↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რამდენად გვაქვს ქართველებს პოლიტიკური კულტურა თანამედროვეობიდან გამომდინარე...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 18 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
.....პოლიტიკური კულტურა ყოველთვის ასოცირდებოდა იმ ღირებულებებთან და მრწამსთან რაც გარკვეული საზოგადოებისთვის იყო მისაღები,თუმცა ეს უფრო ადრეულ პერიოდში....ახლა უკვე პოლიტოლოგები ამ ტერმინს მიაკუთვნებენ ხალხის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ისეთ ფენიომენებთან მიმართებაში,როგორიცაა პარტია,მთავრობა,კონსტიტუცია,ის,თუ როგორ გამოიხატება ყველაფერი ეს მრწამსში,ღირებულებებსა და სიმბოლოებში_სწორედ ასე ხსნის ერთ_ერთი სახელმძღვანელო პოლიტიკურ კულტურას...მგონი საკმაოდ საინტერესო და საკამათო თემაა:რამდენად ვართ ქართველები ამ მხრივ აქტიურები ან საერთოდ გვაქვს კი ეს პოლიტიკური კულტურა,მაშინ როცა ხშირად არც კი ვიცით ვის მივეცით ხმა უბრალოდ ლიდერი მოგვწონს იმ პარტიის,ვამბობთ "....შვილს(ძეს)" მივეცი ხმაო",თუმცა არც კი ვიცით რას გვთავაზობს ეს "...შვილი(ძე)",თუმცა ეს მხოლოდ მცირედია რაც შეიძლება მაგალითისთვის დასახელდეს....იმედია ვინმე წაიკითხავს და გამოხმაურებაც იქნება,მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი...გმადლობთ :smilie:...ხო კიდევ ვთვლი რომ საკმაოდ ბევრი საკითხია პოლიტიკაში,რაზეც კარგი დისკუსიები იქნებოდა,მიკვირს რატომ არავინ დებს თემას:) :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
გამარჯვებათ! თემა ნამდვილად კარგია, სალაპარაკოც ბევრი გვაქვს ქართველებს პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ქართველობა ჯერ-ჯერობით მეცნიერული პოლიტიკიდან შორსაა. ჩვენს პოლიტიკოსებს პოლიტიკურ დისკუსიამდე მისასვლელად უღრანი ტყე აქვთ გასავლელი. მე მათ ამ ტყის მშვიდობიანად გავლას ვუსურვებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
აქ ძირითადად საზღვარგარეთ მყოფი ქართველები შემოვდივარტ. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვიცლი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე თვალის დევნებას, ალბათ ბევრია ასეთი.შეიძლება იმიტომაც არაა ეს თემა აქტუალური

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
საქმე იმაშია, რომ ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ დაგვანაყრებს, ხალხმა უნდა გამოიმუშაოს თავისი შრომით. პრეზიდენტმა კი უნდა შეგვიქმნას მხოლოდ პირობები. პირობების შექმნას კი წინ უდგას გაზულუქებული და გადაგვარებული პატარა ნაწილი ჩვენი ქვეყნისა, რომლებსაც არ უნდა დიდი შემოსავლების გადანაწილება გაღატაკებული მოსახლეობისათვის. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ უკვე გვასწავლეს ბავშვობის დროს "საზიზღარი" კაპიტალისტების მაგალითზე. მათთან ბრძოლა კი ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:dn:ვეთანხმები იმ აზრს,რომ ბოლო 20 წელმა ჩვენს აზროვნებაზე და ზოგადად პოლიტიკურ აქტიურობაზე დიდი გავლენა იქონია,მაგრამ ყველ;აფრის ამაზე გადაბრალებაც ცოტა არ იყოს და თავის მართლებასავითაა...ალბათ თვითონ პოლიტიკოსებსაც აკლიათ ამ მხრივ განათლება....თუ ისევ პოლიტიკურ კულტურას დავუბრუნდებით,მინდა ვთქვა,რომ საქართველოში ის ფაქტიურად არც არსებობს და თუ არსებობს ზალიან დაბალ დონეზე,რაც თუნდაც პოლიტიკოსების ქცევაშიც გამოიხატება,ისინი ორიენტირებულები არიან ოპოზიციური პარტიის "გამოჭერაზე" და ამით რეიტინგის აწევაზე :||:...საზოგადოებაც ძალიან პასიურია,არ არის დაინტერესებული იმით,მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში(რევოლუციებისა და .... გარდა),ხალხი გაუცხოებულია პოლიტიკასთან,არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ხდებოდეს,ხშირად კი სწორედ ასე ხდება....რას ვიზამთ დავიხვეწებით ალბათ,სხვანაირად არ ვიცი რა გვეშველება.... :confused:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined15 Jun 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
პოლიტიკური კულტურა ვერ იარსებებს, თუ პოლიტიკოსები და საერთოდ ხელისუფლება ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ იზრუნებს, სამწუხაროდ კი ჩვენს ქვეყანაში, მარტო იმაზე ფიქრობენ თუ თავიანთი ჯიბეები როგორ გაივსონ, სწორედ ამიტომ ამას ამბობს ხალხი "ავირჩევთ იმას ვინც არ გვაშიმშილებს "

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
პოლიტიკაოოოოოო აქაო და იქაო,გაუმარჯოს ჩინელებს,და კიდევ პოლიტიკოსებს,ურა ვაშა მრავალჟამიეროოოოოოოოოო,ჰაი ჰაი გენაცვალეთ ,ძლივს არ გამოცოცხლდა საითი :er: :biggrin: :biggrin:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined04 Dec 2006
Posts30
კარმა50
OFFLINEPROFILE
დაასახელეთ ისეთი პოლიტიკური მოღვაწე რომელიც არ გაკრიტიკებულა. მე ვერ ვასახელებ არ გამიგია. ამბობთ ხალხი უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ საქმიანობაშიო , არ ვეთანხმები, რადგან ყველა იდიოტი რომ ერევა იმიტომაა საქმე ცუდად. ქართველი ხალხი კიდე სხვანაირადაა აწყობილი, მუშაობა არ უნდათ, ყველა კაბინეტისკენ იწევს გაეგება რამე თუ არა. ფეხი რომ წამოკრან ქვას მთავრობაზე ილანძღებიან. ყველაფერს მთავრობა ვერ უშველის. გადასახადები არ მოსწონთ, ციხის კანონი მშობლებს არ მოსწონთ, თურმე იმიტომ რომ მობილურები აიკრძალა ციხეში. ოჯახიდან 3 საზღვარგარეთაა, მაგრამ გადასახადებს არ იხდიან,მრიცხველს აჩერებენ.ასე რომ რაც ხალხია ის მტავრობაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
მერე done ეგ ყველაფერი სწორედ ხალხში და საერთოდ საქართველოში არსებულ(თუ არსებობს) დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.დიახ მე ვთვლი ,რომ ხალხი უნდა იყოს აქტიური(ამაში პარლამენტის ირგვლივ ტრიალი არ იგულისხმება),რაც არანაირად არ ნიშნავს იდიოტების ჩარევას.....მე მაინტერესებს ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში,მაინტერესებს ის თუ რას მპირდება და რეალურად რისი გაკეთების უნარი და საშუალებები გააჩნია,უნდა ვიყო იმაში დარწმუნებული,რომ თუ არ მომეწონება უკვე ჩემს მიერ არჩეული მთავრობა,მე შემეძლება მისი ისევ და ისევ არჩევნების გზით შეცვლა,აი ეს არის ის,რაც საქართველოში ნაკლებად არსებობს,ესეც ჩვენდა სამწუხაროდ......კრიტიკა არანაირად არ გულისხმობს ადამიანის მიწასთან გასწორებას,რატომღაც ესეც პირიქითაა ჩვენთან :confused:...და აბსოლუტურად გეთანხმები,რომ ქართველი ხალხი მართლაც სხვაგვარადაა აწყობილი,ალბათ სწორედ ამიტომ არ არსებობს ის,რასაც პოლიტიკური კულტურა ქვია! :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
საიდან უნდა გვქონდეს პოლიტიკური კულტურა უკაცრავად და ბოდიში მომითხოვია საზოგადოებასთან, კულტურა ესაა წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სუბსტანცია რომელიც იხვეწება,რომელ კულტურაზე უნდა ვისაუბროთ 70 წელი სხვის დაკრულზე ვცეკვავდით, რასაც უნდოდა იმას გვაკეთებინებდნენ, კარგით რა ჩემი თემის ხელმძღვანელი (ასპირანტურაში)რომ დაიცვა დისერტაცია ლენინი და საქართველოს კომუნისტები, დაიცვა, მიიღო დოქტორის წოდება და ერთ კვირაში დაიშალა საბჭოთა კავშირი, ასე რომ არ მომხდარიყო ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა ამათი ფსევდომეცნიერული მოღვაწეობა, ძალიან ბევრი ვითომ მეცნიერი ვიცი მე მეცნიერებათა აკადემიაში რომლებიც წლების მანძილზე სათავეში ედგნენ ქართულ მეცნიერებას და, მერე საცოდავი შეურაცხყოფილი სახით გამოდიან და ამბობენ დაინგრა ქართული მეცნიერებაო, ესეც პოლიტიკაა, ყველაფერი პოლიტიკაა ჩემო კარგებო ხალხს ვინ მიგვიშვებს იქამდე რომ მართლაც ავირჩიოთ ვინც გვინდა თვალში ნაცარის შეყრაა, სულ ლიდერს ვეძებთ, რომ წინ წაგვიძღვეს, მაგრამ ახალი დავითი არ დაიბადება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Jun 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
kartvelebs saertod ar gagvachnia politikuri kultura,imitom rom elementaruli shesabamisi ganatleba ar gvakvs,amas clebi sjirdeba.chemi azrit chveni pol.kultura isetive axalbedaa rogorc sakartvelos damoukidebloba(vgulisxmob 90-ian clebs).es dro da vitarebastan tanamdevi procesia.chveni polotikis vai-ubedureba ki chvenive ambiciurobos bralia.kvela vpolitikosobt..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
lelka7 წერს:
kartvelebs saertod ar gagvachnia politikuri kultura,imitom rom elementaruli shesabamisi ganatleba ar gvakvs,amas clebi sjirdeba.chemi azrit chveni pol.kultura isetive axalbedaa rogorc sakartvelos damoukidebloba(vgulisxmob 90-ian clebs).es dro da vitarebastan tanamdevi procesia.chveni polotikis vai-ubedureba ki chvenive ambiciurobos bralia.kvela vpolitikosobt..
...გეთანხმები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
სრულიად გეთანხმებით,ისეთი ქვეყნები როგორებიცაა;ინგლისი საფრანგეთი გერმანია, რომლებმაც კარგად იციან როგორ უნდა წარმართონ პოლიტიკა როგორც საგარეო ასევე საშინაო, შეუძლიათ ისაუბრონ პოლიტიკურ კულტურაზე, აქვთ და იმიტომ,არავინ ესხდათ თავზე,ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, შეცდომას ყველა უშვებს, ბატონო ჰიტლერი ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული, დანარჩენი თქვენც იცით, ამბიციაა რომ გვღუპავს ჩვენ,მაგრამ აქ მოქმედებს სხვა ფაქტორებიც, რომელზედაც საუბარი შორს წაგვიყვანს, შემოგთავაზებდით ერთ თემას სათაურით "მასონიზმი არსებობს თუ არა ხსნა და საით მიგვაქანებს"აი მერე ვისაუბროთ უფრო გლობალურად, ვინც ამ საკითხში მეტნაკლებად გარკვეულია დამეთანხმება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts151
კარმა58
OFFLINEPROFILE
არიან კი საქართველოსში პოლიტიკოსები...............

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
lelka7 წერს:
kartvelebs saertod ar gagvachnia politikuri kultura,imitom rom elementaruli shesabamisi ganatleba ar gvakvs,amas clebi sjirdeba.chemi azrit chveni pol.kultura isetive axalbedaa rogorc sakartvelos damoukidebloba(vgulisxmob 90-ian clebs).es dro da vitarebastan tanamdevi procesia.chveni polotikis vai-ubedureba ki chvenive ambiciurobos bralia.kvela vpolitikosobt..
მართალი ხარ :) ზუსტად ის ამოვიკითხე რის დაწერასაც ვაპირებდი :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 18 posts ] 
რამდენად გვაქვს ქართველებს პოლიტიკური კულტურა თანამედროვეობიდან გამომდინარე...
დესპანი