↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ისევ სიყვარულზე: დედა

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 116 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
მერვე წელია ემიგრაციაში ვარ და დედის მონატრება ვერაფერმა შემიმსუბუქა.

არ არის საოცარი გრძნობა დედა-შვილობა? დღეგრძელნი იყვნენ ჩვენი დედიკოები!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
დედა სულ მენატრება,ძვალ-რბილში ტკივილად დამივლის ხოლმე,გული მეწურება და ცრემლი მიშრება.მინდა შევეხო,ვიგრძნო,მაგრამ ამაოა ყველა მცდელობა.ყველაზე თბილი,ფუმფულა გრძნობები,წამიერად ბავშვად რომ გაქცევს...მართლა რა ძვირფასია.მაგონდება,მივდივარ ფიქრებში და მწარე სინამდვილე ტკივილიანად მაფხიზლებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
როგორ მესმის ყველა თქვენგანის, ცოტა ხნის წინ მეც იგივეს განვიცდიდი, მაგრამ მადლობა ღმერთს ახლა უკვე ერთად ვართ. ერთი რამ გახსოვდეთ: დამიჯერეთ დედას თქვენთან განშორება თქვენზე მეტად სტკივა და უჭირს. ამიტომ არასოდეს არ აგრძნობინოთ მას თქვენი სევდა. პირიქით გაამხნევეთ თქვენი მალე ნახვის იმედით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts41
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე დედა და ძმაც აქ მყავს სუყველას გულუთ გისურვებთ მალე ჩახუტებოდით თქვენს დედიკოებს პ.ს. მამა 97 გარდამეცვალა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
აუ აბა ერთი მე ვარ უგრძნობი....=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
დედა, ჯერ სიტყვა დედა როგოგრი ლამაზი წარმოსათქმელია,ვინც გვშობა და ვინც გაგვზარდა.გაიხარეთ დედებო,ყველას დედიკოს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს.მე ისე მენატრება,რომ ყოველ საღამოს ვურეკავ და ველაქლაქები,მაინც სათქმელი რომ არ მქონდეს,ჩემი ქმარი კი გიჟდება ,თან არ ესმის რას ველაპარაკები და ყურმილს რომ დავკიდებ სულ მეუბნება,რა გაქვს ამდენი სალაპარაკო,რას ელაპარაკები ამდენს ყოველ საღამოსო,ეჰ ვეუბნები ნეტა შენ რა გესმის მეთქი......

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Aug 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
თქვენი ნაწერები წავიკითხე დ ამერე დედას დავურეკე....უცებ ძალიან ძალიან მომინდა რომ დავლაპარაკებოდი :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს ,უძილო ღამე,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ,ვინ მოგერევა.
ბედის ქამანდას თუ ვერ გაექცე,
წილ ხვედრიელი თუ ვერ გახედნე,
დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
მეც ძალიან მენატრება ჩემი დედიკო რომელიც 4 წელია არ მინახავს და ეხლა ამ ზაფხულს რომ ჩავალ საქართველოში ვინახულებ და ძალიან მიხარია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
თქვენი მონატრება მეც გადმომედო და გეფიცებით ცრემლიანი გამიხდა თვალები, მიუხედავად იმისა რომ მე საქართველოში ვარ, ჩემი და წარმოვიდგენე, უკვე მალე იტალიაში წავა და ასეთ მონატრებას მეც ვერ გავუძლებ... გაიხარეთ ყველამნ და თქვენს დედიკოებს და ახლობლებს ყველა მალე ჩახუტებოდით

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე მგონი სიბერე დედის დაკარგვის შემდეგ იწყება-- "სანამ დედა მყავს არ დავბერდები..."
ტკივილს, მისი წასვლით გამოწვეულ ტკივილს მე ყოველდღე ვატარებ. მხოლოდ წამიერად, მასზე პიქრით და მოგონებებით შეიძლება გავიქარვო, მაგრამ მხოლოდ წამიერად. არა მგონია ამ ტკივილისგან განვიკურნო ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე.

მოეფერეთ დედებს...მოეფერეთ დედებს...მოეფერეთ დედებს...მოეფერეთ დედებს...
და ასე უსასრულოდ მოეფერეთ დედებს სანამ ისინი აქ არიან...თქვენთან არიან...
...მოეფერეთ დედებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
საგალობელი დედებს
დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.

მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!

მედეა კახძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩვეული ტემპით დავბორიალობ ოთახში, ათასი პრობლემა მიტრიალებს თავში. სარკესთან დავჯექი საკუთარ მეს გავუღიმე და თვალი მოვავლე ოთახს. ჩემი დედიკოს ხალათი... მივედი ჩამოვხსენი და ნაცნობი სურნელი ხარბად ჩავისუნთქე.....დეეეეე, რა უცნაურია ცხოვრება, ამდენი პრობლემებით ყოველდღიური ცხოვრების ტემპით ისე ვარ გაბრუებული , რომ არც დავფიქრებულვარ რამდენი ხანია არ მოგფერებივარ.... დეე, რამდენი ხანია ძველებურად გულში არ ჩაგხუტებივარ. მომენატრე დე, უკვე დიდი გგონივარ??არაფერიც ისევ ის პატარა , ცელქი ნებიერა ვარ, მინდა მომეფერო, გულში ჩამიკრა, მინდა შენს კალთაში თავი მედოს თმებზე მეფერებოდე და შენი ღუღუნა ხმით ზღაპარს მიყვებოდე , მე კი თავი იმ ზღაპრულ პრინცესად წარმომედგინოს.დე, მიდა ისევ შენ მაძინებდე, ისევ თბილად მიღიმოდე ძილის წინ, მინდა ისევ ერთად ვყვებოდეთ ლოცვას :
"დავწვბი დამეძინება, პირჯვარი დამეწერება , ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავთითა დამესვენება,. ჯვარიც მწყალობს ჯვარცმულიც, მე რას მერჩის მაცდური, მწყალობს წმინდა გიორგი ჯვარი პტიოსანი" ლოცვის დამთავრების შემდეგ შუბლზე მკოცნიდე და მეუბნეოდე, ახლა ტკბილად დაიძინე დედი, სულ ანგელოზები დაგესიზმრებაო"
დე , დედიკო ,დედუნა...მალე მოდი რა, მალეეე რამდენი დრო დამიკარგავს, მაპატიე დე, რა სულელი ვარ არა?! ამდენი დრო სად გამეპარა, ამდენ ხანს როგორ ვერ მოგეფერე, დეეე, მიყვარხარ, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!!!..მოდი რააა?! ძველებურად უნდა ჩაგეხუტუნოოოოოო!!!

თქვენ? თქვენ, რამდენი ხანია არ მოფერებიხართ თქვენს დედიკოებს????

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:

შენ სულ როგორ უნდა მატირებდე? =cry= წავალ და ჩავეხუტები ეხლა დედიკოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
სიყვარულს კი არ უნდა უყვარდე სიყვარული უნდა გიყვარდეს

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 116 posts ] 
ისევ სიყვარულზე: დედა
დესპანი