მე მხოლოდ 1.5 თვეა წამოსული ვარ საქართველოდან,და ვერ წარმოიდგენთ რა მაგრად მენატრება პირველივე დღიდანვე...რომ ვესაუბრები მეგობრებს ტელეფონით მეუბნებიან - არანორმალური ხარო,ასე უცებ მონატრება როგორ შეიძლებაო!მე კი პასუხად-თქვენც რომ მოგიწიოთ წასვლა საქართველოდან ცოტა ხნით მაინც,ჩემსავით არანორმალური გახდებით მეთქი!

ბედმა გადმომისროლა გერმანიაში,გავთხოვდი და ბედნიერი ვარ ჩემი სიყვარულის გვერდით,მაგრამ მენატრება,მენატრება ყველაფერი რაც საქართველოა!გუშინ აქ უყურე ქართულ ფილმს ''ფესვები'',მერამდენედ,მაგრამ აქ სულ სხვანაირად აღვიქვი ეს ფილმი.მონატრების ცრემლი მდიოდა...ხის სიმაღლე ზემოდან კი არ იზომება,არამედ ფესვებიდან,გახსოვდეს სად არის შენი ფესვები,შენი ფესვები - საქართველოა!საქართველო ერთადერთია!განუმეორებელია!სამოთხეა!