↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
gaga წერს:
ბედკრული

ბევრჯერ დასცვივდა ფოთოლი ჭადარს,
და მიესვენა მიწაზე მარად!
ბევრჯერ დაუსკდა ყინული სადღაც,
მდინარეს მთიდან მიმავალს ბარად!

დიახ ასეა!-გავიდა წლები.
გავიდა წლები და თანაც ბევრი!
რაც შენ დამშორდი,რაც მიმატოვე,
და უკურნავი სენით დამტოვე!

დავკარგე რწმენა ქვეყნად ყოვლისა,
ოცნება ფიქრის და იმედისა!
რით არ ვეწამე ამ ცხოვრებისგან,
ვარ განწირული მაღალ ღმერთისგან!

დრე კვლავ თენდება
და მზის სხივებმა,
ოქროთ შეჰღებეს
მთა ჩემი წმინდა!

მამა დავითის
გუმბათზე ვხედავ,
როგორ ელვარებს
სამება წმინდა!

გათენდა დღე და
საოცრად მეტად,
გულზე მომაწვა
რატომღაც სევდა!

ვგრძნობ,რომ რაღაც დღეს
თავს გადამხდება!
ამას მაცნობებს
მე წინათგრძნება

შებინდებისას დავეშვი დაღმა,
და მივაშურე ძველებურ ალაგს!
მოვნახე ჩემი ადგილი ჩქარა,
და ჩამოვჯექი იქვე მე წყნარად!

ვაკვირდებოდი მიმავალთ გზაზე,
ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის მე მათზე!
ნეტავ რამდენი სურვობს ამათგან,
რომ ჩემნაირი იყოს ამთთან!

დიდხანს ვიჯექი ასე მე მარტო,
თან ვიგონებდი თუ რა დრომ განვლო!
ეჰ!-რა დრომ განვლო და ნეტავ რატომ,
გახსენებაც კი არ მინდა მარტო!

ეს არ მეგონა თუ ქვეყნად კიდევ,
ღმერთი მე მწარედ კვლავ დამცინებდა!
გარიყულს ყოვლით და მივიწყებულს
ასე ულმობლად მომიშორებდა!

ამ უცნაური ხალხის მორევში,
თვალი მოვკარი შენს სხეულს უცებ!
თრთოლვამ მომიცვა იმ წუთში მყისვე,
ბინდი ჩამოწვა თვალებზე მძიმედ!

მომიახლოვდი და მარტოდ მარტომ,
იქვე გაჩერდი შენ შორი-ახლოს!
და გამაბრუა ნათელმა სახემ,
როგორც ეს მაშინ, ორი წლით ადრე!

შენ ვერ მიცანი,არ ვიცი-რაზე,
გამოვიცვალე ალბათ მე ძალზე!
ბოლოს დალანდე ვიღაცა გზაზე,
და გაემართე მისკენ იმ წამსვე!

მაგრამ არ ვიცი,რატომ ან რისთვის,
უეცრად შენ მე კვლავ შემომხედე!
გაოცებისგან შეჩერდი თითქმის,
მაშინ კი მივხვდი მიცანი,-რისთვის!

სწრაფად გაგშორდა ეს გაოცება,
და დამშვიდებას მიეცი სახე!
წავიდა გაქრა ეს საოცრება,
როგორც სიზმარი ოცნებით სავსე!

დაღამდა ირგვლივ თან ჩამობნელდა,
და შუაღამე მოიწევს ნელა!
რა საოცარი ყოფილა ვხედავ,
ღამე ქალაქის ეს მყუდროება!

ვარსკვლავთ სამყარო შემოჰფენია,
ცას ლაჯვარდოვანს და ნათელს დღისით!
ერთი მეორეს უციმ-ციმებდა,
ყველანი იყვნენ ურთიერთ ღირსნი!

შევყურებდი მათ,თან სევდიანი,
შველას ვითხოვდი თვალ-ცრემლიანი!
ვარსკვლავი ღამე ანათებს იცით,
გამთბარი მისგან კი არვინ იცის!

გზანი,გამიშრა სახეზე ცრემლთა,
მათ მიატოვეს თვალთაგან დენა!
ცად ვარსკვლავებმა შეიკრეს პირი
და მიმატოვეს უეცრად ყველამ!

დღე კვლავ თენდება მზით,მშვენიერი.
და გაგრძელდება ცხოვრება გზებით!
სადმე გაიგებ, ან ვინმე გეტყვის,
კაცი მომკვდარა თურმე იქ სევდით!

თავი დაედო საბრალოს ქვაზე,
გუბე ყოფილა პატარა მასზე!
სახეს დაჰკრავდა ღიმილი მწარე,
გუბე ყოფილა ცრემლებით სავსე!

ბევრჯერ დასცვივდა ფოთოლი ჭადარს,
ღამეებს შეცვლის დღე ბედნიერი!
შენ მე ვერასდროს ვეღარ შემხვდები,
და გამიხსენებ ზოგჯერ,-დროებით!

ჩემს განუხორციელებელ სიყვარულს,ესეც საჭიროა ზოგჯერ რომ საბოლოო სიყვარულს მიაგნო გ.ს
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს განყოფილებაში :)
ძალიან ლამაზი ლექსია "საღოლ"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
:cp:
ყივჩაღის პაემანი

ყურანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს,

ქსანზედ არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩები ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას


ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტავ ბადაგი არ დამელია
და იმ დრეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვრიე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიანს შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!


მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა ვხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...


მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არის
და დრო ახალი პაემანისა!..


გიორგი ლეონიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
წარსულლის კინო

ზოგჯერ შემიპყრობს ფიქრი უძირო,
ბოლო არა ჩანს ფირის!
მივექანები და კიდევ უფრო,
ვეღარსად ვხედავ ფინიშს!

წარსულზე ფიქრმა გული დამიღშო,
ქანცი გამიწყდა თითქმის!
ნუთუ ვერ ხედავ,რომ ჩემი გული,
კვლავ მის გარშემო ჩივის!

მივექანებით დაძველ ყვავილებს,
ფეხში უწყალოდ ვთელავთ!
როგორც სჩვევიათ ყეყეჩ რაინდებს,
წინ ვეღარაფერს ვხედავთ!

ყველა ყვავილი ერთხელ იხარის,
სიკვდილსაც ერთხელ ხედავს!
მსგავსია ბედი ადამიანის,
განგებას ასე ნებავს!

ცაშავებია შუაგული ბუხარს,
ისმის ჩუმ-ჩუმი კვნესა!
ამბობს:-არ გახსოვთ,რომ ამ ადგილას
ერთ დროს იწვოდა შეშა!

წინ რა მოგველის ,ძმარი თუ ღვინო,
სიხარული თუ შიში!
ვაი თუ ჩამქრალ ბუხარის სითბო,
სიბერეში არ გვიცდის!

აღმოცენდება კვირტი ახალი,
მზე შეეხება სხივით!
შეიპყრობს ალბათ უძირო ფიქრი,
ტყვე შეიქმნება მისი!

დე ყოველ ღამეს მთვარემ ანათოს,
დაჰბეროს თბილმა სიომ!
და ლამაზ სიზმრად ისევ ვიხილოთ,
ჩვენი წარსულის კინო!

კარგი იქნება თუ ესე მოხდება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ასეთებიც ვართ (სამწუხაროდ)

შემოწერა დედამიწამ,მზის გარშემო რკალი.
პოლუსიდან-პოლუსამდე დაუბერავს ქარი!
ძველებურად გაინათებს,სხივი სავსე მთვარის,
და მის შუქზე იჩურჩულებს მთის კამკამა წყალი!

მადლობა ვთქვათ და გულ-მკერდზე,გადვიწეროთ ჯვარი,
ღმერთს რომ ჩვენთვის შერჩენია,შევრდომების მადლი!
არ ჩამოდგა განკითხვის დღე,არ ჩმოკრა ზარი,
მიწაზე რომ არ დაკეტა მან სიცოცხლის კარი!

ეხლა დღე დგას სანატრელი,ნათელი დამხსნელი,
ერთი გულით თუ ვიქნებით დაემხობა ბნელი!
ეშველება სნეულ თიხას,იყვავილებს ნერგი,
სიყვარულის ზღვა გვექნება დასალევი ბევრი!

რა დავარქვა,იგავი თუ კიდევ სხვა სახელი,
მართლა ასე რომ არაა,რაა აქ სათქმელი!
ბევრი ასე რომ არ ფიქრობს,მიხვედრაა ძნელი!
ის კი არა იქნებ ჯობდა მომტეხოდა ხელი!

ზოგს აღმართში ქვა ეწევა,
თუ აქვს ამის ბედი!
ქრისტიანი თუ ხარ-მიტომ
იყავ მისი მხსნელი!
რატომ ფიქრობ,არა მქონდეს
ჯავრი მაგის მეტი!
მკერდში გული უნდა გედოს
არა ქვის სატეხი!

ქართულია და ამ ჭირით
სავსე დიდი ქვევრის!
მომვლელი და მეპატრონე
ჩვენ ვართ ერთად-ერთი!
შურისა და მტრობის გარდა
სხვა რა გვინდა მეტი!
ჯიბრისაგან მზად ვართ თითო
ვყლაპოთ შავი ბელტი!

ყველას პირველობა უნდა
ყველას სხვაზე ბევრი!
მეტად უნდა ქუხდეს ქვეყნად
ეს სახელი ჩემი!
არვინ არჩევს მტერს და მოყვარს,
თავზე გვადგას რქები!
ვინ დაეძებს ქვეყნის მოვლას,
თემია თუ ბერი!

რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას
ერთი კაცის ბედი!
ყველამ თუ კი არ ვიგემეთ
უფროსობის ხვედრი!
საქართველოს რას ეყოფა,
რას ეყოფა ერთი!
ყველა ქართველს უნდა ყავდეს
თავის პრეზიდენტი!

ესე და რა ვქნათ გ.ს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ჩქარი ფიქრი

ღამეა და სევდამ წამიღო,
დრო გაფრინდა სულ არ დამინდო!
მინდა ერთხელ ისევ დავიწყო,
ვცადო იქნებ,იქნებ დამინდო!

ცა მოშავდა თოვამ დაიწყო
ამიშალა შვება,-გამიქრო
შენმა თვალმა წინ-წინ გამისწრო
ავი შარა სავლად გამიდო!

გ.ს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
შემომეყარა ყივჩაღი

შემომეყარა ყივჩაღი
საზღვარს მუხრანის გზისასა,
პური მთხოვა და ვაჭმიე
ვურჩევდი თათუხისასა,
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.

ცოლი მთხოვა და ვერ მივეც,
მიმყვანდა სიდედრისასა.
ან კი ცოლს როგორ მივცემდი
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰხვია, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა,
შესტირა საბრალო ქალმა:
"ვაი, ცოლს ცუდის ყრმისასა."

მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო
ელვასა ჰგვანდა ცისასა.
მაგრამ დაუცთა მუხანათს,
ვენაცვლე მადლსა ღვთისასა,
ახლა მე შემოვუქნივე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.

გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც მომიხვდა ქვიშასა,
არ იყო ღირსი, მოშორდა,
ცქერას ნათელის მზისასა,
აქეთ მე ვკვდები, იქით ის,
ქალი წავიდა სხვისასა.

ხალხური
:ci: :ci: :ci: :ci: :ci:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიტყვა არ წამოგცდეს რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხელე,
ოღონდ არ წამოგცდეს რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუხრებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხელე,
ოღინდ არ გაბედო,- რომ შენ დაიღალე !

გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მოჩვენება

როს ჩამოჯდება დაქანცული მზე ზღვის კალთაზე,
და მეწამული ტალღა მისით აანთებს სანთელს!
როცა ბინდდება,ღამე მოდის სინათლის კვალზე,
დღე უძლურდება,უკანასკნელს დაითვლის წამებს!

დრო დაწყნარდება და ტრფიალის ამოვა მთვარე,
ნაზი ტალღებით ზღვა კვლავ კოცნას დაუწყებს ნაპირს!
კვლავ აგორდება ფიქრი შენზე,ვერ დავამთავრე,
გასავლელ გრძელ გზას მიჩვენებს ისევ ის თავისს!

სანამ არწმუნოს უსასრულოდ გულმა ეს თვალი,
რომ გზის ბოლოში შენ მელი მართლა და არა ლანდი!
სანამ აუნთოს,ოცნებამ ბნელში დაკარგულს კვარი,
იმედმა მიცნოს და იქნება გამიღოს კარი!

რაღას აყოვნებ ,ზღვა მეხება,მამხნევებს ამით!
ნაპირს მიჰყევი,ხომ ამჩნევია მას სველი კვალი!
დაგიმეგობრდი და არ წავშლი მას ჩემი კალთით!
მესაუბრება ზღვიდან მე ვხედავ ლამაზი ქალი!

გავყევი უხმოდ.სიხარული მაქვს თოთო ,სულ ბავშვი!
ელვარებს გიჟობს,ჩემი ვარსკვლავი თამამად ცაში!
დამნებდი ვითომ,მხარზე დამადე ლამაზად თავი!
დაჰბერა სიომ და სიყვარულის ჩავჯექით ნავში!

აღელდა ვნება და ღვინოსავით შეისვას ლამის!
აიშვა რემამ,ძახილი ესმით შორითგან რაშის!
მოთმენას შერცხვა,რომ დაინახა მკერდი მან ქარვის!
შეეხო მას და უმალ ტყვედ იქცა ამ შმაგი ტალღის!

უეცრად შეწყდა ზღაპარი ღამის და უცაბედად მოვედი შენთან!
ისევ მაცდუნე,დამხვდი ლანდი,ვეღარ გიხილე გამხდარი ღმერთად!
გვერდით დავლანდე უცხო ყმის კვალი,შენთვის ის იქცა ალბათ დღეს კერპად!
ბედმა მაჩუქა მე შენი დარდი,გზად უნდა გავყვე მას სანანებლედ!

მოულოდნელად აზვირთდა ქარი,და დაუნდობლად დაჰბერა სევდამ!
მთვარეს მოადგა ღრუბელი შავი,მყისვე დაიწყო მან გამუქება!
კვლავ სინამდვილემ იჩინა თავი,ისევლე იგრძნო მან დიდი შვება!
ჩემი სიზმარი სულ სხვაგან გარბის,ჩემი სიზმარი სულ სხვაგან კვდება!

ბერდება ღამე,ვარსკვლავი ქრება.მთვარე შეღება მზის სხივმა თეთრად!
ნისლიან მთაზე რუ აღმოცენდა,ჩუმად იდინებს ზღვისკენ ცრემლად!
ცოდვილ მიწაზე ირეკლავს მზერას,თან გული უძგერს ძალუმად,ჩქეფად!
ქვიშიან ნაპირს რომ მიადგება,მას ზღვა ჩაყლაპავს და იგრძნობს შვებას!

ალბათ ყველა მამაკაცს უნდა ჰყავდეს მიუღწეველ ლანდად ვინმე,ისე ცხოვრება უმარილოა g.s

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
:cp:

ქალავ!

გულო, ოცნებას მალავ,
ცაო, ლურჯდება ზოლი.
ვაჟი: დაიცა, ქალავ!
ქალი: დაგიბრმა თოლი!


შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
არა!-ჩურჩულებს ქალი.
კარგი!-ამშვიდებს ვაჟი,-


თუნდა წაიყვა ჯოგი
კიდენ დამრჩება მრავალ,
ბროლ-ღიიკასაც მოგი,
როცა ქალაქში ჩავალ.


გალაქტიონ ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
GAGA

ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ლექსებია, იცი კიდევ რა მომეწონა, ბოლოში მინაწერები....
ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ხშირად მკვებავს ლამაზი ლექსებით, ის ადამიანი ძალიან მგრძნობიარე სულის არის, მაგრამ როგორც მამაკაცებს სჩვევიათ, ამას არ ამჟღავნებს, როცა შენს დადებულ ლექსებს ვკითხულობდი, ვიგრძენი, რომ შენც განსხვავებული იქნები, ასეც რომ არ იყოს , იხარე ჩემო კარგო... ლექსებში ძალიან ხშირად ადამიანი თავის თავს აჩვენებს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღრუბლები ნაფლეთად დაგლიჯა გრიგალმა,
მთვარე მიიცვალა ზეცის ყვრიმალებზე...
წაბილწულ ღამეებს მე აღარ გიმალავ,
მე აღარ გარიდებ დაკბენილ ბაგეებს...

და მაინც შემომრჩა ბოლო ნატყვიარი,
დალურსმნულ დღეების ფერმკრთალი ანფასით,
მწუხრით დაბინდული თვალების ღრიალი,
ჩვენი დაღალული, შეშლილი ფანტაზმი.

მახსოვს, იანვარი ქალაქს მიეძალა,
სანამ არ მოიკლა მზემ თავი ლოგინზე...
და შენ წინ ფიქრები ურცხვად დამეყარა,
ურცხვად ვიგონებდით სხვადასხვა ტყუილებს.

მერე კი წავედით ჩუმად და უსიტყვოდ...
დღეს აღარ გიმალავ ტანზე ნათითურებს,
შენც აღარ განაღვლებს, თუნდაც გიღალატო,
თუნდ, ერთხელ, ქალური აღმომხდეს სისუსტე.

ღრუბლები ნაფლეთად დაგლიჯა გრიგალმა,
მთვარე მიიცვალა ზეცის ყვრიმალებზე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიცრუე უფრო ადვილია,
სიმართლის თქმაა ძნელი.
ისმინო უფრო ადვილია
გაგებაა ძნელი.
გული მატკინო ადვილია,
მორჩენაა ძნელი.
დამკარგო უფრო ადვილი,
პოვნაა მერე ძნელი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
როდესაც მცდიდნენ და ეჭვით მკითხეს,
რას ვამჯობინებ, მძლავრს რომელ სითხეს,
ვეკუთვნი რომელს სახელდობრ ბანაკს,
ვსვავ ორში რომელს ღვინოს თუ არაყს.
მე ვუპასუხე, ჯერ იყოს ვისაც,
რომ გააჩნია ეგ მიზეზს სმისას,
თუ მაგალითად კაცს შევხვდი კაცურს,
თუ გულს უხარის ვსვავ ყურძნის ნაწურს
ღმერთო შენ მოგვეც მიზეზი ლხინის,
ვარ რა თქმა უნდა ბანაკში, ღვინის
ხოლო თუ ლხინის მიზეზი არ ჩანს,
თუ გულში ვიღაც აბრუნებს ხანჯალს
ან უფერული დღეების წყება
ერთმანეთს ებმის, რაც ხშირად ხდება,
მაშინ, როგორც რამ სატკივრის წამალს,
ანუ ძილისას, მათრობელს ფრთამალს,
ვსვამ კოკობ ჭიქით იისფერ არაყს
და წუთისოფლის მივტოპავ ტალახს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
GAGA

ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ლექსებია, იცი კიდევ რა მომეწონა, ბოლოში მინაწერები....
ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ხშირად მკვებავს ლამაზი ლექსებით, ის ადამიანი ძალიან მგრძნობიარე სულის არის, მაგრამ როგორც მამაკაცებს სჩვევიათ, ამას არ ამჟღავნებს, როცა შენს დადებულ ლექსებს ვკითხულობდი, ვიგრძენი, რომ შენც განსხვავებული იქნები, ასეც რომ არ იყოს , იხარე ჩემო კარგო... ლექსებში ძალიან ხშირად ადამიანი თავის თავს აჩვენებს....
დიდი მადლობა :) კი ნამდვილად ესეა ბიჭი იშვიათად თუ გამოხატავს ხომე მწუხარებას სევდას და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში ცდილობს რომ ეს არ დაანახოს საყვარელ ადამიანს. ლექსებს რაც შეეხება გეთანხმები ნამდვილად თავის თავს გამოხატავს ლექსში მისი ავტორი :)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მარტოობა

ვდგევარ ფანჯრის წინ,გარეთ ქარი ქრის,
ჟამს შემოდგომა ხვეტავს!
სველი სარკმლისთვის,წვიმას თავის მხრივ,
სიცივე მიუძერწავს!

კვნესა მოისმის,გზიდან მხმარი ხის,
გრძნობს ტკივილს აუწერავს!
წასაქცევია განა არ იცის,
სიბერე მასაც კვებავს!

მარტოა ისევ,ამას განიცდის
შიშმა მოიცვა მძიმედ!
არ უთხოვია შველა არვისთვის
ოდესღაც ლაღს და ძლიერს!

იცხოვრა მწირედ,უცქერდა სივრცეს!
სიხარულს გრძნობდა მცირეს!
მხარი უდვია მისი მხარისთვის,
მდიდარ კაცსა თუ მშიერს!

უცლიათ ჭიქა ლოთებს-დარდისთვის,
აქ უთევია მწერალს!
შეყვარებულნი მის ქვეშ ხალისით
ემალებოდნენ მდევარს!

ქარი კვლავ დაჰქრის,ძმაა ქალაქის,
ქუჩებს ფოთლებით პენტავს!
დრო გააჩერეთ,მას გზა წაართვით!
გამხმარ ხეს ვიღაც ხერხავს!

შეიძრა მძიმედ,დაემხო პირქვე,
ხმელ ტოტს სიკვდილი ტეხავს!
გაფრინდა სული,შორს ალბათ უკვე
გაცრეცილ ღრუბელს წეწავს!

მუქდება სივრცე,დაღამდა თითქმის,
ბინდი შიშის ზარს თესავს!
ბნელში ნათურა დაიწყებს ციმ-ციმს,
დემონის თვალი ელავს!

დაობლდა ქუჩა,მთვარეს-მუდარა
მისი უსიტყვოდ ესმის!
სველ ქვაფენილებს სევდა ესტუმრა
ცრემლიან ისრებს ესვრის!

ხის ძირთან გლახა შეყოვნდა,
ჩუმი ხმა არღვევს დუმილს!
წუთი სოფელის უიმედობა
ჩანს უთრევია ზურგით!

წახდა,-მხნეობა,აღარ შემორჩა,
ოცნებას იპყრობს მითი!
აღარ სჭირდება მას შეგონება,
რომ არის ქვეყნის ტვირთი!

ვდგევარ ფანჯრის წინ,სევდა კი მძიმედ,
აწვება სარკმლის მინებს!
ბნელეთში ვისვრი მე თვალის ჩინებს,
მინდა მოვნახო ვინმე!

გ.ს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი