აივ-ი ს რა მოგახსენო ჩემო გიორგი და ნერვოზი კი დარწმუნებული ვარ, ყოველ ჩვენთაგანს აქვს მეტ ნაკლებად. მე მაგალითად რამდენჯერმე საავადმყოფოშიც კი მოვხვდი,მე ვერც ვიფიქრებდი , რომ მისი ასეთი სერიოზული ფორმით გამოვლინება იყო შესაძლებელი. 28 წლისამ გადავიტანე ინფარქტი და თითქმის იგივე სიმფტომები მქონდა. მე მეგონა ისევ ინფარქტი იყო, ტკივილი კუჭის არეში, გონების დაკარგვა,ბეჭის ქვეშ აუტანელი ჭვალივით შეგრძნება წნევა და რა ვიცი, მე მინდა ის ავხსნა რომ ერთი და იგივე სიმპტომები მქონდა. მხოლოდ კარდიოგრამამ აჩვენა რომ გული არ იყო.
ბოდიშით სიტყვა გამიგრძელდა მაგრამ რატომ მოვყევი ეს ყველაფერი: ერთი ასეთი კურიოზი მახსენდება. მაშინ საქართველოში ვიყავი, საშინელი თავის ტკივილები მქონდა, უძილობა და ათასი სხვა... ერთ მშვენიერ დღეს ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, სუნთქვა მიჭირდა და კეთილი ვინებე და ექიმს მივაკითხე. ჩემი მდგომარეობის და სიმფტომების მოსმენის შემდეგ საგულდაგულოდ გამსინჯა და დასვა დიაგნოზი, ვეგეტო ნერვოზი, და მის ფონზე განვითარებული შაკიკი. გამოწერილ წამლებს დავხედე, რელანიუმი კუნთებში ნოშპასთან ერთად. ბელაგრამინი,ბელატამინალი ერთი სიტყვით სერიოზული გიჟის ასოცირებას ვტოვებდი. ამას აიტანდა კაცი მაგრამ ამის მერე ჩამოაყალიბა მკურნალობის სისტემა.
ღვინო-არა
არაყი-არა
ყავა-არა
სიგარეტი-არა.
ღორის ხორცი -არა
შემწვარი ქათამი -არა
ყველი -არა
არაჟანი -არა
ცხვრის ხორცი-არა
შებოლილი ხორცი -არა
ძეხვი-არა
მწარე-არა და ასე შემდეგ... გადავხედე დედაჩემს , თვალები დავხუჭე, გულზე ხელები დავიწყე და ვეუბნები, შეუკვეთეთ დოლი და დუდუკი, დაუკარით მაგის დედაც ვატირე წავედით მეთქი.

იქ კი ვაცინე ყველა მაგრამ მე დღემდე ეგ პრობლემა მაწუხებს. რა ვქნა სხვა რა გზა მაქვს : კიდეც დავლევ, კიდეც მოვწევ, კიდეც ვინერვიულებ.
