↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
გიგრძვნია მამამ გენაცვალა შენ :):):)
მამიი გენაცვალე შენა. =feria =feria =feria =feria

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
აი, ფანჯარა იმი სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.

სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი.

გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,
წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.

შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!

შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.

ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან,
რომ წამსვე ცეცხლის დამწვდნენ ღვარები:
გაქრნენ ქალები - პროსპექტზე დარჩი,
დაგინახე და... გტაცე თვალები...

რვაფეხა მზაკვრებია თვალები ჩემი:
წებოვან საცეცების მიცეც-მოცეცებით,
გელაციცებიან - ალერსით, კდემით,
უტიფარ სურვილით და
მოგონილ მოწიწებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თუნდაც ჩამიქრონ ყველა სანთლები,
შენი ღიმილი სანთლად მენთება,
მე შენს ღიმილში ღამეს ვათევდი,
თმებიც ამიტომ არ მითეთრდება...
შენს გვერდით მხოლოდ ერთსა ვფიქრობდი:
არ გავყოლოდი წლების სათვალავს,
წლები კი ისე სწრაფად მიჰქროდნენ, -
ვერ დავიბრუნე ტრფობით დამთვრალმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მერე შენ დაჭკნები,
ვით ია ლარნაკში,
ღამით წყალი რომ ვერ გამოუცვალეს,
მოვლენ მეზობლები
და დაგამშვიდებენ -
ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს.

ასე სცოდნიაო...
შენ ყურს არ ათხოვებ,
ჯანდაბას ჭორები ქალური,
იყო დრო - გიყვარდა,
იყო დრო - უყვარდი,
თუნდ იმ დღეებისთვის
ღირდა სიყვარული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
გზა, ვეღარ დავთვალე ელექტრობოძები,
მგონია , გზის ბოლოს ვერასდროს მოვძებნი,
შენთან ვერ გადმოვალ, თუმც გზა გვაქვს ზიარი,
რადგანაც სხვადასხვა მხარეს გვსურს ვიაროთ.

გთხოვ სხვებს ნუ უყურებ, ნურავის ეძებ,
მოდი, გამიღიმე, აგერ ვარ, გვერდზე,
სათქმელიც ბევრი გვაქვს, სავალიც ბევრი,
შენ თვითონ გადმოდი, თუ მე ვერ შევძლებ.

ნეტავ ვინ დამიშლის და მეც მივაბიჯებ
და მხოლოდ ბოძები მითვლიან ნაბიჯებს,
უსასრულობამდე მოგდევენ ფეხები,
ოღონდ გულს ნუ მატკენ სხვა მხარეს შეხვევით,

გთხოვ სხვებს ნუ უყურებ, ნურავის ეძებ,
მოდი, გამიღიმე, აგერ ვარ, გვერდზე,
სათქმელიც ბევრი გვაქვს, სავალიც ბევრი,
შენ თვითონ გადმოდი, თუ მე ვერ შევძლებ.

ნეტავ ვის უღიმი, ვისკენ იყურები,
ეგებ წინ სხვა არის და თვალს მიეფარა,
ვდუმვარ, ვიხუჭები - მარტო ხარ სრულებით,
გასასასვლელი კი კვლავ გამომეპარა.....

გთხოვ სხვებს ნუ უყურებ, ნურავის ეძებ,
მოდი, გამიღიმე, აგერ ვარ, გვერდზე,
სათქმელიც ბევრი გვაქვს, სავალიც ბევრი,
შენ თვითონ გადმოდი, თუ მე ვერ შევძლებ.

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
არის ნეტარება-ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება შენ და სემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა,გარინდება,შენ და შემოდგომა.
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის,
როგორც ბელზებელი,ქარებსს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი,ვაი არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგისს უნაზესის,
დაგრჩა მოგონებადმარ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა,სული ოაზისი,
შენ და შემოდგომა,შენ და შემოდგომა.

გალაკტიონ ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
დღეს მე წერილი არ მიმიღია:
ის ან წავიდა ან დადავიწკდი,
გაზაფხულია როგორც სიმღერა,
კურეში მარტოდ ქანაობს გემი.
დღეს მე წერილი არ მიმიღია.
ის ჩემთან იკო ცოტა ხნის წინათ,
მოსიკვარულე შმაგი და ჩემი.,
მაგრამ ეს იკო ზამთარში თეთრად,
ახლა სევდაა და გაზახფული,
ის ჩემთან იკო ცოტა ხნის წინათ.
ხემის სათუთი ხმა მესმის ისევ,
სიკვდილისმგვრელი ფეთქავს ტკივილი,
მე მეშინია გულის დაფერფვლის
და ამ სტრიფონთა არდამთავრების...

ანა ახმატოვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს
=sai= =sai= =sai= =sai= =sai= =sai=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
მხოლოდ შენ ერთმა იცი, თუ როგორ შეიძლება ვიგრძნო თავი ისევ ცოცხლად,
მე ხომ უკვე ათასჯერ ვკვდებოდი და მხოლოდ შენი წყალობით ვცოცხლდებოდი ხოლმე კიდევ და კიდევ...
უტეგენატალე მეე.. =ko= ჩემი ცხოვრება ვნააო ვინაო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
baterflay wrote:
ციტატა:
ninikara wrote:
ციტატა:
რა შხამი მასვა სიყვარულმა?! ან რა სამსალა
დამალევინა ჯოჯოხეთურ ცრემლთან ნაზავი?!
შიში იმედზე და იმედი შიშზე გაცვალა,
რომ გამარჯვებულს მარცხი მეგრძნო უზარმაზარი.

შეწყალების წილ რას მთხოვდა და რას მავალებდა,
რა ნეტარებას მიმზადებდა, ცოდვის მაგიერს?
ჩემს თვალებს სატრფოს კვალდაკვალ რომ აწანწალებდა,
მიტომაც თვისი საბუდრები გამოანგრიეს.

მაგრამ სიავეს თურმე მადლიც უხვად ჰქონია,
ბოროტებაში მე უკეთესს ჩავწვდი სიმართლეს –
სიყვარულის ხე როცა ყველას მკვდარი ჰგონია,
უცებ ცოცხლდება და მეტ ზაფხულს გადაიზამთრებს.
დღეს სიყვარული მიტევების ღიმილს მაგებებს
და დანაკარგზე სამჯერ მეტად ვპოვებ სარგებელს.
მისს დესპანი !რა მშვენიერ ლექსებს წერს.ჩემი სიმპატია ხართ ქალბატონო ნინიკარა. ზალინ მოხარული ვიკნები. თკვენი გაცნობით. ვასო=ko=

ბრატიშკა ეგ გოგონა ჩემია,დაკავებულია და მე კიდევ ეგეთი საუბრები არ მიყვარს..
თან არც ის მიყვარს უცხოსთან რომ აქვს კონტაკტი..ასე რომ მეორედ ეგეთი ინიციატივა ნინის მიმართ აგარ გამოიჩინო ხარაშო??

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი