
მეც ჩავერევი დისკუსიაში ;) სიყვარული ჩვენი ცხოვრების არსია, უბედურია ადამიანი, ვისაც არ შეუძლია სიყვარული და ვისაც არასოდეს უგვრძნია თუ რა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ შენთვის უსაყვარლეს ადამიანსაც ისევე უყვარხარ, როგორც შენ და შენზე დღეში თუნდაც ერთი წამი ფიქრობს...
მე მზად ვარ უდიდესი სიყვარულისათვის, რომელიც თავისთავად გულისხმობს უდიდეს სიხარულს და ამავე დროს უდიდეს ტანჯვას და განცდებს ;)........ სიყვარულისათვის ბევრის გაკეთება შეიძლება....ამაში ახალი არაფერია.
........ უკვე მიყვარს ერთი ადამიანი და ვიცი რა არის არის ეს გრძნობა ;) თუმცა, მიუხედავად ამ უდიდესი გრძნობისა და სიყვარულისა, ამ წამშიც რომ გავიგო ოჯახი ყავს, (თუმცა ვიცი რომ არ ყავს, და ამიტომაც მივეცი თავს უფლება ასე გამეზარდა სიყვარული,) მიუხედავად იმისა, რომ მასაც ვუყვარვარ, მე გავეცლები და მისი ცხოვრებიდან გავქრები ჩუმად . . . რომ არა ერთი გამონაკლისი, თუ რამენაირად აღმოვაჩენ რომ ცოლსაც არ უყვარს და არც თუ სახარბიელო ურთიერთობა აქვთ;) წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ქალი რომელიც ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდება, თუნდაც უნებლიედ და ამის აღმოჩენის შემთხვევაში უკან არ დაიხევს და არ შეაჩერებს, ჩემი თქმით, ცხოვრებამ ანალოგიურად უნდა დასაჯოს.................................. ;))
მომიტევეთ ასეთი სიმკაცრისათვის ;) ჩემი ჩვეული სტილია ;)))))))))))))))))