↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული სუფრა-ზრდილობის აკადემია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 33 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მეორე სასმისი აიწევა ოჯახის მთლიანად ან პერსონალურად მისი დიასახლისის სადღეგრძელოდ, რომელმაც ეს სუფრა გაამზადა და საშუალება მისცა ადამიანებს ემხიარულათ, ერთად სიამტკბილობაში დრო გაეტარებინათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ სუფრა ოჯახშია გაშლილი.

მესამე სადღეგრძელო შეისმის კონკრეტულად ამ შეკრების მიზეზისთვის - ეს იქნება დაბადების დღე, ნიშნობა, ბანკეტი დისერტაციის დაცვის შემდეგ თუ ქორწილი.

მეოთხე სასმისი ეძღვნება გარდაცვალებულთა ან ომებში დაღუპულთა ხსოვნას, რომელიც ფეხზე დგომით შეისმის; პურის ნატეხს ჭიქაში ჩააწებენ - ეს წესი ქრისტიანული ლიტურგიიდან მოდის: მართლმადიდებელ ეკლესიაში ევქარისტია ღვინოში ჩაწებული პურით გამოიხატება. ამას შეიძლება მოსდევდეს მშობლების სადღეგრძელო (თუ ცოცხლები არიან, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, გახარებას, თუ მიცვალებულნი არიან, მათი სულების განათლებას, დიდხანს ხსოვნას...).

სანამ თამადა სუფრის წევრების, ანუ პიროვნულ (პერსონალურ) სადღეგრძელოებზე გადავიდოდეს, იგი სუფრას სთავაზობს ე.წ. აბსტრაქტულ (ზოგად) სადღეგრძელოებს, რომელთა რეპერტუარი საკმაოდ ფართოა (ყოველ თამადას შეუძლია გაზარდოს მისი რიცხვი); მისი ობიექტი შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული, მეგობრობის თუ სიყვარულის გრძნობა, ჩვენი საქმიანობა, მშვიდობა, წინაპრები, მეფეები, სახელოვანი მოღვაწეები, ბავშვობის მოგონება, მომავალი, ამ წამს დაბადებულნი, მანდილოსნები... ბავშვები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ხდება იმპროვიზებული "გუნდის" შედგენა, აღმოჩნდება პირველი და მეორე ხმები, ბანის მთქმელიც, რამდენიმე მუსიკალური სმენის პატრონი და სუფრის მუსიკალური გაფორმებაც უზრუნველყოფილია. უსიმღერო სუფრა ნაკლული სუფრაა. სიმღერაც კი არსებობს, სადაც გაკიცხულია უსიმღერო "პურის ჭამა":

პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ,

სიმღერას არ იტყვიანო,

არ ვიცი, ვისმე გლოვობენ,

არ ვიცი, არ იციანო.

გამოყენებული წყარო პირველად დაბეჭდა გერმანულ ენაზე წიგნში: Nana Ansari. Die georgische Tafel, Mandelbaum Verlag, Wien, [2004]. სათაურით Georgische Tafel (Sufra), Zeremonie des Weintrinkens [ქართული სუფრა, ღვინის სმის ცერემონია].

ძველი მარანი - 2007-02-01 18:48

აი, რამხელა აკადემიაა ქართული სუფრა, და არაა "ჭიქების დამღლელი ჯახუნი" აქ ასეთი შეფასებაც წავიკიტხე მგონი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ქეთა! უღრმესი მადლობა მეტად საინტერესოდ ასახე თემატიკა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts41
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვახ შენ გენაცვალე ქეთა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
"მე ღვინის მოყვარულთაა ქვეყნიდან გახლავართ,
-პირველი არგონავტების კაპიტანი, ჩემს სამშობლოში დაითრო.
-ღერთმა გაუმარჯოს იმ ქვეყანას,
სადაც ვაზები სტირიან მზეზე, როგორც თვალჟუჟუნა პატარძლები, სადაც განუწყვეტლივ იღვრება ვაზისა და ვაჟის წითელი სისხლი...!"

კონსტანტინე გამსახურდია "ფოტოგრაფი"

ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს მეზობლებო!!!

ImageImageImageImage

ImageImageImageImage

:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
13 ოქტომბერს...ეთნოგრაფიის მუზეუმში იმართება

"ქართული სუფრის ზეიმი"

იქნებაო ყველაფერი ნაღდი ქართული და საუკეთესოო,
გაიმართება სადღეგრძელოების კონკურსიო , ქართული კერძების დაგემოვნება და გარემოს ქართული სუფრული სიმღერები გამოაცოცხლებსო...

ზეიმის მიზეზები არ მოგვაკლოს ქართველებს ღმერთმა...;-)

თბილისის სუფრის ფესტივალის ფარგლებში კაზარიანცის სახლის სახურავზე ორიგინალური ღონისძიება იმართება.
ხალხური სიმღერების ანსამბლმა "იერიშმა" გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები სწორედ ამ სიმაღლიდან გამოსცადოს.

http://imedinews.ge/ge/news_read/70404/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/v/Wne74yS5YvU

მოდით აბა მეზობლებო!!!! დღევანდელი დღე ავღნიშნოთ!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
აუ ქეთა რას მერჩოდი ამ ახალგაღვიძებულს :P მწვადები და შოთი მინდაააა

აბა დავიწყეთ=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
დავიწყეთ.... წესის დარღვევა არ შეიძლება აირჩიეთ თამადა და შევუბეროთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ხოდა ქართულ სუფრას გაუმარჯოს,მის ტრადიციებს და სილამაზეს,თუმცა რაღაც მაინც აქვს უარყოფითი,უზომო სმას ბოლოს იქამდე მივყავართ ზოგჯერ რომ ქორწილი შეიძლება ქელეხად გადაიქცეს;მარა სმას ვერავის ავუკრძალავთ და ამასაც ვერასოდეს მოვშლით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მშვიდობის სადღეგრძელო,თამადავ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Sep 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ირმის ყვირილს, ვაზის ტირილს და ქალის სიცილს გაუმარჯოს!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ამბობენ, სიკვდლი სიცოცხლის გვირგვინიაო, მოდი იმ სიკვდილს გაუმარჯოს თავის დროზე მტერსაც ,რომ მოაკლდები და ბერსაცთქვენ გაგიმარჯოს ჩემო ფორუმელებო სიცოცხლე, გამრავლება და გახარება ნუ მოგკლებოდეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოდით ყველას ერთად გაგვიმარჯოს,გვიყვარდეს ერთმანეთი.მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის ღმერთი არ კვდება.ნუ დავარღვევთ,მარადისობის კანონს-სიყვარულის,ადამიანობისკანონს,ერთადყოფნის აუცილებლობას რომ შეგვახსენებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
:) სიყვარულს გაუმარჯოს..ამბობენ სიყვარული ავადმყოფობაა რომლითაც ხალასი გულის ადამიანები ავადდებიანო...და მაინც ,ამ ავადმყოფობის ქრონიკული ფორმით ავადობა შეგვყროდეს და სხვა ავადმყოფობა არ გაკარებოდეს ჩვენს სულსა და სხეულს ქართველებო...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 33 posts ] 
ქართული სუფრა-ზრდილობის აკადემია
დესპანი