ეგ რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ რა იქნება რომ თავიდანვე პოზიტიური მხრიდან შეხედონ? რომ გაიგებენ ჩვენს შვილს ვიმე უყვარსო, მაშინვე ნაკლის ძებნას უწყებენ და არა დადებითი მხარის. გოგოს და ბიჭის მშობლებიდანაც ზუსტად ასე ხდება.
ისე, ჩემი ამბავი ცოტათი წააგავს ნინაკას ამბავს. დაქორწინება რომ გადავწყვიტეთ, თითქმის ყველას ვუთხარი, მშობლებს, ამხანაგებს და ა.შ. მაგრამ მერე ლამის 4 წელი ვიყავით დანიშნული, უკვე აღარავის სჯეროდა, ბოლო წელი საერთოდ უკვე არავინ იცოდა რომ ჯერ კიდევ გვქონდა ურთიერთობა, მერე უცბად მოვაწერეთ ხელი და ყველამ ამის შემდეგ გაიგო

ასე რომ კი ვმალავდი, მაგრამ არა იმ გაგებით 'მალვა უნდაო' რომ ამბობენ
