↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სოჭის ოლიმპიადა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
:cp:
როგორც ვიცით 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება სოჭში. როგორ ფიქრობთ, ეს რუსეთის მორიგე გამარჯვებაა მსოფლიო არენაზე თუ ამას წინ რუსეთის უდიდესი ეკონომიკური კრახი მიუძღვის?

1980 წლის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირმა უდიდესი ეკონომიკური კრახი განიცადა, რადგან დასავლეთი არ ჩამოვიდა და ყველამ ვიცით რა მიზეზების გამო. 2014 წლის შემთხვევაშიც შეეცდება რუსეთი ჩაატაროს ეს ოლიმპიადა სრულფასოვნად, და ეს კი ძალიან დიდ რესურსებს წაიღებს. და თუ წარმატებით ჩატარდა მაშინ რუსეთი ნახავს დიდ მოგებას და გამარჯვებასაც იზეიმებს.

ჩემი აზრით, რუსეთს აქაც ექნება პრობლემები, თუ აფხაზეთი არ დაგვიბრუნა... და დიდ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებს. როგორ გგონიათ ეს დაძაბულობა რამოდენიმე კილომეტრში არ დააბრკოლებს მას რომ წარჩინებულად ჩატარდეს ეს ოლიმპიადა და სტუმრების სრული რაოდენობა ჩამოვიდეს?

ვისაუბროთ ამ თემის გარშემო და ვიქონიოთ იმედი რომ 2014 წლისთვის აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში ვიხილავთ. :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:საინტერესო თემაა...თუ ისეთივე მდგომარეობა იყო,როგორიც დღეს არის,რაღაც არამგონია,რომ რუსეთმა ამ ოლიმპიადით რამე იხეიროს...მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები,ყოველ შემთხვევაში ,დღის წესირგში დამდგარი საქართველოს გაერთიანების საკითხი მშვიდობის გზით და დასავლეთის თანადგომა,მგონი,რომ უნდა მიანიშნებდეს ამ ოლიმპიადის წარუატებლობასა და რუსეთის ეკონომიკურ კრახზე...ვნახოთ რა იქნება...ეგ ყველაფერი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული,დაველოდოთ... :rolleyes:

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე კი მგონია, რომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩავლენ სოჭში ჩვენდა სამწუხაროდ. ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე. მაგრამ მგონია, რომ რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება ყველაფერი. ამით საქართველო დიდ დარტყმას მიიღებს. ვეთანხმები პოლიტიკოსს პაპავას. ჩემის აზრით იგი ყველაზე კარგი პოლიტიკოსია საქართველოში. იგი წინააღმდეგია საქართველოს რკინიგზის, აეროპორტის და პორტის გაყიდვისაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
აქამდე თუ იმედი მქონდა ახლა სულ გამიქრა,რკნიგზის გაყიდვე როგორ შეიძლებოდა 50 წლით მიაქირავეს ჩინელებსო იმატ რა ამბობ იმისთანა რკინიგზა აქვთ, იაპონელებისთვის მაინც მიეყიდათ კაცო. რაც შეეხება ოლომპიადას გუშინ ერთ ერთ აფხაზურ საიტზე შევედი და მაგარი იმედი აქვთ რუსების აფხაზებს,(მაინც აქვთ)აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა და რიწაზე გამართავენ შეჯიბრსო, როგორც ფოთში მალთაყვაში, დაახლოებით ისე ეწერა,ბებია უცხონდათ მაგენი ვინმემ სცნოს მანამდე არაფერი ეტკინოთ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4 posts ] 
სოჭის ოლიმპიადა
დესპანი