საინტერესო უნდა აღმოჩნდეს.

ნებისმიერ თემაზე შეიძლება აქ საუბარი, სიყვარულზე, ოკეანეზე, ზღვაზე, კუნძულებზე, ჯუნგლებზე, განშორებაზე.... მოკლედ თემა ამოუწურავია. ყველაფერი თქვენს ფანტაზიებზეა დამოკიდებული.

თემების რაოდენობა არაა შეზღუდული.
ვწერთ მხოლოდ საკუთარ თემებს.
გთხოვთ ნუ გაადიდებთ შრიფტს და ნუ მისცემთ ფერებს.
კომენტარებისას ნუ გადმოაკოპირებთ ტექსტს.
მოკითხვები და ხვევნა-კოცნები სხვა თემებში.
კონკურსი დამთავრდება ივლისის ბოლოს, კერძოდ 28 ივლისს.
გისურვებთ წარმატებებს.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე რა დავირქვა, კაპიტანი ნემო???
თუ რობინზონი, იქნებ პიატნიცა????

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
რა ამბავი კონკურსებია, პიკა, რას გვერჩი, ტო!

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ეგ თქვენი გადასაწყვეტია რას დაირქმევთ, ისე კარგი ნიკები გაქვთ და არ გირჩევთ შეცვლას :)
რაც შეეხება კონკურსს, ერთი თვე გრძელდება, ჩანახატის დაწერას კი ერთი დღეც ეყოფა. :)
თქვენც კიდევ რა გენაღვლებათ, წერეთ რა, რა იცით და რა ხდება, იქნებ ახალი ჟიულ ვერნიც აღმოვაჩინოთ?

   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
მე ვწეერრრ პატარა თავგადასავალსსს. ვისაც უნდა ამ თავგადასავალში მიიღოს მონაწწილეობაა სია დავწეროთ. ნიკებიი დაწერეთ აჯობებსს.
1. გიოგეგე ნაწარმოების ავტორიი. თქვენის ნებართვით შეიძლება მეც მივიღო მონაწილეობაა.
2.შემდეგი
3.
4
5.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
giogege wrote:
ციტატა:
მე ვწეერრრ პატარა თავგადასავალსსს. ვისაც უნდა ამ თავგადასავალში მიიღოს მონაწწილეობაა სია დავწეროთ. ნიკებიი დაწერეთ აჯობებსს.
1. გიოგეგე ნაწარმოების ავტორიი. თქვენის ნებართვით შეიძლება მეც მივიღო მონაწილეობაა.
2.შემდეგი
3.
4
5.

giogege-შემოგევლე. ეს საკონკურსო თემაა.
აქ იწერება მხოლოდ საკუთარი მოთხრობები, ჩანახატები. ის რასაც თქვენ გვთავაზობთ, სულ სხვა თემაა. ამიტომ ხელოვნება და კულტურაში, კერძოდ პროზაში გახსენი ახალი თემა თუ სურვილი გაქვს.
იმედია კარგი და საინტერესო თემა გამოგივა.
=sher=

   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
დაა როგორიი თეეემები აბაა ?

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
...

არ ვიცი გულს რა ვუბრძანო-გაჩერდი?! ნუ ფართხალებ?! სისულელეა! გულის გაჩერებას ვერავინ ვერ გრძნობს,
ეს სიკვდილია- გარდამავალი წუთი თუ წამი სააქაოსა და საიქიოს შორის. გაჩერება სიკვდილია. არა , სიკვდილი არა!
ქართველებს არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს-გარდაცვალება! ანუ სახეცვლილება, გარდასვლა დაბალი იერარქიიდან მაღალში, სააქაოდან საიქიოში.გულის გაჩერება სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაა, გაათავისუფლეთ ვაგონები....
კარგია, ძალიან კარგია, როცა იცი ამ არეული ცხოვრების შემდეგ რა გელოდება - სამუდამო სასუფეველი, სიმშვიდე, სიწყნარე, სულის სილაღე... დაიღალა სული ამდენი ტყუილით, ღალატით, პირფერობით.კივის, გაქცევა უნდა...მაგრამ სად წავა, სანამ მისი დროებითი ჭურჭელი ცოცხალია. იცოცხლე, სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაზე გალაღდება, მოშორდება მძორს და გათავისუფლდება...რა კარგია თავისუფლება...ვინც საიქიო ნახა უკან არავინ დაბრუნებულა, ვისაც ცალი თვალით შეახედეს-ისიც ისეთ სილამაზეზე ლაპარაკობს, იქით მოგინდება...
მოგინდება? ეგრე არ არის! სანამ ბოლო გაკვეთილს არ მოისმენ და ბოლო გამოცდას არ ჩააბარებ, ბოლო გაჩერებამდე არავინ მიგიშვებს...რა გამოცდას? ნუ გეცინება! ჩვენ ყველანი სკოლაში დავდივართ. ჩვენი ცხოვრება -ჩვენი სკოლაა, ვსწავლობთ და გამოცდებს ვაბარებთ- ვინ როგორ, და ამის და მიხედვით საიქიოშიც იმ იერარქიაში მოვხვდებით, რომლის გამოცდებსაც აქ ჩავაბარებთ. ყველაფერი გამოცდაა, ყველა წუთი,წამი, ყოველი სიტყვა, გამოხედვა, ქცევა...ღმერთმა ყველას კარგად ჩაგვაბარებინოს . ძნელია ისე იცხოვრო, ათი მცნება რომ არ დაარღვიო,კაცს თუ არ მოკლავ-იმრუშებ, მშობელს თუ პატივს სცემ-ლოყას არავის მიუშვერ, რადგან მარჯვენაში გამარტყი,ახლა მარცხენაშიც შემომილაწუნეო...ძნელია. ერისკაცებისთვის კი არა ბერისკაცებისთვის არის ძნელი უცოდველობა. ერთი უფალი იყო უცოდველი და ისიც ჩვენმა ცოდვებმა ჯვარს აცვეს...
ძნელია, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისათვის.მადლობა, რომ "ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან", რომ დავიბადე დედაჩემის და მამაჩემის ოჯახში, რომ ასეთი უტკბილესი ბებია-ბაბუა მყავდა, რომ უმაგრესი ძმა მყავს თავისი ლამაზი ოჯახით, უდიდესი მადლობა ჩემი მარიამისთვის, ჩემი ბუბუსთვის, ჩემი უსაყვარლესი არსებისათვის, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მენატრება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შეცვალა,რომელიც უფლის შემდეგ ყველაზე ძალიან მიყვარს და მინდა ყველაზე მაგარი, ჯანმრთელი, ლამაზი, ბედნიერი,ღვთის მოყვარული და ღვთისგან დაფარული იყოს.ღმერთო, შეეწიე და დაიფარე ყოველგვარი ცუდისგან! მიეცი ძალა ცხოვრების, დაიფარე ყოველგვარი განსაცდელისაგან, ამინ!!! მარტო მარიამისთვის ღირდა მოსვლა ამქვეყნად. ჩემთვის ყველაფერი არაფერია, როცა მარიამზე ვფიქრობ, ეს მისთვის, მისი მომავლისთვის შემიწირია.
ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი ბიძაშვილ - მამიდაშვილებისთვისაც დიდ მადლობას გწირავ, უფალო. მე ბედნიერი ვარ , რომ ასეთი ადამიანები მყავს გარშემო, ადამიანები, რომლებსაც არაფრისთვის ვუყვარვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მე ვარ. იხაროს ყველამ, ყველა გააძლიერე, უფალო!
გამაძლიერე მეც, მომეცი ძალა ცხოვრების, გამაძლებინე უამათოდ ამ უცხო მხარეში, უცხო რჯულში, უცხო გარემოში. უცხო, უცხო, უცხო-ეს არაა საუცხოო! მეტიჩრები ვართ ქართველები, რატომ არის ყველაზე კარგი საუცხოო? რა აქვთ ამათ კარგი? ლაპარაკი? ქცევა? ადათი? დედა-შვილობა? და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა?
სტუმართ-მასპინძლობა? სიმღერა? ცეკვა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო? ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი !!! ღმერთმა არაფერი გაიმეტა ამათთვის ფულის გარდა!
ჩვენთან რომ დედა-შვილობა, სიყვარული , მეგობრობა, სიმღერა, დროსტარება, სტუმართ-მასპინძლობა იციან,ჩვენთან რაც ლამაზი ქალი და კაცი დადის, ამათ არც მოელანდებათ. რა იციან ამათმა ღვინის და საჭმლის გემო?...
ღმერთო, გააძლიერე საქართველო და ქართველობა! ყველა ქართველი დააბრუნე თავის კერიაზე და ტკბილად დააბერე თავის შვილებთან. ღმერთო, შეეწიე ყველას და მეც მათ შორის.
ჩვენ ეს ყველას გვჭირდება.

ბუბუსუნა 7/2/ 2008.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ეს არაა მეზღვაურის დღიური ბუბუ, ყელი გამიშრა რომ ვკითხულობდი, სამაგიეროთ თვალები პირიქით დამისველდა.
უბრალოდ ვერაფერს ვწერ, აბა რა გითხრა.
ისე პრინციპში, რატომაც არაა, ჩვენ ხომ ყველა მეზღვაურები და მოგზაურები ვართ,შენი სიტყვებით, სააქაოდან საიქიოში სამოგზაუროდ მომზადებულები =tavfx=
ხო,არ ვიცი,დაა, ძალიან კარგია ............... მეტს ვერაფერს ვიტყვი.:(

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გენაცალეეეე, პიკა.:) :) რაღაც, დღეს მუზები მსტუმრობენ და იქნებ თვალების გასაშრობი და პირის გასასველებელიც ჰქონდეთ რამე,მოვაძებნინებ!!!=zer= =zer=

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბუბუ რა საოცრად დაწერე...
ალბათ ეს წუთიც გამოცდააა და ეს დესპანიც გამოცდაა მეგობრობაში, მეგობრობის გამოცდა კი გაცილებით რთულია ჩასაბარებლად ვიდრე შეიძლება გვეჩვენებოდეს... ეს დესპანი ჩვენი მატარებელია, გზააბნეული მგზავრების ნავსაყუდელი ხოდა მეგობრობა და ერთმანეთის სიყვარული კი ლიანდაგი... სადგური?... გაჩერდება ტაძართან თუ ერთად ვიქნებით!!!

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
რა აქვთ ამათ კარგი? ლაპარაკი? ქცევა? ადათი? დედა-შვილობა? და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა?
სტუმართ-მასპინძლობა? სიმღერა? ცეკვა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო? ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი !!!

ემოციური წერილი იყო ბუბუ:) თუმცა წერილის ზემოთაღნიშნულ მონაკვეთზე გიპასუხებ : ფორუმის ჩატში...

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ვა რა კონკურსებია აქ თურმე რა დროს არ მცალია ეხხხხხხხხხხხხხხ.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნას აბსოლუტურად ვეთანხმები და ქედს ვიხრი მისი ნიჭის წინაშე.100%-იანი ხარ,ბუბ.ღმერთო შენ გვიშველე...

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
აბა, მე თუ შეიძლება ლექსად ვიტყვი მეზღვაურ- მოგზაურ-მაწანწალებზე რაიმეს...

სიმღერა ვარსკვლავებზე

ლურჯ ცაზეო წაწალები
დაძრწიან, გულს აწყალებენ,
ჩრდილებს ეცეკვებიანო,
მთვარეს არაყს აძალებენ.
გზაო ჩემო,ქვებიანო,
ურჩს მეტი მაქვს ნაწვალები...
მოგდევთ მე და ჩემნაირი
ბრწყინვალე მაწანწალები!
ეეხ, ლურჯ ცაზე წაწალები
დაძრწიან,გულს აწყალებენ...

   
 
+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 26 posts ] 
მეზღვაურის დღიურები (კონკურსი)
დესპანი