მართალი ხარ ზარიოს, ორი წლის წინ ვიყავი მოსკოვში 3 თვით. ძალიან არ მომწონდა მათი უმრავლესობის დამოკიდებულება ჩვენ, ქართველების მიმართ. მაგრამ თავს მაინც იქ უფრო შინაურად და კარგად ვგრძნობდი, ვიდრე აქ ვგრძნობ, ინგლისში,სადაც ყველამ კარგად მიმიღო და შემიყვარა.
აქაურებმა, ადრეც ვთქვი, არაფერი იციან საქართველოზე. ერთი-ორჯერ ჯორჯია რომ ვქვი, ჯორდან (იორდანია) ეგონათ, ნუ ჯორჯიის შტატში რომ ეშლებათ ეგ თავისთავად. არგონავტები თუ გაგიგონიათ-თქო ვეკითხები, ჰოდა ისენი საქართველოში იყვნენ ოქროს საწმისის წამოსაღებად და მედეას სახელიდან მოდის მედიცინაც

მაგრამ ერთი რამე უნდა აღვნიშნო, აქაურებმა, ინგლსელებმა, არ იციან,მაგრამ ჩამოსულებმა - ინდოელებმა, ირანელებმა და ა.შ. ყველამ მშვენივრად იციან. საავდმყოფოში ინდოელმა ექიმმა, ჯორჯიადან ვარ მაგრამ არა ამერიკიდანთქო რომ ვუთხარი, მთელი ჩვენი ისტორია მომიყვა რამოდენიმე წინადადებით და ძალიან გამეხარდა

ინგლისელი ექთნები კი იდგნენ პირდაბჩენილები. როგორც აქ ბევრმა თქვა, მათ საკუთარი ქვეყნის არაფერი იციან და სხვისა რა უნდა მოჰკითხო?