↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თმაგრძელი და ჭკუამოკლე


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 53 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
არის ასეთი გამონათქვამი ქალებზე 'თმაგრძელი და ჭკუამოკლე'

როგორ ფიქრობთ, რატომ იყვნენ ქალები საუკუნეების განმავლობაში დაჩაგრული და ახლაც, ვითომ სრული თანასწორობაა, მაგრამ მაინც ითვლება რომ მამაკაცები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ქალები (ძირითადად ძლიერი სქესის წარმომადგენელნი ფიქრობენ ასე :biggrin:)

აქვე ერთი ანეგდოტი გამახსენდა:
შვილი ეკითხება დედას:
-დედა, რატომაა რომ მამას თმა არა აქვს?
- იმიტომ რომ ბევრს ფიქრობს, ჭკვიანია და გასცვივდა.
- მაშ შენ რატომ გაქვს ამდენი?
- აბა აბა, ენა დაიმოკლე !

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვითომ და მამაკაცი უფრო ჭკვიანია ქალზე? ვერ მივართვი! მითუმეტეს ქართველი ქალი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი ნიჭით, აქრიურობით, სინაზით და ოჯახის ქალობით. ჯერ მარტო თამარ მეფე გაიხსენეთ. ეხლაც კი, პოლიტიკაში ქართველი ქალები უფრო ჭკვიანები არიან. რაც შეეხება თანასცორუფლებიანობას, ქალები სამცუხაროდ ყოველთვის დაჩაგრულები არიან საქართველოში,მაგრამ ეს გამოსცორდება სოციალური პირობების მოგვარების შემდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined14 Jul 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
მდააა, საინტერესოდ გაქვთ ჩამოყალიბებული აზრი, გეტანხმებით ქალი საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ მაინც არის განსხვავება ტვინის ფუნქციონირების თვალსაზრისით. ერთი და იგივე პრობლემას ქალი სხვაგარად გადაწყვეტს, კაცი კი სხვა გადაწყვეტის გზას აირჩევს. რაც არ უნდა ძლიერი და ჭკვიანი იყოს ქალი (არსებიბს იშვიათი გამონაკლისებიც)მას მაინც სჭირდება გვერდით მამაკაცი რომელსაც ის მიენდობა და იქნება შეფარებული მის ფრთებს ქვეშ. თქვენს მიერ მოყვანილი ჭადრაკის მაგალითი სწორია და არ სჰეიზლება დავის საგანი გახდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
აქ წერთ, რომ ქალი საუკუნეების განმავლობაში თურმე დაჩაგრული ყოფილა, პირიქით, ქალის განსაკუთრებული როლი ქართულ ისტორიაში ცნობილია. იგი იყო ქართული ოჯახის ბურჯი, სიმტკიცე და საფუძველი სახელმწიფოსი. ქალის ხელთ იყო არა მარტო სამეურნეო ნაწილი ოჯაცხისა, არამედ უმთავრესად შვილების აღზრდა, წერა-კითხვის სწავლება, ქართულ ზნეთა და რწმენათა ჩანერგვა.
არანაკლები იყო ქართველი ქალის როლი პოლიტიკაშიც, სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. საკმარიასია გავიხსენოთ ის ფაქტი, (ზემოთაც არის ნახსენები)რომ საქართველოს აყვავებუის ხანა, მისი პოლიტიკური და კულტურული ზენიტი ქალის მეფობას ხვდა , ბრძენმა თამარ მეფემ დააგვირგვინა.
აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1832 წლის შეთქმულებაში, რომლის მიზანი საქართველოს სუვერენერობის აღდგენა იყო, შეთქმულთა მოთავე, მათი სულის ჩამდგმელი და განმკარგულებელი ქალი იყო, ბატონიშვილი თამარი , ასული იულონ ბატონიშვიისა, ქართველი საზოგადოების გამაერთიანებელიყოველთვის ქალი იყო. არავის არ შეეძლო ერთობა დაემყარებინა სხვადასხვა ჯგუფში, როგორც ქართველ წარჩინებულს ქალს, რომლის ირგვლივ იკრიბებოდნენ საუკეთესო მამულიშვილიები.ეს როლი ქართველმა ქალმა შეინარჩუნა მე-19 საუკუნის პირველ ნახევრამდე. ასე რომ , ქალი არ ყოფილა დაჩაგრული წინათ, ვერც ახლა ვიტყვი რომ დაჩაგრულები ვართ...
ამ თემას თუ მართმადიდებლური კუთხით მივუდგებით, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ქალი და მამაკაცი ორივე თანასწორნი არიან უფალთან ...უფალს დიდებულად აქვს გადანაწილებული შესაძლებობები ორივე სქესისთვის.ასე რომ, ქალი ვერ იქნება უპირატესი მამაკაცზე და ვერც მამაკაცი იქნება უპირატესი ქალზე...

რაც შეეხება ქართველ პოლიტიკოს ქალებს, აბა რა გითხრათ .... დღEს არც კაცი ვარგა და არც ქალი საქართველოში, როგორც პოლიტიკოსი, ერთი-ორს თუ არ ჩავთვლით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
უი...ბოდიში... :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგით ხალხნო; კინო დაერევით ეხლა ერთმანეთს!!! მაგრამ მე მაინც ვიტყვი ჩემს აზრს, რომ საქართველოში ქალი დაჩაგრულია ცოტა. შეიძლება ეხლა კი გამოსცორდა ცოტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე სანამ საქართველოში ვცხოვრობდი (1993 ცლამდე) ასე იყო. ეხლაც როცა დასასვენებლად ჩავდივარ, ბევრ კონსერვატორული აზრის მამაკაცებს ვხედავ. ფაქტი ფაქტია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
კი, რამდენიც გინდა შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიიდან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რიგითი, ჩვეულებრივი ქალი საკმაოდ დაჩაგრულია. მე ვიცნობ ერთ ოჯახს, ქმარი დიდი რიხით წამოდგება სუფრაზე და ამბობს სადღეგრძელოს - მოდით, ჩვენს მონაპოვრებს გაუმარჯოთ, ჩვენს ცოლებს, ჩვენ ხომ ისინი მოვიპოვეთ, და აბა დაუკვირდით ამ სიტყვას რა ღრმა მნიშნვლეობა აქვს, არა მარტო მონაპოვრები, ისინი ჩვენი მონა - პოვრები არიან. მონები და პოვრები.....
და იმისი ცოლი მერე ამბობს - ყველა კაცი ნაგავია, არ გათხოვდეთ. და ასეთი ქალები იცით რამდენია? ძალიან ბევრი

შუშანიკმა რომ თქვა მეხუთე საუკუნეში 'ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური!' მაშ შემდეგ დიდი არაფერი შეცვლილა მგონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბრავო მაია! ზუსტად ეგრეა (სამწუხაროდ). ქართველი ქალები დაჩაგრულნი რომ არ ყოფილიყვნენ, საზღვარგარეთ არავინ გაიქცეოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
ცოტა სხვა კუთხით წავიყვანე ჩემივე დაწყებული საუბარი, აქ იმაზე მინდოდა გველაპარაკა, რატომ გვთლიან მამაკაცები მათზე ნაკლებად ჭკვიანად. მაგრამ რაკი თანასწორობაც ახსენეს, თანასწორობა არ ყოფილა და კიდევ დიდხანს არ იქნება, სამწუხაროდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
თანასწორობა იქნება მაშინ, როცა საქართველოში ცხოვრების სოციალური პირობები გაუმჯობესდება. ხალხს სამსახური ექნებათ და ყველას საშვალება ექნება ბინის ქირა გადაიხადოს. მერწმუნეთ, ასეთ პირობებში ნამდვილად იქნება თანასწორობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
თმაგრძელი მამაკაცები მომრავლდნენ,რა ხდება, ჭკუა ეცლებათ?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
lol lol lol

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts519
კარმა57
OFFLINEPROFILE
nanano წერს:
თმაგრძელი მამაკაცები მომრავლდნენ,რა ხდება, ჭკუა ეცლებათ?!

სად საქართველოში?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
იქ,სადაც ასეთი გამონათქვამები აქტუალურია.თორემ ზოგადად ქართველი მამაკაცი ჩემთვის ვაჟკაცობის სიმბოლოა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
მაიკო მამაკაცები გვთვლიან თვითონ უტვინოებად ,და ის არ იციან რომ კალს უფრო მეტი ტვინი აქვს რომელიც აზროვნებს, მათ კი გაყინული აქვთ:)
ისე ჩვენ ვხუმრობთ და მედიცინამ დაამტკიცა რომ კაცს 100 გრამით მეტი ტვინი აქვს ქალზე.
(გაიხარეთ კაცებო)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 53 posts ] 
თმაგრძელი და ჭკუამოკლე
დესპანი