↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
********
ეხლა მარტია,აპრილი რომ მოვა უფრო მეტს გეტყვი.
მაინც რაღაც მინდა გითხრა
ეს რაღაც ტყის გიჟ მდინარეს ჰქვია,
მთის ველურ ყვავილს ჰქვია,
მადრამ ჩემშია,ჩემში,
ან გამაგიჟებ,ან ჭკუიდან შემშლი.
ახლა მარტია,აპრილში მართლა ყველაფერს გეტყვი.
რა გითხრა ამის მეტი,
მომენატრები და ავტირდები,
გაძაგებენ და ავყვირდები,
სხვასთან წახვალ და მოგიკვდები,
დაბრუნდები და გავგიჟდები სიხარულისგან.
თუ გეყვარები მეც მეყვარები,
თუ არა,მაინც მეყვარები.
ქვეყნად არავინ დაღუპულა იმედისაგან,
დაგელოდები,
ყველაზე დიდი იმედებით
დაგელოდები
და თუ გავგიჟდი,
გავგიჟდები_მონატრებისაგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს<
ვისი ცხოვრების გზა შვეულია<
ვისაც არასოდეს გაუმართლა
მაინც სიხარული შეუძლია .
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის
ვინც ამ ქვეყანაზე ეულია
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისა ცხოვრების გზაც მწუხარეა
ვისაც არასოდეს ეღიმება
სხვისი ღიმილი კი უხარია
ვისაც შეუძლია ატირება
მზით და სიკეთით მდიდარია
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც ერთსულოვნად შეუძლია .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
მოთქმით გოდება
ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო,
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წარმწყმედლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა,შენსა უფალო იესო.
ვაი რა კარგი საჩინო,რა ავად მიგიჩნიესო,
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს,გულში ვერ დაგიტიეს
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი დანაბნიესო,
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი,საბელი მოგახვიესო,
მაგრა შეგიკრეს ხელები,უფალსა არა გთნიესო,
ავაზაკზედა გაგცვალეს,ბარაბა მათ ირჩიესო,
ურიკო სიტყვა შეგკადრეს,გაგლანძღეს,გაგათრიესო,
ბრალი ვერ გპოეს,დაგსაჯეს,პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდითხიესო,
ხელ_დაბანილთა შოლტი გცეს,მსხვერპლს სისხლი შეურიესო,
დაგადგეს ეკლის გვირგვინი,გოლგოთას მიგიწვიესო,
წყალი ითხოე,მოგართვეს,ძმარში ნაღველი რიესო,
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
მოგკლეს უბრალო ბრალითა,ქვეყანა შეარყიესო,
მზე დანაბნელეს,მთვარეცა,ვარსკვლავნი დააფრქვიესო,
ჯვარით გარდმოგხსნეს,წაგგვარეს,ტილოში გაგახვიესო,
დაგმარხეს,მკვდარსაც არ გენდნენ,გარს მცველნი შემოგხვიესო,
ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა,უფალო იესო!
არ ვიცი,რად ჰქმნეს უგბილთა,ავი რა შეგამჩნიესო,
მკვდარს აღუდგენდი,კურნევდი კეთროვანს,წყალ_მანკიერსო,
ბრმას თვალს უხელდი,ცისცისად არჩევდი ეშმაკიერსო,
უტყვს ენას სძღვნიდი,ყრუს_სმენას,საპყართა_სვლას შვენიერსო,
პურს მცირედ დიდად,წყალს ღვინოდ უქცევდი_ჭამე,სვი ესო,
ამის მეტს არას ეტყოდი:ესევდით ღმერთს ზეციერსო,
მშვიდად ცხოვრობდით,ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო.
გაიკითხევდით გლახაკთა,ასმევ_აჭმევდით მშიერსო,
რასაც კეთილს იქთ,ღმერთი თქვენ მოგაგებსთ მის მაგიერსო,
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი:ხორციელს და ხმიერსო,
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო,
ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა,უფალო იესო!...
/დავით გურამიშვილი/

ქართველებო თითეულ თქვენგანს გჩუქნით ამ ლექსს,გკოცნით და გეფერებით,ძალიან მიყვარხართ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.

“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!

”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა! :az:

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
che წერს:
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ.
ო. რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე, შენი მუქარა
გაჰყვა შარშანდელ ქარს.
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვისლ ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ.
მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა, თქვას!!!

:na:

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
**********
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი_ჩუმით ჰქროდა.
ვიწექ,რომელიღაც ბალახს
უცბათ_ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა_
თას სურნელოვან შვავში
ბალახს_ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის,_ცისფრის ანუ თეთრის_
სუნი_საზოგადოდ ქალის,
სუნი_საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო!ღმერთო!მე სულ ველი,
სიკვდილს_შენ მაცოცხლო ვინძლი,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!
/მურმან ლებანიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ უნდა ცისფერ ღრუბლებთან იწვე
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს
გაიღოს უცებ სამოთხის კარი
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი
რა სჯობს სიმღერა თუ წყვილი ცრემლი
სად სჯობს მიწაზე თუ მიწის გარეთ
მზე მზეზე უფრო დიდი და ცხელი
მთვარე მთვარეზე მაღალი მთვარე
და ცა!ღმერთების ცისფერი ჰოლი
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით
მოდიან,მაგრამ მიდიან წამსვე
ბოლოს და ბოლოს ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინყსს,ნაძვსა და ღოღოს!
სიყვარულისთვის!კარგო,ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია შენ გერქვას ცოლი-
შენ უნდა ცისფერ ღრუბლეთან იწვე
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეურლეს დუელში ვიწვევ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები
შვენებით მოჰგავხარ სალი კლდის ავაზას,
შენ, სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ლოცავენ შენ სავალ ბილიკებს
რამდენჯერ ვევედრე "ლაშარს" და "კოპალას"
რომ დაგიბრუნებდა აპრილებს გაფრენილს,
რომ მოგიტაცებდი თეთრსა და ლურჯ თვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს,
იცოდე დღეიდან არ შემხვდე მზექალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით
შეგხვდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
ქარს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით,
და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს
ვეწვევი გავხდები სალი კლდის ხიზანი
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი
ქალი რომ დალალებს გაგიშლის,
შენ ჰგავხარ ნესტანს და თამარ ქალს,
დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს
და მერე ყაჩაღი დამარქვას!!!

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
გიორგობის თვეში, გულს გაუდის რეჩხი,
გინდ ყოფლხარ იმერეთში გინდა სამოთხეში!

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
რა დამაძინებს...რა დამაძინებს...
უსაშველოა წუხილი ჩემი.
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე,
იმედისა და ოცნების გემი.

ვერ დამათრობდა კარგი თამადა
ერთი შეხედვით შენ რომ დამათვრე,
რატომ შემხედე ასე თამამად,
თავლები რატომ შემომანათე...

მას მერე ჩემთვის ყველგან ღამეა,
და ყოველ წუთას უფრო ღამდება,
ჩემი სიმღერაც განა რამეა,
ოღონდ ეგაა– არ დამთავრდება!

რა დამაძინებს... რა დამაძინებს...
უკვე მეძინა მე ჩემი წილი...
მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ–
არ გეღირსება შენც მშვიდი ძილი!

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო,
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არა ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე ცოლ-შვილს გავეყარო,
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ უნდა დამეხმარო.

ხოლო ციცუნია ტოლებში დაჰქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს რომ უკვე დიდია.

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში-
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო,
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ვწევარ და ვუსმენ, ქარია გარეთ,
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ,
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე ,როგორ აჭედებს ლურსმნებს,

სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი,

ახლა მჭირდები....შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს...
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით!

სად გაქრი...საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი....სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში,

საქრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ჩემი ვნებების,
მე ყოველ ღამეს – შენი ხმით სავსეს–
ვხვდები ცახცახით და გულისცემით,

მაგრამ შენ სად ხარ..ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ;
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმენებს!

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

• • •

ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.

_________________
[color=#FF0000:1mpe8ic7]არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს[/color:1mpe8ic7]
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი