↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ფრთხილად ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას,
გული იგი არ დაინდობს შენს უმანკო ბედისწერას!
ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას
და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.
საიდუმლო, რომლის ტკივილს განიცდიდა მარად გული,
საიდუმლო, რომლის სევდამ გადმოღვარა სინანული.
საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა...
საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!
ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე
და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე...
და ამოსწვა სული, მაგრამ, შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,
თვით დაიწვა და არ ვიცი, ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს...
მე არც ვნანობ, იგი მიღირს თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად:
ჩემს დაფარულ გულის ძგერას, ნუ შეარხევ... იყავ ფრთხილად!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.
ქარი კივის, ქარი კივის, კივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო.


ისევ გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
წუხელი ღამით…

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა

და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:

მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,

მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,

ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.

გადამიშალა თვალწინ წარსული

და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,

ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,

რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,

რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა

და როცა დილით გამომეღვიძა,

ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს

მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე

ფენილი იყო ფოთოლი რბილი,

და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი

წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო,
ბავშვურად მიამიტი დავრჩე,
ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით,
თვალები ღიმილით მაქვს სავსე...
ღიმილით სევდისა, ღიმილით დარდისა,
ღიმილით დაცინვის და ნიშნის,
არ მინდა უკუგება, არ მსურს შურისგება,
ისევ შენეული ფიქრის.....
მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული
მისად ვიცინი და ვტირი.....
სული დაიღალა, სული გაიბერა,
უხმოდ და თვალებით ვყვირი.....

როგორ აღარ ძალმიძს, ჩემად გითხრა რამე,
იმ ჩემი წარსულის ერთო....
დღეს, მხოლოდ დღეს მინდა, რაღაც მოგიტევო....
შემაძლებინე ღმერთო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
მსჰვენიერი ლეკსები; გაკვს ამორცეული ცჰემო კარგო.ხალხური--ბინდისფერია სოფელი;ხომ არ გაკვტ ვინმეს; რომ ცჰავიცერო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
liana wrote:
ციტატა:
მსჰვენიერი ლეკსები; გაკვს ამორცეული ცჰემო კარგო.ხალხური--ბინდისფერია სოფელი;ხომ არ გაკვტ ვინმეს; რომ ცჰავიცერო?

:) მეც ძალიან მომწონს ეს ლექსები და გამიხარდა შენც რომ მოგეწონა..."ბინდისფერია სოფელი"გინდა რომელიმე მსახიობის წაკითხული თუ როგორ???ბოლომდე ვერ მივხვდი როგორ გინდა რომ ჩაიწერო ჩემო კარგო

წაკითხული არ ვიცი...მაგრამ, მოდი აბა ეს ნახე...

ბასიანის შესრულებით

http://bin.ge/?d=8C212727

ეს კი პაატა თედიაშვილის შესრულებით

http://bin.ge/?d=97BD3EDF

:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
მადლობტ ცჰემო კარგო. ცოტა ხანსჰი ცავცერ.სცორად გაიგე; სიმგერა მინდოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ღამე არის, მთვარიანი
წვიმიანი ქარიანი,
ცრემლი მომდის სინანულის
მიყვარს ღამე სიარული
მთელი ღამე უძილო ვარ
მაინც გადარეული ვარ.

ზურიკელა ვაშალომიძე

არ დაგავიწყდეთ ნამეტანი ხმამაღლა რომაა დაწერილი და ასევე იკითხება!!!!
Image

(ვაი,თუ ცოტა უზუსტობაა..მომიტევოს ავტორმაც და მკითხველმაც)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
ახლა მაერტოვარ ქარია გარეთ,
ანატებს მკრთალად ფოსფორის მთვარე
როდესმე მოვა ნამდვილი ღამე
როდესაც ალბათ მოხდება რამე,
ვიხაც ნამდვილი შემოვა გულში,
და აღარ ვიტყვი ეს იყო გუშინ...
იქნება დღეს და იქნება ხვალე,
ჩამოხსნის ციდან ფოსფორის მთვარეს.
მე ნამდვილ მთვარეს ვინმე,
ნამდვილ ვარსკვლავებს ამინთებს ცაზე,
როდესმე მოვა ლამაზი ღამე,
როდესმე ალბათ გამოვა რამე......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

ლოდინით დაღლილი...
ჩურჩულით ახსნილი...
თვალები დახრილი...
მაშორებს მანძილი...
ოცნება ლამაზი...
წადილი ნამდვილი...
მეც მინდა შენს გულში
პატარა ადგილი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემი სული მოგიპარავს,
ნუღარ მკითხავ რატომ გეტრფი,
ქვეყანაზე სხვა რომ არა
გავჩნდებოდი მარტო შენთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined13 Mar 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე მახსენდება როგორ გაგიცან
შენ მე მაჩუქე პირველ დხეს ვარდი,
ჩვენ ვსაუბრობდით იაჰო ჩატში...
ჩატმა ინაცვლა ტელეფონებში.
როგორ მომინდა განმეორება,
ისევ მაჩუქო წითელი ვარდი,
დამირეკო და მითხრა გიყვარვარ
გიყვარვარ როგორც გიყვარდი მაშინ,
მინდა გითხრა რომ ძლიერ მიყვარხარ
მიყვარხარ მუდამ კვლავ მეყვარები...=ko=

=love= =love= =mq

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მელიქიშვილის გამზირი...)
მურმან ლებანიძე
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა _
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ხალხურ მოტივებზე

იმაზე ცოტა მეტი ვარ
შენ რომ გგონია მტერო
შენთვის რომ დედა მეტირა
დღეს იქნებოდი მტვერი
იმაზე ცოტა თბილი ვარ
შენ რომ გგონია ძმაო
რა მწარე გაკვეთილია
არტანუჯი და ტაო
იმაზე კარგად ვმღერივარ
შენ რომ გგონია ქალავ
ლერწამის ორი ღერი ვართ
გვწვავს სიყვარულის ძალა
ქარი ვარ შარახვეტია
გზები რომ აგიმტვერო
იმაზე ცოტა მეტი ვარ
შენ რომ გგონია მტერო

ვაჟა ოთარაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
ოქტომბრის ცა მომახურე,
შემოდგომამ სუსხი იცის,მცივა.
არაფერი მკითხო ეხლა,
მოგონებებს ფოთოლცვენის
შორის სძინავთ.
მთვარე თითქოს ნამგალია მჭრელი,
მანდ გულგრილად სურვილებს
ვინ ცელავს,
შემოდგომ,შემოდგომა ჩემი,
კვლავ მთავაზობს
ჩემ საყვარელ სცენარს.
გავექცევუ მე ამ ქალაქს,
განშორების ცრემლებს დავღვრი უხვად,
გავექცევი მე ამ ქალაქს,
განშორებას სად წაუხვალ.
გავექცევი მე ამ ქალაქს,
სად გავექცე მას,რაც გულით დამაქვს.
ფოთოლცვენა
ფითოლცვენა
ფოთოლცვენა
შემოდგომის მშვენიერი დრამა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი