|
საერთოდ ამ თემას თავს ვარიდებდი, რადგან ვთვლი რომ ის იდუმალება რაც იზიდავს ქალსა და კაცს ერთმანეთში შეუსწავლელია, საუკუნეების განმავლობაში სწავლობენ ქალისა და კაცის ურთიერთობებს, მაგრამ სიყვარული საბოლოოდ მაინც განისაზღვრება როგორც სწრაფვა გრძნობებით ტკბობისაკენ....
მაგრამ რატომღაც მომინდა ფრიდრიხ ნიცშეს ( გერმანელი ფილოსოფოსი),,ზარატუსტრადან" პატარა ფრაგმენტი დავწერო ... მამაკაცისა და ქალის რთული ურთიერთობის შესახებ.. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს , რომ მე ყველაფერს ვიზიარებ :smilie:
როცა დღეს, მზის ჩასვლის ჟამს, ჩემის გზით მარტო მივდიოდი, შემხვდა მოხუცი ქალი და ასე მითხრა; ,,ძალიან ბევრ რამეს გვეუბნებოდი, ზარატუსტრა, ჩვენ ქალებსაც კი, მაგრამ არაფერს ამბობდი ქალზე". და შევეპასუხე მას:,,ქალზე უნდა ელაპარაკო მხოლოდ მამაკაცს" ,,შეიძლება მეც მელაპარაკო,_თქვა ქალმა,_ იმდენად მოხუცი ვარ , მოსმენილი მაშინვე დამავიწყდება/" და დავყევუ მოხუცი ქალის თხოვნას და ასე ვუთხარ: ,,ყველაფერი ქალისა გამოცანაა და ყველაფერს ქალისას ერთი ახსნა აქვს: მას ორსულობა ჰქვია. მამაკაცი ქალისთვის საშუალებაა: მიზანი ყოველთვის ბავშვია. მაგრამ რა არის ქალი მამაკაცისთვის? ორი რამ ენატრება ნაღდ მამაკაცს:ხიფათი და თამაში.ამიტომ ჭირდება ქალი, _ყველაზე სახიფათო სათამაშო. მამაკაცი მეომრად იბადება, ქალი _ მისი სულის მოსაბრუნებლად;სხვა ყველაფერი სიგიჟეა. ძალზე ტკბილი ნაყოფი არ უყვარს მეომარს,ამიტომ უყვარს ქალი. ყველაზე ტკბილ ქალსაც კი მომწარო გემო დაჰკრავს. ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია. ო, ქალებო, ჰპოვებდეთ ბავშვს მამაკაცის სულში! საერთოდ , ქალს ღირსებისა ცოტა რამ გაეგება. უფრო გიყვარდეთ, ვიდრე უყვარხართ და ნურასდროს იქნებით მეორე,_აი, რა არის ქალის ღირსება.... დე, მამაკაცს იმ ქალის ეშინოდეს, ვისაც უყვარს, რადგან ქალი მუდამ მზად არის, მსხვერპლი გაიღოს. სხვა დანარჩენს კი მისთვის ფასი არ აქვს. დე, მამაკაცს იმ ქალის ეშინოდეს ვისაც სძულს, რადგან მამაკაცი სულის სიღრმეში მხოლოდ ავია, ქალი კი, ამასთან ერთად, სულელიც არის. ვინ სძულს ქალს ყველაზე მეტად? ასე ეუბნებოდა რკინა მაგნიტს:,,მე შენ მძულხარ ყველაზე უფრო იმიტომ, რომ მიზიდავ, მაგრამ იმდენად ძლიერი არ ხარ,_მიმიკრა." მამაკაცის ბედნიერებას ჰქვია: მე მსურს. ქალის ბედნიერებას_მას სურს. ,,აი, მხოლოდ ახლა გახდა სამყარო სრულყოფილი."_ასე ფიქრობს ყოველი ქალი, ოდეს სიყვარული ეუფლება. მაშინ ასე მითხრა მოხუცმა ქალმა: ,,ბევრი რამ საამო თქვი, ზარატუსტრა, განსაკუთრებით მათთვის ვინც საკმაოდ ახალგაზრდაა. უცნაურია, ცოტა ქალს იცნობ და მაინც მათზე მართალს ამბობ... ახლა კი მადლობის ნიშნად, ჩემგან ერთი პატარა ჭეშმარიტება მიიღე_ მის სატარებლად მე საკმაოდ მოხუცი ვარ. შეახვიე კარგად და პირი აუკარ, თორემ ეს პატარა ჭეშმარიტება მთელი ხმით იყვირებს." ,,მომეცი, მოხუცო ქალო, შენი პატარა ჭეშმარიტება"_ ვუთხარი მე და აი, რა თქვა მოხუცმა ქალმა: ,,ქალებთან მიდიხარ?_არ დაგავიწყდეს მათრახი!" ასე ამბობდა ზარატუსტრა.
|