↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts48
კარმა49
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა "sosoias ruso" შოთა ნიშნიანიძის ლექსებისათვის.მეც ძალიან მიყვარს შოთას ლექსები.აი ერთ-ერთი მათგანი:
კლინიკური სიკვდილის შემდეგ
-უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი.
ასე ამბობდა ერთი კაცი,სიტყვით ქველობდა.
-კაცო,არავინ არ გამიღო სამოთხის კარი
-შენ თვითონ ხარო სამოთხიდან-საქართველოდან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
მუხრან მაჭავარიანი

საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...
მეთხუთმეტე კაცად შევიდა...

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ...
ოჰ...
ოჰ...
ოჰო!... –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

...მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!

5 წლის ვიყავი ეს ლექზი ზეპირად რომ ვიცოდი. ეხლაც სიგიჟემდე მიყვარს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
ახლა მარტია,აპრილი რომ მოვა უფრო მეტს გეტყვი.
მაინც რაღაც მინდა გითხრა,
ეს რაღაც ტყის გიჟ მდინარეს ქვია,
მთის ველურ ყვავილს ქვია,
მაგრამ ჩემშია ჩემში
ან გამაგიჟებ ან ჭკუიდან შემშლი.
ახლა მარტია,აპრილში მართლა ყველაფერს გეტყვი.
რა გითხრა ამის მეტი,
მომენატრები და ავტირდები,
სხვასთან წახვალ და მოგიკვდები,
დაბრუნდები და გავგიჟდები სიხარულისგან.
თუ გეყვარები მეც მეყვარები,
თუ არა მაინც მეყვარები.
ქვეყნად არავინ დაღუპულა იმედისაგან,
დაგელოდები,
ყველაზე დიდი იმედებით
დაგელოდები
და თუ გავგიჟდი,გავგიჟდები
მონატრებისაგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩვენთან არს ღმერთი!

ვცოდავთ და ვცოდავთ,
ყველანი ვცოდავთ,
ნუ გვეჩვენება ცოდვები ცოტად!
მონანიება უნდაო ცოდვას
და არა მარტო ზერელედ ლოცვა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენ თუ ვართ ღმერთთან?
ვიკითხოთ ერთი-
გიჟთან თუ ბრძენთან.
ჩვენ ვიყოთ ღმერთთან,
ჩვენ ვიყოთ ღმერთთან!-
ღმერთი ყოველთვის იქნება ჩვენთთან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთხელ გახსენე!
მე გუშინ კიდევ ერთხელ გახსენე,
ჩემი აზრიდან გადაგაშენე!
ადრე ოცნების კოშკი ვაშენე-
შენ რომ არაფრით არ დაამშვენე.
მე გუშინ კიდევ ერთხელ გახსენე
და ჩემი გრძნობის ძეგლად გაშენე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
აი ამ ლექსს თიკინას ვუძღვნი. :mq:

წამოდი ჩემთან

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
შენ გარჩიე
(ეს ლექსი ერთ დროს დაუწერე,ერთს როცა მე მასზე შეყვარებული ვიყავი)

მე არა ვართამარ დედოფალი
და არც გმირი შუშანიკი ქალი,
მხოლოდ მე ვარ შენზედ წამებული,
დატანჯული სიყვარულით მთვრალი.

მე არა ვარ შოთა რუსთაველი,
გალაქტიონს არ ვედრები არა
მე უბრალოდ სიყვარულზე ვმღერი,
შენი ერთი გაღიმებაც კმარა.

მე არა ვარ ნიკო ფიროსმანი,
მხატვარივით მე სულ არა ვხატავ.
მაგრამ მაინც წმინდანების ნაცვლად,
შენ გარჩიე მხოლოდ შენ დაგხატავ.

ჩემი საკუთარი ლექსია ეს და ასეთები კიდევ უამრავი მაქვს დაწერილი და ყველა ერთნაირად მიყვარს, გამორჩეულად არ შემიძლია მიყვარდეს,იმიტომ რომ ყველა მომწონს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined30 May 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ მეშინია ვეფხვის და ლომის,
ლომის ვაზირის, მგელის!
არ მეშინია კისერში მწვდომის
არც ჯიქის, სისხლის მსმელის!
არ მეშინია სიკვდილის, რომელს
კაცი ყოველი ელის...
ცოტა შიში მაქვს იუდად მძრომის -
მაშასადამე, მელის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined30 May 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცოტა-ცოტა, ბევრი არა
ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა,
ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა-ცოტა ამატირეს
გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს
შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,
ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს
გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,
ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს
მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა
ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა,
მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,
უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . . ცოტა გადაიღო,
მოდი! მართლა გინატრე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined30 May 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
წუხელ სიზმარში მესიზმრა ქალი
მზის დავარცხნილი და ლურჯ თვალება.
თმებს უკოცნიდა უხეში ქარი,
მთლად სასწაული, ურცხვი, თავნება.
ყელზე ეხვია თეთრი მანდილი..
ქალი რა ქალი.. ქალი ჯოკონდა..
სულ ცოტა იყო ჩვენში მანძილი
და ხელით ღვინის თასი მოჰქონდა.
მივუახლოვდი და მთლად გავხევდი_
ასეთ სინაზეს არ შევხვედრივარ.
ყველა უძლეველ ძალას დავძლევდი
მაგრამ თითითაც არ შევხებივარ.
თითქოს გაიგო ჩემი სურვილი
და მკერდზე ოქროს შეიხსნა ღილი.
უცებ ვიგრძენი ჟინის წყურვილი,
მომაკვდავივით გამიშრა პირი.
მომიახლოვდა ავსული ქალი
და ეჭვიანად შორეთს გახედა.
მაგრად დავხუჭე ორივე თვალი..
მან კი მიბრძანა თვალის გახელა..
წუხელ სიზმარში ქალი მესიზმრა,
სიზმარი იყო თუ აგონია.
გამოღვიძებულს ერთი მენიშნა_
ბედი სიზმრადაც არა მქონია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ყვავილი
ქუჩაში დავარდნია ვიღაცას ყვავილი,
ასვალტის მტვერი და ჭუჭყი დასდებია.
მის ფურცლებს სიცოცხლის წამი შეშრობია,
ყვავილი ოცნების ფიქრების ფერია.

მივედი ჩავცუცქდი მის ახლოს,
სურნელს კვლავ აფრქვევს ჯერ კიდევ ცოცხალია.
თავი დაეხარა ძირს მიწას დაკვროდა,
თან თითქოს ამბობდა,ჩემი რა ბრალია,
გოგოს სხვა უყვარდეს,ბიჭი მას ეტრფოდეს,
უძილოდ ათევდეს ღამეებს მთვარიანს.
ყვავილი აჩუქოს,გოგომ არ მიიღოს,
ქუჩაში დააგდოს,ჩემი რა ბრალია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
*******
მე შენთან მოვალ აპრილის თვეში
როცა სამოსი ასკდება კვირტებს,
ატმის ყვავილებს გავიბნევ თმაში
მხრებზე შევისვამ ღაბუა ჩიტებს.
მე შენთან მოვალ ადრიან დილით
როცა სინათლით გული ივსება,
მოვალ,მოგიტან იების ღიმილს
ნაკადულების აკისკისებას.
მოვალ,სიცოცხლეს ვიგრძნობ ნამდვილად
სულში ჩადგება სინათლის სვეტი,
მე ქვეყანაზე შენით დავდივარ
რა უნდა გითხრა ამ ლექსის მეტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
********
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს
რომელიც არასოდეს ახდება,
იმ ნატვრას,იმ სიყვარულს
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს,იმ ცრემლებს გაუმარჯოს
ბალიშზე მწუხარებისგან დადებილს,
იმ წუხილს,იმ სევდას,იმ შეცდომას,
ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
ყველაფერ იმ გრძნობას გაუმარჯოს
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია,
იმ ვაჟს,იმ გოგონას გაუმარჯოს
ვისაც ეს ტკივილი უგრძვნია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
ცოტა-ცოტა, ბევრი არა
ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა,
ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა-ცოტა ამატირეს
გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს
შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,
ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს
გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,
ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს
მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა
ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა,
მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,
უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . . ცოტა გადაიღო,
მოდი! მართლა გინატრე
გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს
შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,
ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს
გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,
ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს
მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა
ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა,
მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,
უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . . ცოტა გადაიღო,
მოდი! მართლა გინატრეაუ რა ლამაზია მარტლა კარგი ლექსებია შენ დაცერე?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი