|
კარგია ნინოჩკა... ვაჟა ჩემი უსაყვარლესი მწერალია კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს.. ახლახანს დავამთავრე ლევ ტოლსტოის ,,აღსარება".
საყვარელი წიგნზე რა გითხრა,ძალიან ბევრი საყვარელი წიგნი და გმირი მყავს.. როცა წიგნს ვკითხულობ იმ წიგნის გმირებით ვცხოვრობ? ჩემები მგონია, შენს ასაკში იცი რა მემართებოდა? გონებაში გაშლილი მქონდა მთელი ფაბულა წიგნის , ისე მიყვარდა ის გმირები ჩემი ახლობლები მეგონა, ახლა მეცინება, ამის ბრალია თუ არ არ ვიცი, მაგრამ თითქმის ყველა წიგნი კარგად მახსოვს, ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელი ფაქტია ის რომ, წაკითხული წიგნი ხელახლა წავიკითხო, არის გამონაკლისები, რა თქმა უნდა, რომ დაუბრუნდები წიგნს, მაგარმ მამაჩემის მიკვვირდა , როცა რამეს კითხულობდა იძახდა ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ წავიკითხეო და ახლა ისევ გადავიკითხავო, აი, ეს ვერ წარმომედგინა, რა ვიცი იქნებ მაგ ასაკამდე რომ მივალ მეც მასე დამემართოს )))))))))))))
ქართველებს ნამდვილად საამაყო მწერლები გვყავს, ყველა თითქმის ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს ბალზაკი, თაგორი, ემილ ზოლა, ვოლტერი, სტენდალი და რა ვიცი ასე როგორ ჩამოვთვალო... ისე თაგორი წაიკითხე ძალიან მოგეწონება, ინდური ლიტერატურის კლასიკოსია, ნახავ მის ,,მებაღეს" სამაგიდო წიგნად აქცევ..მე ხშირად გადმომიღია თაროდან და ვკითხულობ მის ლექსებს... გონებაგახსნილი ჩანხარ და კარგია თუ წაიკითხავ ვოლტერის ,,ზატიკს" ფილოსოფიურია, უბრალო ენით არის დაწერილი , მაგრამ სხვანაირი ხედვა უნდა...
ამჟამად ვკითხულობ ნიკოდიმოს მთაწმინდელის ,,უხილავი ბრძოლა" ...
|