↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მიხეილ ქვლივიძე

მენატრება

ახლა აქაც -
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი
ჩემი საქართველო მენატრება -
ცხრა ველის და
ცხრა მთის იქით
დარჩენილი!

მენატრება -
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ
მეგობარი,
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით
რომ ადგება უთენია.

მენატრება
სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი
და ათასჯერ ნახულიცა:
მეზობელი,
კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება
ასეჯერ თუ არ დაუფიცა...
თავპატიჟი - უსაზღვრო და უნაპირო,
სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს,
ქალიშვილი,
დღედაღამ რომ უნდა სდიო,
სანამ ერთხელ
გაღიმებას
გაიმეტებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მიხეილ ქვლივიძე

* * *

მიწას სამშობლო ჰქვია,
თუ მისთვის გიცემს გული,
თვალის ჩინივით უვლი
და მიგაჩნია წმინდად,
მაგრამ ყველაზე ძვირად
ეს მიწა მაშინ გიღირს,
როცა გიჟივით ყვირი:
- შინ
დაბრუნება
მინდა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს,
მხოლოდ იმ ერთს ვერ ასწორებს ვერაფერი,
თუკი მართლა დამნაშავედ მიგაჩნივარ,
მაპატიე, მაპატიე ყველაფერი.
თუკი სევდა გარს გვეხვევა როგორც
ნისლი,
თუ სიმართლეს ტყუილისგან ვეღარ ვარჩევთ,
თუ ორივე გადაგვღალა ერთად ყოფნამ,
მაშინ ,მხოლოდ განშორება გადაგვარჩენს.
მე მივდივარ, მე გშორდები, რადგან ვხედავ,
ჩვენს შეხვედრებს არ შორდება მუქი ფერი,
და თუ მართლაც დამნაშავედ მიგაჩნივარ ,
მაპატიე, მაპატიე ყველაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
ღამენათები და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
მაინც რა არის სიყვარული?
იჯდა, დარდობდა და ფიქრობდა,
გული სასმჭვალებით მიღალული,
საკუთრხეველზე რომ მიჰქონდა,
- მაინც რა არის სიყვარული?
...სიყვარული ისეთი შეშლილია-
სიყვარულის ყველას ეშინია,
გაერთო - ისეთი ადვილია,
სიყვარული კი ნამდვილია!

ამ ქვეყნად ერთი ქალაქია,
შიგ ქვის სახლები ალაგია,
დადიან, ხარობენ, იცინიან.
ჩემში კი ისეთი სიცივეა,
სიცივეა.......

-მაინც რა არის სიყვარული?
სიყვარული ისეთი შეშლილია,
შეხედეთ:
ცრემლები, ცრემლები მერევა,
ჰოი, თქვენ სამყაროს ფერადო გარსებო,
ო, ბედნიერება, ო, ბედნიერება,
ო, ბედნიერება - იგი რომ არსებობს!

და ერთადერთია!...
ჩემგვარი ბევრია...
ასე სევდიანი ასეთი უმიზნო,
შეუძლებელია...
შეუძლებელია
ცხოვრება უმისოთ,
მას მადლი უფლისა შუბლზე აწერია,
იგი მაღალია,
სხვაგვარი წოდებით,
ის ერთადერთია!...
ჩემგვარი ბევრია...
ის ერთადერთია და მე.....
ვ ე ც ო დ ე ბ ი.......

მაგრამ სიყვარული ,
ისეთი შეშლილია,
სიყვარულის-
მასაც ეშინია,
მე კი შევიშალე,
მიტომ ვეკრძალები,
მხოლოდ მოგონებას ვეძალები:
ჰქუხდნენ ბედნიერი ორკესტრები,
იჯდა... იღიმოდა... საუბრობდა...
ღმერტო - კიდევ როდის მოვესწრები,
ამგვარ მიახლებას საუფლოსთან?

მალე შეაკვდება ხელი სიმებს,
სიკვდილი - სიყვარულზე ადვილია,
უ ფ ა ლ ო !
შემიბრალე, შემისმინე:
უკანასკნელია!
ნ ა მ დ ვ ი ლ ი ა !!!!!!!!!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
შემომაცვა გულში სევდა
ნეტავ ვინ დამიამებს ...
ვინატრებდი მოხვიდოდე
სევდას დამიამებდე.....
=ko= =oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ვუსმენ სიჩუმის უცნაურ კვნესას,
ეხლა საშველი მხოლოდ ძილია,
მაგრამ მე შენი დუმილიც მესმის
და დავიწყება არ შემიძლია

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო,
ბავშვურად მიამიტი დავრჩე,
ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით,
თვალები ღიმილით მაქვს სავსე...
ღიმილით სევდისა, ღიმილით დარდისა,
ღიმილით დაცინვის და ნიშნის,
არ მინდა უკუგება, არ მსურს შურისგება,
ისევ შენეული ფიქრის.....
მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული
მისად ვიცინი და ვტირი.....
სული დაიღალა, სული გაიბერა,
უხმოდ და თვალებით ვყვირი.....

როგორ აღარ ძალმიძს, ჩემად გითხრა რამე,
იმ ჩემი წარსულის ერთო....
დღეს, მხოლოდ დღეს მინდა, რაღაც მოგიტევო....
შემაძლებინე ღმერთო!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცხოვრებისაგან წყალ წაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე,
გამარჯვებული, გალაღებული,
მიყვარხარ კიდევ
დავბერდი?არა ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში-სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავიტ
ვერცხლის ჭაღარას მეც შეველევი,-
გწამდეს,შენს თვალებს დაუკვესავი
ვერ შეველევი.
დავბერდი? არა ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ,
გვერდით როგორ დავუწვები, სერ;
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ,
ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.

მე ისეთი პატარა ვარ,
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ, -
მე რომ დედას მომაშოროთ -
ცოდვა არის, ადრე არის, სერ.

დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ-ყვითელ საკინძებით , სერ;
ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი,
თქვენ რომ გვერდით დამიწვებით, სერ.

შემოდგომის უქმე უკვე გავიდა,
გრძელი არის ზამთრის ღამე, სერ;
მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან,
არ მეყოფა სითამამე, სერ.

აგერ ქარმაც ამოჰყარა ფიფქები,
ფოთოლიც კი არ სჩანს მწვანე, სერ;
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები,
მოდი, მაშინ წამიყვანე, სერ!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ახლა აქაც-
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი ჩემი საქართველო მენატრება,
ცხრა ველის და ცხრა მთას იქით
დარჩენილი!
მენატრება-
მკლავებ გაშლილ კაკლისხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენია
მეგობარი
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით რომ ადგება უთენია.
მენატრება- სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი და ათასჯერ ნახულიცა;
მეზობელი კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება ასჯერ თუ არ დაუმტკიცა,
თავპატიჟი- უსაზღვრო და უნაპირო,
სიაამაყე- ჭირშიაც რომ გაომედებს,
ქალიშვილი -დღედაღამ რომ უნდა სდიო,
სანამ ერთხელ გააღიმებას გაიმეტებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ნუ მესიზმრები, რაა!
შემომჩენიხარ აბა რად?
წუთისოფელი რაა,
ისიც - ლანდების ამარა?

არადა, განა ცხრაა -
ერთი მრგებია წილადა.
ნუ მესიზმრები, რაა!-
ნუ გადამაქცევ ძილადა.

ზაზა ბიბილაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
შველი ხარ თუ ზამბახი, სუფთა და მოკამარე,
შენ მიწისა არა ხარ, შენ არ გიცნობს სამარე.
შენ მთვარის ფეშქაში ხარ და ყვავილთა სამოსი,
შენზე ფიქრიც სურნელობს, ვით ცეცხლზე ბალსამოსი-
ჩემთვის თვალშეუდგამო, ჩემგან შესამკობი ხარ
ერთი ხარ და ზარიფი, ათას ყვავილს სჯობიხარ!

ვოტ!!!!:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
დამესიზმრები შუაღამისას,
ისეთი სევდით დამესიზმრები,
რომ ტკივილისგან წამოვიკივლებ...
მთვარის ლანგარზე იწკრიალებს შენი ცრემლები...
ჩვენებათა გამოსასყიდი.
გაძარცვული მოგონებები,
შემბრალენი,
სიზმრებიდან გაგაპარებენ...
რომ ცხადში ცრემლი გენატრებოდეს,
ხოლო სიზმარში
მიზეზი ცრემლის...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი