↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ბიზნეს გარემო საქართველოში

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 9 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
:cp:მოდით ამ თემაში ვიმსჯელოთ თუ რა უარყოფითი ფაქტორები უშლის ხელს საქართველოში ბიზნესის წარმატებულად განვითარებას. დესპანელების უმეტესობა იმყოფებით საზღვარგარეთ, და ალბათ გაქვთ ურთიერთობა ადგილობრივ ბიზნესმენებთან ან მოსახლეობასთან, მაინტერესებს რა უშლით ხელს საქართველოს ბიზნესში ინვესტიციის განსახორციელებლად?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:ვთვლი,რომ ყველა ქვეყნის ეკონომიკაშია საჭირო ინვესტიციების ჩადება,და ,განსაკუთრებით ეს ეხებათ ჩვენი ტიპის ქვეყნებს,სადაც ეკონომიკა არცთუ კარგ მდგომარეობაშია...მგონი ხშირად ჩვენ თვითონვე ვართ
ის უარყოფითი ფაქტორი,რომელიც ხელს უშლის საქმის წარმატებას,თორემ საქართველო იმდენად მდიდარია რესურსებით(მაგ,წყლის რესურსი,მსოფლიო ბაზარზე ყოველთვის იყო და იქნება ამისი მოთხოვნა,თან იყო კიდეც ამაზე საუბარი,მაგრამ ჩვენს ძვირფას ეკონომიკის მინისტრს ასეთი რამის განხორციელება რატომღაც ცისფერი ოცნება გონია,არადა აბსოლუტურად რეალურია),რომ თავისუფლად არის შესაძლებელი მათში ინვესტიციების ჩადებაც და დიდი მოგების მიღებაც,უბრალოდ რატომღაც საზოგადოება ხშირად სხვანაირად აღიქვამს ამ ფაქტს... :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
Zarios წერს:
:cp:მოდით ამ თემაში ვიმსჯელოთ თუ რა უარყოფითი ფაქტორები უშლის ხელს საქართველოში ბიზნესის წარმატებულად განვითარებას. დესპანელების უმეტესობა იმყოფებით საზღვარგარეთ, და ალბათ გაქვთ ურთიერთობა ადგილობრივ ბიზნესმენებთან ან მოსახლეობასთან, მაინტერესებს რა უშლით ხელს საქართველოს ბიზნესში ინვესტიციის განსახორციელებლად?
ჰმ, ჩვენებური არაპროფესიონალიზმი უშლით ხელს უცხოელებს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
მარიამ წერს:

არგუმენტები მარიამ. რას გულისხმობ არაპროფესიონალიზმში? ვითომ ქართველები არაპროფესიონალები არიან? საზღვარგარეთ თუ შეუძლიათ წარმართონ ბიზნესი პროფესიონალურ დონეზე, საქართველოში რა უშლით ხელს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემის აზრით პოლიტიკური დაძაბულობა გვიშლის ხელს. ხალხს ეშინია ომის. ისე, საქართველომ ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას უნდა მოკიდოს ხელი; რაშიც სამცუხაროდ ქართველ ხალხს გამოცდილება არ გააჩნიათ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
მე ვიტყოდი, რომ ტურიზმის განვითარება არის უმთავრესი ამ ეტაპზე...ამისათვის ძალიან ბევრია გასაკეთებელი ჩვენს ქვეყანაში, სულ მცირე მსოფლიოს დონეზე იმის გახმაურება, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, და რაც მთავარია ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო...

საზღვარგარეთ ინფორმაციის ნაკლებობაა საქართველოს შესახებ, მისი შესალებლობებისა და რესურსების თაობაზე და ამისათვის, ვფიქრობ, მეტი რეკლამის გაკეთებაა საჭირო, რომ დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ ინვესტორები...

ნინოჩკას მინდა დავეთანხმო, რომ წყლის რესურსი მართლაც ძალიან დიდია საქართველოში...რამდენადაც ვიცი 25 000 მდინარეა საქართველოში, მართალია, ყველა არაა წყალუხვი და გრძელი, თუმცა უმრავლესობა მთიან რეგიონშია და იძლევა საშუალებას ჰიდროენერგიად გარდაქმნისა და კარგი იქნებოდა ინვესტიციების ჩადება ამ სფეროში და ეგება ელექტროენერგიის პრობლემაც გადაჭრილიყო ერთხელ დასამუდამო
მაგრამ სადააა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
გეთანხმები Kizibi, ტურისტული ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია, და მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც დასაქმდება. ამისთვის კი პირველ რიგში მთავრობის ინიციატივაა საჭირო.
ჩემი აზრით საქართველოში ვითარდება მხოლოდ ის ბიზნესი, რომელსაც მთავრობა ლობირებს. (მეხედველობაში მაქვს მსხვილი ბიზნესი). მცირე ბიზნესში გარკვეულად სტაბილური მდგომარეობაა, რა თქმა თუ უნდა გადასახადებს დროულად გადაიხდი, და საბუთები წესრიგში გექნება. და თუ ბიზნესის გაფართოება მოინდომე ისევ ვინემე კარგი თანამდებობის ჩინოვნიკი უნდა ჩაიყენო წილში... :mad:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
Zarios წერს:
გეთანხმები Kizibi, ტურისტული ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია, და მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც დასაქმდება. ამისთვის კი პირველ რიგში მთავრობის ინიციატივაა საჭირო.
ჩემი აზრით საქართველოში ვითარდება მხოლოდ ის ბიზნესი, რომელსაც მთავრობა ლობირებს. (მეხედველობაში მაქვს მსხვილი ბიზნესი). მცირე ბიზნესში გარკვეულად სტაბილური მდგომარეობაა, რა თქმა თუ უნდა გადასახადებს დროულად გადაიხდი, და საბუთები წესრიგში გექნება. და თუ ბიზნესის გაფართოება მოინდომე ისევ ვინემე კარგი თანამდებობის ჩინოვნიკი უნდა ჩაიყენო წილში... :mad:
ნუ, ასეთია მწარე რეალობა :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
მე დავამატებდი, რომ გლობალიზაცია გვიშლის ხელს, ნინოჩკამ ახსენა წყლის რესურსი, ამაზე თუ ვინმემ უყურა გადაცემა ,,დროება"-ს მოისმენდა, რომ მარტო მუხრანის ტერიტორიაზე არსებულმა წყლის რესურსი საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში სამ მილიარდ დოლარს მოუტანს, წარმოიდგინეთ რამხელა თანხაა, იყო იმაზე საუბარიც ,რომ საქართველოს თითოეულ მოსახლეზე 250 000 ლარი ნ(თუ დოლარი) მოვა წელიწადში , მეორე ქუვეითად აქცევსო, სადაც გაჭირვებული და საშვალო ფენა აღარ იარსებებს, ქუვეითს შავი ოქრო აქვთ ნავთობის სახით, ჩვენ თეთრი ოქრო გვაქვს წყლის სახით,

მაგრამ რა გინდა რა , ვინ გაგახარებს, ყოველთვის განვითარებადი და ჩამორჩენილ ქვეყნად დაგტოვებენ სანამ ეს წურბელები იქნებიან, ცისფერი ოცნებაო, ამას უგნური ადამიანის მეტი სხვა ვინ იტყვის, არადა ამერიკელი მილიარდელები დაუფიქრებლად დებენ ამ პროექტში ინვესტიციას...

მაგრამ მსოფილოს წამყვან სახელმწიფოებს პატარა ერების ჩაძირვა და განადგურება უნდა, ეს ჩვენი მთავრობაც მწყობრში მიყვება მათ ნაბიჯებს,,,, საშინლად გულსატკენია
აბსოლიტურად გეთანხმები

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 9 posts ] 
ბიზნეს გარემო საქართველოში
დესპანი