დავამატე სურათების ასატვირთი უფრო ადვილი ხერხი, ტოპიკის პასუხის დროს ნახავთ pixgeo სურათების დასამატებელ განყოფილებას, ფაქტიურად თითქმის ყველაფერი ავტომატიზირებულია.
როგორ უნდა ატვირთოთ სურათი:
როდესაც დაჭირეთ "Reply" და შესაბამისი გვერდი გაიხსნება მანდ ნახავთ ღილაკს სახელად :"დაიწყეთ სურათის ატვირთვა" დააჭირეთ ამ ღილაკს რის შემდეგაც გაჩნდება სურათის ასატვირთი ფანჯარა,
მაგ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს Browse .. და თქვენი კომპიუტერიდან აირჩიეთ სასურველი სურათი
შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Host it , სულ ეგ არის, დანარჩენი ყველაფერი თავისით მოხდება, სურათი აიტვირთება და ახალი ფანჯარა თავისით დაიხურება და კოდი ავტომატურად ჩაიჯდება ზემოთა ჩასაწერში ველში სადაც ტექსტი იწერება.
ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა ფორუმი გავაქართულე , თუ სადმე ლექსიკური შეცდომა შეამჩნიოთ გთხოვთ შემატყობინოთ და შევასწორებ.
ესეც ჩემი სამშობლო
