|
მუხამბაზი
მუხამბაზო, რა ტკბილი რამა ხარო"
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! თვალს ავახელ,ზედ წამწამზე მიზიხარ!
ყმასავიტა მე ერთგული შენი ვარ, გინდა მკლავდე, არას გეტყვი-შენი ვარ. სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ, რას გაწუხებ?მე ჩემთვისა იქა ვარ ჩემთვის ჩუმად ვამბობ:" რა ლამაზი ხარნ"
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
რტო ალვსა, შენი წელი მგონია, მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია. ეგ თვალები-- ცაში ელვა მგონია. ვარდის სუნთქვა- შენი სუნთქვა მგონია. როს მეღირსოს ვთქვა:" გეთაყვა ჩემი ხარ!!!"
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ!!! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის!!! ფიქრები მაქვს, ჭინ შენი სახე მოდის!!! მინდა რომ ვჰსთქვა დ წინ შენი სახელი მოდის!!! ჩემს გულში რა ამბებაი , რა მოდის? ერთხელ მაინც მკითხე :"აგრე რათა ხარ?"
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის? ვის რატ უნდა, ლოპიანა ვინ არის? მკვდარია თუ ცოცხალია ვინ არის? ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის? შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
ორთაწალის ბაღში მნახე, ვინა ვარ, დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ, ჯამით ტოლუბაში მნახე, ვინა ვარ, აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ, მაშინ შეგიყვარდე სთქვა "ძვირფასი ხარ!"
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
|