↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის საკელესიო განყოფილებას დამხმარ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 37 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
ONLINEPROFILE
Naba წერს:
უებარი წამალი

ერთი ბერი მივიდა მკურნალთან და ჰკითხა: გაქვს შენ მცენარე რაიმე მკურნები ცოდვათა?
ხოლო მკურნალმა უთხრა მას: მოვედ და მიიღე ძირი მორჩილებისა, ფურცელი მოთმინებისა, ყვავილი სიწმიდისა,ნაყოფი კეთილთა საქმეთა , დანაყე ფიალასა შინა მდუმარებისა, და განცერი საცრითა გულისხმის-ყოფითა, და ჩაყარე ჭურჭელსა სიმდაბლისასა, დაასხი წყალი ცრემლთაგან მლოცველობისათა, აღატკინე ცეცხლითა ღმრთის სიყვარულისათა, განაგრილე მარხვითა, დაამარილე ძმათა-მოყვარებითა, და მიიღე კოვზითა სინანულისათა, და ესე ყოველივე ამის აღმსრულებელი განკურნებული იქნება უკუნისამდე.
ეკლესიის გვერდზე ვაქვეყნებ ამასაც, უფალმა ძალა მოგცეს naba.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლეონარდო!

იქ ეკლესიის განყოფილება რომ არის, ვნახე რომ მოდერატორად ნაბა ეცერა, მაგრამ ვერაფრიტ ვერ გავიგე თემა როგორ დავსვა, რადგან ასე იყო ცარილეი გრაფა ცოტა უხერხული მეჩვენა და ვიფიქრე რამე თემაზე ვისაყბრებტქო, მაგრამ არაუშავს, მე როცა მოვიცლი და დრო მექნება აუცილებლად დავწერ ჩვეულ ადგილას.... პატივისცემით ნაბა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
სისუსტე

დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს:როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს:რამეტუ იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსაგავსები წყნარ ზღვას , რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.

გაუჩინარება

დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები. და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად. როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა: როდესაც ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს:როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები: მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება: დაინახავ თვითონ სიკვდილ ს წარსულში: წარსულში აწმყოსა და მომავლის გარეშე.
მაშინ სიკვდილი, რომელიც უცილობლად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია: რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისევე, როგორც შენს თავს ქუდის გარეშე.

სიამოვნებათა ფიალა

თუკი შEმოგთავაზებენ ოქროს თასს მსოფლიოში საუკეთესო ღვინით ბდა გეტყოდნენ:,,დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია"-დალევდი?
მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იმალება. თვით ეს ფიალაც სულაც არაა იმდენად ღრმა, რომ მორიელი სულ ახლოს არ იყოს ჩვენს ბაგეებთან.

უმეცრება

ძნელია არაა, ასწავლო ცხოველს , ძნელია არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ ძნელია , ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!

ჭეშმარიტება სიყვარულით შეიცნობა

ეძიებდე ჭეშმარიტებას-ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს. ეძიებდე ჭეშმარიტებას რათა იგი იარაღად აქციო -ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისთვის: და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის: ცხრა მთას იქით.

თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისთვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევას შეძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მის ბრწყინვალე და უტკბილეს სახეზე მეტი აეაფერი გჭირდება.
როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუსფუსში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვიი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების - მოგობრებისა და ნათესავების გვერდითაც კი, იქნები ისე, როგორც ბავშვი ძმებსა და დებს შორის, ოღონდ უდედოდ. რამდენი ნათესავის არ უნდა ეხვიოს გარს, ბავშვისთვის დედაზე ახლობელი არავინაა. ასევე შეიგრძნობ შენც, რომ ჭეშმარიტება ყველაზე ახლობელი და ძვირფასი გახდა იმათ შორის, ვისთანაც შენ ყოველდღიურად ტრაპეზს შეექცევი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზეცა

ყველა საქმე , რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.
რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი , ყური მიუგდე ღვთის ხმას. შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე.

პატივმოყვარეობა

რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე, რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმოდგენაში წამიერად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალია გამოვლინების ყვალე შემთხვევა.

ქება და ძაგება

ჩვენ ყველა ამქვეყნად თითქოსდა ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ჩვენს ფასს ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფასად მიიჩნევენ. ქება და ძაგება, რომლებსაც ადამიანებისგან ვღებულობთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ: სულის ერთ ნახევარს უხარია ქება, ხოლო მეორე წუხს ძაგების გამო. რადგან საკუთარი შემეცნების საიდუმლო სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც ქებითა და არც ძაგებით ჩვენს სესახებ სრულყოფიად არაფერია ნათქვამი. ფხიზლად უნდა ვუყუროთ გადამეტებულ ქებასაც და ძაგებასაც _ რამეთუ ჩვენ არცერთს არ ვიმსახურებთ, - რათა ფრთების გარეშე არ ავფრინდეთ და სასოწარკვეთილების უფსკრულში არ ჩავარდეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
მზერა

,,თვალები სულების შეხვედრის წერტილია" - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.
როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრებო სახლი.
მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანის საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახბით აღიქვამს, ისინი ანცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებული ამ ერთადერთი ელემენტით მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასაწყისია.

სიცარიელე და სიღატაკე

რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმერთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე.
მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს.

დღე და ღამე

თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამისთ დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ.
თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავანგრევთ, ვერასოდეს ავაშიენებთ.

თუკი ღვთის წინაშე ვილოცებთ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერც ავაშენებთ საკუთარი სულის სახლს.

მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია, რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხეო, საკუთარი სული გამოძახილს მოისმენ.

ნუ ენდობი ბედნიერებას

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას, თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას., როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგებ. და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრ, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.

უმწეობა
ზოგჯერ ადამიანი თავის უძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი.

იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ და ნაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.

ამიტომ უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევი ხდებიან. რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიბერეში.

პატივმოყვარებოა

როგორც ვაშლის ხეს არ შეუძლია აყვავებამდე ნაყოფის გამოღება, ასევე ადამიანს არ შეუძლია სულიერი ნაყოფის მოტანა, სანამ გარეგნულ მორთულობებს არ მოიშორებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხუთი იმპულსი

არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი და საკუთარი სიამოვნება; ოჯახური და ნათესაური კავშირები; სინდისი და მაცხოვნებელი თანამყოფობა.
მეხუთე იმპულსი თავდაცვის უპირველესი საშულაებაა; თუ ადამიანი მას ვერ შეინარჩუნებს, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებს, მესამეზე გადავა და ასე მიაღწერვს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. და მაშინ უკვე მას აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.

წყევა და ქება

შეეცადე, გაუკეთო ადამიანებს ის, რისთვისაც ჯერ გაგლანძღავენ, შემდეგ კი შეგაქებენ; და ნურასოდეს გააკეთებ რაიმეს იმისათვის, რათა შეგაქონ, ბოლოს კი გაგლანძღონ.
ბავშვი გაიხარებს და შეგაქებს, თუ ციგაზე მჯდომს მთაზე ხელს ჰკრავ, მაგრამ როდესაც დაიმტვრევა, შენი, როგორც თავისი უბედურების მიზეზის, წყევლას დაიწყებს.
ცოდვილნი ქებით აგავსებენ, როცა მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ უბჯობეისა, არ მიეკაროთ მათ სასიკვდილო სარეცელს....
მცირედმორწმუნე ვერასოდეს გააღვიძებს რწმენას სხვაში; ქედმაღალი უვიცი, ვერასოდეს დაიმსახურებს ნდობას. ადამიანებს სიმდიდრე აღიზიანებთ,როდესაც იგი ვაჭრის ხელშია; სძულთ ძალაუფლება, თუ იგი უპატიოსნო ადამიანებს ეკუთვნის; ავადმყოფი არ ენდობა ავადმყოფ ექიმს.

ცხოვრება და პოეზია

სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. ცხოვრება სიმღერად აქცია; მაშინ შეძლებ შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გაანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს.პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი _ შემეცნების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
ONLINEPROFILE
ამ დღეებში პატარა ვიდეოს გავაკეთე როგორ უნდა დასვათ ახალი ამბავი ეკლესიის განყოფილებაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
.
ადამიანი იმ საღვთო დიდებაში უნდა დარჩენილიყო, რომელიც ღვთისაგან ებოძა და შეენარჩუნებინა ის ჭეშმარიტი სიმაღლე, როცა საღვთო ძალითა და ღვთაებრივი სიბრძნით ძლიერდებოდა. მაგრამ საღმრთო დიდების ძიების სურვილი შეცვალა და ისეთი რამის ძიება დაიწყო, რასაც ვერასოდეს მისწვდებოდა. ამიტომ წარწყმიდა ისიც, რაც ჰქონდა. ახლა კი, მისი სენის საკურნებელი მხოლოდ სათნო ცხოვრება და სიმდაბლეა. კაცი ამაო დიდებას კი არ უნდა ეძებდეს, არამედ ღვთაებრივს, რათა თავისი შეცდომა გამოასწოროს, განიკურნოს და პირველ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
ეშმაკი, რომელმაც კაცი ამაო დიდებამდე დასცა, ისევ არ სცხრება მის საცდუნებლად. ის ყოველ ღონეს ხმარობს ამისათვის. წარმოუსახავს სხვადასხვაგვარ ფუფუნების საგნებს, რათა ადამიანის ყოველგვარი მცდელობა მისი მოპოვებისაკენ მიმართოს. ის, რაც არაფრად სადიდებელია, დიდია დასაცემად; სიმდიდრის დაგროვება კი ანგარების საქმეა. იგი აბრმავებს კაცს, ცუდად აღამაღლებს, ასიებს - არ სიჯანსაღის გამო, არამედ ხორცკეთილობისაგან. სქელია ამგვარი სხეული ათასგვარი სნეულებით, სავსეა მათი სულები ამპარტავნებით.
არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო სიმდიდრის გამო არიან ამპარტავნებაში, არა მხოლოდ ბრწყინვალე ტრაპეზის გამართვის შესაძლებლობით, სამოსელთა მშვენიერებითა და სხვა მსგავსით იწონებენ თავს, არამედ სხვათა მიერ ბოძებული პატივითაც. თუკი ერისმთავარნი გახდებიან, ან სხვა რაიმე თანამდებობას მიიღებენ, გოროზდებიან და ქვეშევრდომებს თრგუნავენ, ვითომც კაცის ბუნებაზე უფრო აღმატებულნი იყვნენ, თითქოს ღრუბლებზე იმყოფებოდნენ. და რომელთაგან პატივი მიიღეს, სწორედ მათზე მძვინვარებენ, რომელთა მიერ განიდიდნენ, მათვე შეურაცხოყოფენ და უგუნურებით სავსე საქმეს სჩადიან.
ასეთი ადამიანების დიდება სიზმარზე უუძლურესია, ღამის აჩრდილზე უფრო ამაო ბრწყინვალება ჰმოსავთ, რადგან იგი წამოსყოფით არის შექმნილი და წამისყოფითვე განქარდება.
ზოგჯერ კაცს აამპარტავნებს სხეულის სიძლიერე, ახალგაზრდობა, რაც სენთა მიერ შეიძლება განირყვნას და ჟამთა სიავით გაიხრწნას. არ იციან მათ, რომ „ყოველივე ხორცი თივაჲ არს და ყოველივე დიდებაჲ კაცისა - ვითარცა ყვავილი თივისაჲ. განხმეს თივაჲ იგი და ყვავილი დასცვივის“ ; ამაოდ ამაყობდნენ თავიანთი ძალით - უგუნური ფილისტიმელი, სახელად გოლიათი, ღვთის მებრძოლი , გამედიდურებული ადონია , და მშვენიერ თმათა გამო მოქადული აბესალომი .

კაცთა შორის ფილოსოფოსობა დიდად ითვლება, მაგრამ მისი სიმაღლე ამაო, არაჭეშმარიტი და არარაობაა, თუკი ადამიანის მიერ არის შეთხზული და საღმრთო სიბრძნეს არ ერთვის.
ამა სოფლის სიბრძნეს ყველაზე უკეთ ეშმაკი ფლობს. თან ყოველი ღონე იხმარა და თავისი ბოროტი სიბრძნით აცდუნა კაცი, თუმცაღა, მისივე სავნებელად მოხდა ეს, რადგან ღმერთს სრულად განეშორა და საუკუნო სიკვდილით დაისაჯა, ხოლო კაცი შემოქმედს ვერ მოსწყვიტა. იმ მახეში, რომელიც უფალს დაუდგა, თავად გაება; რომელსაც ეგონა, ჯვარცმით მაცხოვარს ევნებოდა, თავად ივნო; და იმ სიკვდილით, რომლითაც სურდა ძე ღვთისა მოეკლა, თვით მოკვდა.
და თუკი მთავარი ამა სოფლისა, პირველი, დიდი და უხილავი ამაო სიბრძნის მოძღვარი, თავისივე სიბრძნით დაეცა და უკანასკნელ უგუნურს ემსგავსა, უარეს დღეში არ აღმოჩნდებიან მისი მოწაფენი, რომელთაც ბრძენი ჰგონიათ თავი, თუმცაღა, სულელთ ემსგავსებიან?..
ადამიანი თუკი გამოიძიებს, მიხვდება რომ ამაო და მდაბალია კაცობრივი სიბრძნე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღიმილი

ადამიანთა ბედნიერების სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ანდა წმიდანის ღიმილი, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ, ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.
სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერის სიხარულში და მწუხარის ტირილში თანამონაწილეობას? რაზე მიგვანიშნებს ეს ღიმილი, თუ არა იმაზე, რომ ეს მიწიერი სიხარული მალე მწუხარებით შეიცვლება, მწუხარებას კი სიხარული მოსდევს?
სამწუხაროა, რომ ყველა მიწიერ ცხოველთაგან ორი ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანთა დარდს - მაიმუნი და აფთარი. ეცადე, რომ შენი სიხარული მაიმუნის გრიმასებს არ ჰგავდეს, მწუხარება კი - აფთრის უაზრო იპოხონდრიას.
გაიხსენე დედის ალერსიანი ღიმილი და ღიმილი წმიდანისა, რომელიც თავის თავში მოიცავს სიბრძნეს, წყალობას, სიყვარულსა და მარადიულობას. დიახ, მარადიულობასაც, რამეთუ სიცილი და ტირილი წარმავალია, ასეთი ღიმილი კი მარადიულია.

გმირობა და ეგოიზმი

ნუ დაუჯერებ თეორიებსა და საუბრებს ეგოიზმის კანონების შესახებ. ის არ არსებობს. უფალი განაგებს სამყაროს, ადამიანები კი ღვთის შვილები არიან.
ადამიანი, რომელიც მორევში გადაეშვება დასახრჩობად განწირული ადამიანის გადასარჩენად, მეყსეულად სპობს მთელ ამ თეორიებსა და საუბრებს.

ბუნება ადამიანის ანარეკლია

საკუთარი თავის სიყვარულის თეორია არ შეიძლება იყოს გამართლებული ბუნების მიერ. ადამიანები ძალიან ადვილად აბრალებენ სხვებს საკუთარ ბოროტებას.
ბუნება ნეიტრალურია ადამიანების მიმართ. იგი თავის ხასიათს ადამიანთა ბუნებასთან შეთანხმებით განაწყობს. სანამ ადამი ღვთის მორჩილი იყო, ბუნებაც ემორჩილებოდა ადამს. როდესაც მან ღვთის მორჩილება შეწყვიტა, ბუნებაც აღდგა მის წინააღმდეგ.
როგორც რაიმე სურვილი, აზრი და ვნება მოქმედებს არა ადამიანის მთელ სხეულზე, არამედ მისი ხასიათი, განწყობა, რწმენა და ზნეობა მოქმედებს ბუნებაზე. ადამიანურ ბოროტებას შეუძლია, ბუნებაც ბოროტებით აღავსოს, ასევე გულმოწყალებაც ბადებს გულისხმიერებას.
ბალკანეთის ხალხმა დღემდე შემოინახა რწმენა იმისა, რომ წვიმა, გვალვა, სეტყვა, მოსავლიანი და შიმშილობის წლები, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა დამოკიდებულია ხალხის ზნეობრივ სიწმიდეზე.
წმიდა ადამიანების მიმართ ბუნება შემწყნარებელია, უწმიდურთა და ბოროტგანმზრახველთა მიმართ კი იგი დაუნდობელია.
ბუნება ადამიანის ანარეკლია. როგორიცაა ადამიანი, სწორედ ისეთად ასახავს იგი მას. ბუნებას ეგოიზმი არ ახასიათებს. მაგრამ ადამიანები ეგოისტები არიან, ამიტომ ისინი თავიანთ უსახურ გამოსახულებას ბუნების სარკეში ხედავენ და საკუთარ სიმახინჯეს ბუნებას მიაწერენ.
მაგრამ განა სარკე დამნაშავეა სახის უსახურებაში, რომელსაც იგი უბრალოდ, მართლად ასახავს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
ONLINEPROFILE
Naba ვიცი ცოტა ეს კვირა ვერ მოვიცალე, მაგრამ ამ შაბათ-კვირას ეკლესიის განყოფილებაში "ჟურნალისტად" დაგსვამ და თან დეტალურად აგიხსნი როგორ უნდა გამოაქვეყნო ახალი ამბები და ასე შემდეგ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველას ასეთი მადლიერი წერილებისთვის.
თუ კიდევ ვინმეს სურვილი აქვს ასევე გახდეს ეკლესიის განყოფილებაში "ჟურნალისტად" გთხოვთ გამომეხმაუროთ
პატივისცემით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ლეონარდო...

მაგრამ მართალი გითხრათ თემები როგორ გადავანაწილო უკვე არ ვიცი, დაბნეული ვარ, რელიგიის განყოფილებაში თხოვნით მივმართე ფორუმელებს, თუ როგორი თემები აინტერესებთ, იგავები, მამათა მონათხრობი თუ სამეცნიერო, თეოლოგიური, მე შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდი და დავწერდი, მოვიშველიებდი ლიტერატურას და ჩემს ცოდნასაც გავუზიარებდი, ისე რომ სხვა რელიგიის აღმსარებლებს არანაირად არ დავაკნინებდით, როგორც მარიამ 75 -მა ითხოვა, მაგრამ არავინ არ გამომხმაურებია, ამიტომ ვწერ ჩემი სურვილისამებრ, მაგრამ ძნელია ადამიანს ასე მოახვიო თავს რამე , იქნებ ეს არ აინტერესებთ... იქნებ სხვა რამ სჭირდებათ.. ეს თემა ამოუწურავია და ყპოველთვის შეიძლება იასაუბრო.
პატივისცემით ნაბა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
რად გამიუცხოვდი, ადამიანო?
მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.

- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

- შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე;

- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

- იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.

- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა.

- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.

ეპიკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
ONLINEPROFILE
როგორ არ აინტერესებთ, ეგ მეორედ არ იფიქრო,პირადად მე მაინტერესებს და ვკუთხულობ , ვისაც არ აინტერესებს ყოველშემთხვევაში არ აწუხებს მაინც, რაც შეეხება აკტეგორიზაციას , მაგასზე ვიფიქრებ როგორ აჯობებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
ძალიან საინტერესოა :) გულდასმით და სიამოვნებით წავიკითხე ყველაფერი :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 37 posts ] 
დესპანის საკელესიო განყოფილებას დამხმარ
დესპანი