ვირტუალური სიყვარულის ნამდვილად მჯერა. რამოდენიმე წლის წინ ჩეთში შევხვდი ახალგაზრდა მამაკაცს, მერე საუბარი მესენჯერში გადავიტანეთ, რამოდენიმე ხნის შემდეგ ტელეფონით საუბარი დავიწყეთ. საოცარ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობდით, საერთო ძალიან ბევრი აგმოგვაჩნდა, ძალიან მხიარული ტიპი იყო, საოცარი იუმორის გრძნობა ქონდა. ულამაზეს , ძალიან რომანტიულ წერილებს მწერდა. ერთმანეთის მიმართ სერიოზული გრძნობები გაგვიჩნდა, ერთმანეთის წარმატებები გვიხაროდა, და პრობლემებზე ერთად ვწუხდით. ასე გრძელდებოდა დაახლოვებიტ ერთი წელი. დიდი პრობლემა ჩვენს შორის იყო მანძილი, სხადასხვა შტატში ვცხოვრობდით, ერთმანეთისგან ძალიან შორს. რამოდენიმეჯერ შემომთავაზა ჩამოვალ და გნახავო. ბუნებით ძალიან გაუბედავი ვარ, არ ვიცი ამის გამო თუ უბრალოდ ყველაფერი ბედია, სასტიკად ვიუარე, ჯერ არა , დრო არ მაქვს თქო. რამოდენიმეჯერ მისამართი მთხოვა, ყვავილებს გამოგიგზავნიო, ესეც ვიუარე. ერთ საგამოს დამირეკა, სერიოზული საუბარი მინდა გვქონდესო, მთელი საათი სიყვარულს მეფიცებოდა, მეუბნებოდა თუ როგორ ოცნებობდა ჩვენს მომავალზე, როგორ ცხადად წარმოედგინა ჩვენი პატარა, მყუდრო ოჯახი, რომ საუკეტესო მეუგლე და მეგობარი იქნებოდა ჩემთვის, ბოლოს მთხოვა პასუხს ეხლავე არ გთხოვ , ერთ თვეში ჩემს მეგობარს ქორწილი აქვს ,მე მისი "ბესტ მენი" ვარ და ძალიან მინდა შენ მახლდე გვერდით, ბილეთს გამოგიგზავნი და ჩამოდიო. დაგირეკავ და პასუხს გეტყვი 2 დგეში , დავპირდი მე. მარა აგარ დამირეკავს...და მას შემდეგ აგარც მისგან არაფერი მსმენია.
ამჟამად მყავს მეუგლე, დიდებული ადამიანია, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ მასთან, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ხანდახან მაინც მახსენდება ეს "პატარა ინტერნეტ რომანსი" და ვფიქრობ დროის უკან დაბრუნება რომ შეიზლებოდეს ალბათ აუცილებლად შევხვდებოდი, ერთხელ აუცილებლად ვისურვებდი ჩამეხედა თვალებში იმ ადამიანისათვის.
აი ასეა.
