↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საქართველოს მეფეები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 75 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ვაი გადარჩენაზე დავიდა საქართველოოოოო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
დღევანდელ საქართველოს გიორგი ბრწყინვალე სჭირდება

მაგრამ დავით აღმასენებელს ვამჯობინებდი ქეშმა როგორც აღნიშნა დრევანდელობაში სამწუხაროდ აკრძალულია მისი მეთოდები რასიც მე ძალზედ დიდი მომხრე ვარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ერთია რომ უნდა იყოს და მეორეა ის,რამდენად ვართ მზად კონსტიტუციური მონარქიისთვის...აქ მხოლოდ მორალური მზაობა არაა საჭირო,მატერიალურადაც უნდა იყოს მოძლიერებული სახელმწიფო...თუმცა კონსტიტუციური მონარქიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ უახლოეს მომავალში,სიტუაციიდან გამომდინარე დღეს რაც გვაქვს,ცოტა ძნელია ფიქრი:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მეფე არ ვიცი,მაგრამ მე დედოფლობაზე ვიოცნებებდი :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
როგორი იქნებოდა შენი სახელმწიფო მერე????

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
არა მგონია საქართველოს მეფე სჭირდებოდეს, მაშინ ბატონო მონარქია იყო, ახლა გადავეჩვიეთ მეფეს, იმ ქვეყნებში სადაც იყო და არის მონარქია შესაძლოა რაღაც როლს ასრულებდეს მონარქი(თუნდაც დეკორატიულს)არავითარი ძალა უფლება არ გააჩნია, ინგლისში მაგალითად ,ქვეყანას მართავს პარლამენტი, მეფე რას მართავს?ისედაც ამხელა პარლამენტს ჩვენი ჯიბიდან ვინახავთ და ახლა სამეფო ოჯახიც უნდა შევინახოთ?გასაგებია ქართველებისთვის მეფე ძლიერებასთან და სახელმწიფოებრიობასთან ასოცირდება, მაგრამ რამდენიც გვყავდა კარგი მეფე, ორი იმდენი დეგენერატიც არ გვაკლდა, სიმართლეა და თვალებში უნდა შევხედოთ,მოგვწონს ეს თუ არა, საქმე მეფეში კი არა შეგნებაშია, ხელისუფლებაში მოსულმა ხალხმა ჯერ უნდა გაითავისოს რომ ხალხმა დაიქირავა ის მმართველად და უნდა გაამართლოს ხალხის ნდობა,მეფე კი უალტერნატივო იყო ბატონო- დაიბადება-უკვე მემკვიდრეა გინდა არ გინდა გაკურთხებენ)მაგრამ ვაგლახ რომ მეორე დღესვე ავიწყდებათ, ამ კომუნუზმგამოვლილი ხალხიდან კაი ხანი არ დაიბადება დავითი, არც თავარი და არც დემეტრე, სამწუხაროდ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
როგორი იქნებოდა შენი სახელმწიფო მერე????

მაგაზე ჯერ არ მიფიქრია =oops= =lol=

ეს რათქმა უნდა ხუმრობით ნინო, ჩემი საქართველო ყოველთვის გაბრწყინებული და გაძლიერებული წარმომიდგენია,მიუხედავად ამდენი პრობლემის და სატკივარისა... მინდა,რომ ერთ-ერთი ძლიერი და მიდიდარი ქვეყანა იყოს და ყველას უხაროდეს იქ ცხოვრება,და არა ისე,როგორც დღესაა: ყველა საზღვარარეთ წასვლაზე რომ ფიქრობს და ოცნებობს,პირიქით ჩვენი ერთადერთი საოცნებო ქვეყანა საქართველოა და უნდა იყოს კიდევაც! მე დღეს ამერიკაში ვარ და ძალიან მენატრება საქართველო და ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი, ვინც კი იქ მყავს,მაგრამ რომ წარმოვიდგენ ხოლმე იქაურ ცხოვრების პირობებს და მერე რომ შევადარებ აქაურ ცხოვრებას მართლა გული მწყდება ხოლმე და ვხვდები.,რომ ბევრი რამაა გასაკეთებელი საქართველოს გასაძლიერებლად...

ასე,რომ ერთს ვისურვებდი: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტი ჩაუუდგება ქვეყანას თუ მეფე! მთავარია ყველაფერი გააკეთოს და შეძლოს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება! ღმერთმა მშვიდობა , ღვთის შიში და სიყვარული მოგვცეს თითოეულ ქართველს! ამინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
სამწუხაროა,მაგრამ რეალობაა ის,რომ დღეს საქართველოში მართლა ძალიან უჭირს მოსახლეობის უმრავლესობას,საქართველოში არ გვყავს საშუალო ფენა,ამიტომაც,ჯერ ვიზრუნოთ ცხოვრების მოწყობაზე,პირობების შექმნაზე,რასაც ცოტა დრო არ სჭირდება და შემდეგ მონარქის \"შენახვაც\" იქნება არა უბრალოდ ვალდებულება ქართველებისთვის,არამედ პატივი!ამიტომ ჯერ პირობები გამოასწორონ ხელისუფლებაში მყოფებმა....
=sher= ნათიკუ გამიხარდა შენი წერილები დესპანზე ისევ და ისევ=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
natiku wrote:
ციტატა:
არა მგონია საქართველოს მეფე სჭირდებოდეს, მაშინ ბატონო მონარქია იყო, ახლა გადავეჩვიეთ მეფეს, იმ ქვეყნებში სადაც იყო და არის მონარქია შესაძლოა რაღაც როლს ასრულებდეს მონარქი(თუნდაც დეკორატიულს)არავითარი ძალა უფლება არ გააჩნია, ინგლისში მაგალითად ,ქვეყანას მართავს პარლამენტი, მეფე რას მართავს?ისედაც ამხელა პარლამენტს ჩვენი ჯიბიდან ვინახავთ და ახლა სამეფო ოჯახიც უნდა შევინახოთ?გასაგებია ქართველებისთვის მეფე ძლიერებასთან და სახელმწიფოებრიობასთან ასოცირდება, მაგრამ რამდენიც გვყავდა კარგი მეფე, ორი იმდენი დეგენერატიც არ გვაკლდა, სიმართლეა და თვალებში უნდა შევხედოთ,მოგვწონს ეს თუ არა, საქმე მეფეში კი არა შეგნებაშია, ხელისუფლებაში მოსულმა ხალხმა ჯერ უნდა გაითავისოს რომ ხალხმა დაიქირავა ის მმართველად და უნდა გაამართლოს ხალხის ნდობა,მეფე კი უალტერნატივო იყო ბატონო- დაიბადება-უკვე მემკვიდრეა გინდა არ გინდა გაკურთხებენ)მაგრამ ვაგლახ რომ მეორე დღესვე ავიწყდებათ, ამ კომუნუზმგამოვლილი ხალხიდან კაი ხანი არ დაიბადება დავითი, არც თავარი და არც დემეტრე, სამწუხაროდ.

ვაი,რომ ეს ყველაფერი სიმართლეა :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდა მეფე თამარის მარად უკვდავი სიტყვა

„ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური“.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით თამარ მეფე მსოფლიოს მპყრობელია. თბილისში ასეთი გადმოცემაა ჩაწერილი:

„თამარ მეფე წმინდა ქალი იყო, იგი რომ გარდაიცვალა, ზეციდან ორი ანგელოზი ჩამოვიდა, მათ ოქროს აკვანი ჩამოიტანეს, თამარ მეფე შიგ ჩააწვინეს. ამიტომაც არის, რომ მისის საფლავი დედამიწაზედ არავინ იცისო.“

შეიძლება თავი იმით ვინუგეშოთ, რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის გული იგივე თამარის საფლავია, რომელსაც ღმერთამდე ავყავართ და „სამგზის სანატრელთან“ ერთად მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს ვავედრებთ საქართველოს:

„ქრისტე ღმერთო ჩემო მხოლოო დაუსრულებელი მეუფეო ცათა და ქვეყნისაო. შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მორწყულთა, და შვილთა ამათ შენითა, რომელნისენ მომცენ და მერმე სულსა ჩემსა.“

თუ ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის ფრესკებს შევხედავთ, თამარის ამ სიტყვებს უცილობლად გავიგონებთ, რომელსაც უდაოდ დაადასტურებს ჭეშმარიტი ქართველის გულისთქმა - წმინდა მეფის მარადიული საფლავი...

მღვდელი პეტრე კვარაცხელია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდა მეფე თამარის წარმატების საიდუმლო

საოცარია, რომ საქართველოს უმწვერვალეს სამხედრო ძლიერების დროს ისტორიამ ნაზ და სათუთ არსებას, ქალს არგუნა მეფობა. ზოგნი თამარის წარმატებას გამჭრიახ მთავარსარდლებს მიაწერენ, ზოგნიც მემკვიდრეობით მიღებულ აწყობილ ქვეყანას; იყო ერთიც და მეორეც, მაგრამ ძლიერი და აყვავებული ქვეყანა, ძირითადად, მისი პიროვნების დამსახურება, იმ მადლის შედეგი იყო, უფლის თვალში რომ ჰპოვა საკუთარი ღვთისმოშიშებით, გონიერებით, წრფელი ლოცვით.

მას პატივს სცემდნენ არაქართველებიც. თამარს, ბევრ სხვა მაღალ თვისებასთან ერთად, ახასიათებდა მეზობელთმოყვარეობა და ყველასადმი ლმობიერება, „მოწყალება თანა-ლმობელი“ და, რაც მთავარია, ყმადნაფიც ქვეყნების უდიდესი მფარველობა. სიკეთე და სამართლიანობა, გონიერების ზეობა, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ეს დამახასიათებელი იყო თამარის პოლიტიკისთვის და ის ეფუძნებოდა ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ქადაგებულ კაცთმოყვარებას. მის ამ სიკეთეს გასაოცარი სიყვარულით უპასუხეს არაქართველმა ხალხებმა. ისინი საუკუნეების მანძილზე აქებდნენ მას, უძღვნიდნენ ლექსებს, სიმღერებს, ლეგენდებს. თამარი ზრუნავდა ადამიანების საყოველთაო კეთილდღეობისთვის. მის დროს ფაქტობრივად მოისპო სიკვდილით დასჯა. ესეც წინწადგმული ნაბიჯი იყო იმ დროის ქვეყნებთან შედარებით; მით უმეტეს, რომ სიკვდილით დასჯა დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ახლახან აიკრძალა.

აღსანიშნავია, რომ თამარი სახელმწიფო შემოსავლის მეათედს ღარიბებს აძლევდა. „გლახაკთ ნაათალი“ ახალი ამბავი არ იყო კულტურულ აღმოსავლეთში, მაგრამ მას ახდევინებდნენ ყველას, აქ კი ამ საქმეს თავად სახელმწიფო იღებდა საკუთარ თავზე და საკუთარი შემოსავლიდან იხდიდა. წმ. თამარ მეფის დროს აშენდა იკორთის, სამთავროს, ბერთუბნის, ბეთანიისა და სხვა მრავალი ტაძრები. არა ერთი ეკლესია აიგო ოსეთსა და ჩერქეზეთშიც. დიდებული ვარძია, რომელიც მსოფლიოს საოცრებად მოინათლა თამარის სახელთანაა დაკავშირებული.

როგორ შეძლო თამარმა ასეთი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა?! მას ხომ არც აღმოსავლეთისკენ მიუპყრია თვალები, არც დასავლეთისკენ გაუშვერია ხელი, არც ჩრდილოეთში უძებნია მფარველი და არც სამხრეთში! აი, როგორ. მას, მიწიერი შემწის უარმყოფელს, ზეაპყრობილი ჰქონდა მზერა ღვთისკენ და ერთადერთს მას სასოებდა.

„დედოფალო ნეტარო, განუღე კარი მოწყალებისა ერსა შენსა ივერიისასა“, - არაერთხელ წარმოუთქვამთ თვალცრემლიანი მეფის ბაგეებს. ღვთის სიტყვის თანახმად, ვინც ითხოვს, ის ღებულობს კიდეც. ლომის ძუ ლეკვი ჭეშმარიტად სწორი შეიქმნა ხვადის.

თამარის პიროვნების, მისი სიბრძნის, უმანკო, ყოვლადმოწყალე განურისხებელი გულისა და მოღვაწეობის შეფასებისას, მისი ეზოსმოძღვარი ასეთ რამეს ამბობს: „რამეთუ ვითარ თმანი თავის თითოეულად ვერავინ აღრაცხნის, ეგრეთვე ვერავინ აღწერნეს საქმენი თამარისნი-ო“. ამიტომ იქცა თამარი ქართველი კაცის მარადიულ გულისთქმად, სიყვარულის წყაროდ, ზნეობრივ სინათლედ, ეროვნულ სიდიადედ, მშობლიური ხალხის უკვდავებად და მომავლის იმედად.

ილია მართლის სახელობის გიმნაზიის
IX კლასის მოსწავლე თამარ ადამია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
დავით აღმაშენებლის სიტყვა წარმოთქმული დიდგორის ომის წინ

\"ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!

თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმე გირჩევთ რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება:

ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით.

და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხერგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,

ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,

კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი,

შავი დალალები აბრეშუმისა;

თავზე - მუზარადი, წელზე - ჯავარდენი,

ატლასის კაბაზე - რკინის აბჯარი;

ცხენი - ქვიშისფერი, ლაგამი - ოქროსი,

ლაგამი - ოქროსი, ტახტა - ვერცხლისა.

ეცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,

თამარ დედოფალო, თაიმარალი,

ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია,

ეცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ქართველთა მზეთამზე, კეთილმორწმუნე მეფე თამარი ჯერ კიდევ მის თანამედროვეთ განუდიდებიათ და წმინდანთა დასში შეურაცხავთ.
მეფე თამარის ოთხი ფრესკაა შემონახული: ყინცვისში, ბერთუბანში, ვარძიასა და ბეთანიაში; მათგან უძველესი _ ვარძიის ფრესკაა, სადაც მეფე თამარი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა და დაუქორწინებელია გამოსახული. საინტერესოა, რომ გათხოვილ ქალებს ჩიხტიკოპზე ნიკაპს ქვემოთ მძივების მწკრივი ჰქონდათ შებმული, _ ამ ფრესკაზე კი მეფე თამარს ჩიხტიკოპი მძივებით შემკული არ აქვს.
მთეთამზე თამარის ხსენება ეკლესიაში წელიწადში სამგზისაა დადგენილი:
მის დაბადების დღეს _ ვარდობისთვის პირველ დღეს (ძველი სტილით) _ 14 მაისს,
მენელსაცხებლე დედათა კვირას _ დედათა დარი აღმატებული ღვაწლის გამო,
მის გარდაცვალების დღეს _ 31 იანვარი (ძველი სტილით) _ ეს თარიღი ეკლესიამ სულ სამიოდე წლის წინ დაადგინა წმინდა სინოდის საგანგებო განჩინების საფუძველზე.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 75 posts ] 
საქართველოს მეფეები
დესპანი