სოსო ლიპარტია
ომი
პოეზია
2007.10.08
------------------------------------------------
მოფენილია სიმძიმით ქვების
მკვდარი მინდორი.
ავტომატების ხველება მესმის
ყრუ და მინორი.
დგანან ვარდები ქვის ეკლებით,
შიშის გუგუნით...
გაივსო სისხლით და ცრემლებით
ეს საუკუნე.
მოსისხლულ ტბასთან დღის სიმძიმით
შემკრთალ რაინდებს
ხვდება სიკვდილი ავტომატით,
ბუკით, დაირით.
მდუღარე სისხლით გაიყინა
მიწის ღრმულები,
როგორც იუდას ხელში ქისა
ვერცხლის ფულებით...
სისხლით, ცხედრებით...
სისხლით, ცხედრებით...
შავი ვარდები ქვის ეკლებით...
ავტომატები ტყვიის ცრემლებით...
ვიტიროთ ერთად!
