|
როცა ღამდება,ნისლისფერი იბუდებს ჩემთან როცა ღამდება,მეშინია ფიქრის და ძილის, მე მეშინია შენზე ფიქრი არ გამახსენდეს და ძილმა სიზმრად,შენი სახე არ მომავლინოს. შიშმა დამღალა,სიმარტოვე მწყურია ჩემი, მარტო ვარმეთქი და შიში კი,სულ თან დამყვება, ნისლისფერ ცაზე მოკიაფე თვით ვარსკვლავები, შენი თვალები მენატრება,აქაც და იქაც. არმიყვარხართქო რომ გითხარი,როგორ გავბედე, ღმერთმა დალახვროს ორი სიტყვის უკუღმართობა, მე სიყვარულმა ნისლისფერი მაჩუქა შენი, და აღარ ველი აღარასდროს შენს დაბრუნებას. მე უკვე შორს ვარ,და არ მტკივა ეს განშორება მაგრამ თვლებმა მოიწყინეს შიშის შეგრძნებით, და როცა ბნელა ნისლისფერი შიშია ჩემთან, და სიყვარულიც ნისლისფერი გამხდარა ჩემი. მე აღარ მინდა,ტკივილის ად შიშის ტარება სული ვერ უძლებს ამ უსაზღვრო,ძლიერ განაჩენს, გთხოვ ნუ მაწამებ,წადი ჩემგან,წადი გამშორდი, ჩვენს შორის უკვე,ნისლისფერი წლები გამეფდა. აღარ ანათებს ცაზე მზე და მთვარე უშენოდ თითქოს ნისლისფრად შეიღება ყვითელი ფერიც, მტკივა ტკივილით მონატრება,შენი უძირო მაგრამ ნისლისფრად იღებება სუყველაფერი. (გამგები გაიგებს და ალბათ მაპატიებს)
|