↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რუსთავი 2 ”კურიერის” გარეშე?!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 25 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.gevision.tv/hot/1594.html

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

17 ნოემბერი 2008

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-მა, კომისიას მიმართა განცხადებით, კომპანიის კუთვნილი №908 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის ყოფილი სამინისტროს მიერ, შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ზე 1999 წლის 7 აპრილს ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემულ იქნა ლიცენზია №908 (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით).
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. სწორედ ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახეობა (საერთო თუ სპეციალიზირებული მაუწყებლობა). შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახის შესახებ და შესაბამისად, შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხი გადაიდო განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის და ტექნიკური პარამეტრების შესწავლის მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (№6/2646-08 12.11.2008), რომლითაც დაზუსტებული იქნა განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა. კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიის სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება, მხედველობაშია, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიათა სახეობებად განისაზღვრა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართელოს კანონის 38–ე მუხლი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება N279/22 ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით (ოთხი მომხრე, ერთი წინააღმდეგი)

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” -ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 12 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” -სათვის;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).

კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
კ. კვიტაიშვილი
ს. ბრიტანჩუკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ცუდი იქნება თუ რუსთავი ორი მხოლოდ შოუებად და გასართობად გადაიქცევა... კურიერი არის პროფესიულად დახვეწილი და პოპულარული საინფორმაციო გადაცემა რომელიც წლების მანძილზე ფუნქციონირებს და ასეც უნდა დარჩეს!!! დავეთანხმები ოპოზიციას კი რათქმაუნდა არაა თავისუფალი სიტყვის რუპორი მაგრამ ყველა საინფორმაციო არხი და გადაცემა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ასე თუ ისე სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა და ფინანსები არა აქვთ იმდენი საკუთარი პოლიტიკა გაატარონ... ყველაფერი ფულზეა მოკლედ.. რა მნიშვნელობა აქვს მთავრობიდან ფინანსდება მედია თუ ოპოზიციიდან თავისუფალი ვერ იქნება თუმცა თავისუფალი რომ იყოს ამისათვის მაღალ კვალიფიცირებული და პატიოსანი ჟურნალისტებია საჭირო რომელიც საქართველოში არ მოიპოვება.. ასე რომ ალბათ სჯობია სახელმწიფომ აკონტროლოს და თავისი პოლიტიკა გაატაროს ვიდრე ექსტრემისტულმა და აგრესიულმა ძალებმა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigeni
შენ დიდი კაცი გამხდარხარ და აბა ჩვენ
როგორღა გვიკადრებ.მაინც შემოგბედავ ყვავილებს.
Image
გილოცავ დაწინაურებას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზვიგენი
მთლიანად ვიზიარებ შენს მოსაზრებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
medi
როგორა ხარ,გილოცავ ბარბარობას,ნიკოლოზობას,
ყველაფერ სიკეთეს გისურვებ.
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
zvigeni
შენ დიდი კაცი გამხდარხარ და აბა ჩვენ
როგორღა გვიკადრებ.მაინც შემოგბედავ ყვავილებს.
Image
გილოცავ დაწინაურებას

მოდერატორობაზე ამბობ?=lol= 2 წელია შე კაცო დესპანზე მოდერატორი ვარ =ae= ესაა ოღონდ ჯერჯერობით შტატგარეშედ ვმუშაობ უხელფასოდ=lol= ვიმაღლებ კვალიფიკაციას.. ისე საიტს რომ გავხსნი მომავალში მთავარ მოდერატორად დაგნიშნავ=sher= ოქროს სარაიას აგიშენებ ჩემსას რომ მოვრჩები მერე=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვეთანხმები ზვიგენს 100%-ით.
გერმანიაშიც მთვრობა აკონტროლებს ახალ ამბებს. პოლიტიკურ გადაცემებს. რუსეთმა, რომ ომი დაგვიწყო, გერმანია ყოველნაირად ცდილობდა, რომ რუსეთი აგრესიული არ გამოეჩინა. მახსოვს ისიც, რომ ჟურნალისტმა კადრები აჩვენა, თუ როგორ დაადგა რუსი ჯარისკაცი ქართველებს თავზე ავტომატით და მოკვლას უპირებდა.(რომ არა იქ ჟურნალისტები). ტელევიზორში აჩვენეს და თქვეს, რომ რუსები ასე ექცევიან ქართველებსო. მაგრამ მეორე დგეს ისევ აჩვენეს იგივე კადრები და თქვეს, რომ ესენი რუსები არ არიან, ოსები არიანო. რუსები ასე აგრესიულები არ არიანო!
ასე, რომ ჟურნალისტს მოაკეტინეს!
რაც შეეხება რუსთავი 2-ს, ძალიან მეწყინება, თუ ახალ ამბებს აკრზალავენ. რა სისულელეა?! მშვენიერ ახალ ამბებს გადმოსცემენ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იალბუზი გერმანიის ტელევიზია საკმად ობიექტურია და დიდ ზეწოლას არ განიცდის ხელისუფლების მხრიდან და ჟურნალისტები ცდილობენ მიუკერძოებულნი იყვნენ
არვიცი უყურე თუ არა ცDF -ზე ფილმს ვინ არის დამნაშავე კავკასიის ომში .საკმაოდ ობიექტურად აშუქებდნენ მოვლენებს არცერთ მხარეს არ აფარებდნენ ხელს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტელმანი, არ მიყურებია მაგ პროგრამისთვის სამწუხაროდ. მაგრამ მთავრობა, რომ ცდილობს რუსეთი არ გამოიყვანოს დამნაშავედ ფაქტია! თუკი დამოუკიდებელი არ არის, რატომ არ აღიარებენ რუსეთის იმპერიალიზმს? კი ამბობენ 1-2 სიტყვას ზოგადად. მაგრამ აშკარად და ვრცლად არ აკრიტიკებენ რუსეთს. ერიდებიან რუსეთის კრიტიკას.
ბოდიში და უძვრებიან რუსეთს გაზის გულისთვის. ჩვენ კი ყველას ფეხებზე ვკიდივართ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigeni
მომავალში,რომც ვერ შეასრულო,მაინც
სასიამოვნო სიტყვებისთვის დიდი მადლობა,
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იალბუზი ამ ყველაფერში ჩვენი მთავრობაა დამნაშავე იმიტომ რომ ომი დაიწყო და საბაბი მისცა რუსებს საქართველო ფეხქვეშ გაეთელა და თქვენ რომ გონიათ გერმანია რუსებს უძვრებაო არ არის მართალი შეიძლება ყოფილი ბუნდეს კნცლერი შრüდერ კეთილგანწყობილი იყოს პუტინის მიმართ და არა მთელი გერმანია .გერმანელებმა კარგად იციან ვინ არიან რუსები დიდიხნის გამიცდილება აქვთ ამ მხრივ საერთოდ მოსახლეობა ნეგატიურად არის განწყობილი რუსების მიმართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.gevision.tv/documents/exclusive.html
იალბუზი აქ შეგიძლია ნახო რა მოსაზრებებს გამოთქვამენ უცხოელი ექპერტები აგვისტოს ომზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
telmani
აგვისტოს ომზე სტატიის გარდა, ვერცერთი
ვიდეო ვერ ჩავრთე და არც იქ ჩამოწერილი
თემები ვერ გავხსენი.
ნეტა რატომ?ხომ ვერ ამიხსნიდი.
წინასწარ მადლობთ.
მახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა ხდება ხალხო!!! წასული ვიყავი და ჩამოვრჩი ინფორმაციულ ნაკადს იქნებ გამაგებინოთ რაზეა ლაპარაკი????

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigen--- გეთანხმები 100% კურიერი უნდა დარჩეს საინფორმაციო პროგრამად და არ არის საჭირო ყველაფერი ოპოზიციამ აკონტროლოს ,იმიტომ რომ არც ესენი გვყავს მამა-აბრამის ბატკნები. აგერ გუშინ ვუყურე კავკასიაზე გუნცაძემ როგორ შეასხა წყალი კანდელაკს და შემოულაწუნა სახეში.. =haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 25 posts ] 
რუსთავი 2 ”კურიერის” გარეშე?!
დესპანი