↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
likako wrote:
ციტატა:
სამეზობლოში როგორ შემოვიდე

გაახურე თონე, გადააფარე ფარდაგი......:side:

ეს ხუმრობით

ისე შენ 21.08.07-დაბნ ხარ ჩვენი სამეზობლოს წევრი და ახალი მეზობელი...მაგრამ ზოგიერთი ფუნქცია მეზობლებისთვისაც შეზღუდულია და მაშინ წერს ხოლმე, ეტყობა არ შემოსულხარ სამეზობლოშიო...ალბათ ამან დააგაბნია...
ამ დაკეტილი ფუნქციების გასაღები ადმინის ოთახში ინახება და ის არიგებს..

"მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო"=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined30 May 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
madlobeli var im tviteuli camistvis,romelic shen machuqe..
madlobeli var gverdshi dgomistvis jirshi da lxinshic...
madlobeli var,radgan mudam iyavi chems gverdit mashin,
roca yvelaze ufro mchirdebodi...
madlobeli var yvelaze metad imitom;rom shen arsebob.."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
KHATITA26 wrote:
ციტატა:
,,მე არ ვარ ევა,თუმცა ვარ ქალი,
შენს თვალში ალბათ ესეც ნაკლია,
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი:
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია;
ხუმრობა იქით-
შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი"

:)
"კაცობრიობა არ იწყება
კაცის შექმნიდან
ჭირიმე შენი,
თოჯინასავით გაკეთებულო
ერთი ნეკნიდან"

მურმან ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined17 Sep 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
'უყურე ზეცას რომ მიხვდე როგორ გიყვარდეს,
რომ მზე ამოდის და ვასკვლავები ქრებიან,
და მიხვდები რომ არ უნდა შეიყვარო შენზე,
ისეთი დიდი ,რომ მიუახლოვდე დაგცვას,
მაგრამ მაინც გიყვარდება, რადგან ასაა
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
საინტერესოა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გზა არ ღირს დავიდარაბად,
ძალზე ხმაურობს პარტერი,
არა სიზმარში,არამედ მართლა ვარ მილიარდერი.
მაგრამ ვის შემოვუშენო:
ნარგიზები და ვარდები,
მითხარ,უშენოდ, უშენოდ
რად მინდა მილიარდები?!
გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,
მთვრალი ვარ შენით,მთვრალია ლხინი,
ოცნებას შვენი,ვით თვალნი შენი,
შოპენი,ვერდი და პაგანინი.
პოეტის ახლო გედება ალი,
იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,
მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი.
გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
შეხედე, ზეცის ციხე-კოშკიდან
წვიმის დალალი ჩამოიშალა,
ვერ დაგივიწყე, ზღვის ხმაურივით
დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ...

წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის,
მწვანე თვალების დაღლილი შუქით
ვერ გააოცებ ციმციმა აპრილს.

მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს
და ეს დგაფუნა წვიმის წვეთები
აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ...

სიმარტოვე კი ორ ღარს გულგრილად
ისევ დატოვებს დაღლილ სახეზე,
კი არა ვტირი, სულ ერთი წამით
დარდი გულიდან გამოვახედე!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებიტ გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
"მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით. "

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
აივანს მიეპარა გლეხის გოგო..
ისეთი თამამი და კალმახური...
ტანზე არ მამყოფა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა..
მერე დაიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება..
ჩემზე გაიზმორა, დალოცვილი,
ისე ვნებიანად იტორება..
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი..
ველურ ყვავილების სატევარი..
ჩემდა უნებურად გავიფიქრე:
"ღამე გამიხდება სათევარი"...
ისე დამათენა ამბორები..
ისე გადიპარა აივნიდან...
მისი უტაქტობის მონატრება,
ვიცი არასოდეს გაივლიდა...

დამშვიდობებოდა მაინც..."

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
არც სინაგოგა, არც მეჩეთი, არც ეკლესია, _
არ მწამს არც ერთი, მათი გმობა ჩემი წესია!
მე არც სამოთხის იმედებით ვყოფილვარ ქვეყნად,
არც ჯოჯოხეთის მოლოდინით დამიკვნესია.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო, დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ, შენში შემოსული ფარული ვნება,
გარდასახვაში მიმალული მეძავი ქალი
და ხერხემალზე აყოლილი მალების წყებას...

ჟრუანტელს აწვდის ხორკლიანი ენის სისველე,
ავხორცულ ვნებებს იოკებენ ვნებები თითთა,
შენს კაცურ მკერდზე გაყუჩების წამი ისვენებს
და გახელება, მოწოლილი სურვილის პირთან.

თავდავიწყებას შემოგახვევს ბაგეთა კვალით,
დაგიცლის სხეულს, სიამისგან დაგნისლავს როგორ,
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო, დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ, შენში შემოსული მაცდური გოგო...!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალი?-ქარიშხალზე ძლიერია,
ქალი დევკაცზე დიდია,
ქალი ვარდ-ყვავილზე ლამაზია,
ქალი ცისქვეშეთის ხიდია.
ქალი სურნელია, სინაზეა,
ქალი ცხოვრების გიდია,
ქალი ღრუბელია ნაავდრალი,
ქალი ერთი ფთილა ნისლია,
როცა უჩვეულოდ იღიმება,
გაიგეთ, აბა, ვისია?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ვატყობ სიცოცხლეს როგორ მოვბეზრდი,
ასეთ ყოფაში როგორ ვიცხოვრო,
მაჭანკლად თოფს და ტყვიას მოვძებნი
ღვთისგან სიკვდილის ხელი ვითხოვო.

სიცოცხლემ მისთვის გამინაპირა,
სხვასავით არ ვსდევ უჟმუს ცხოვრებას,
უკვე რამდენჯერ გული მატკინა
ამ ამაოთა ამაოებამ.

აქ დრო მეფეა მეტად მუხთალი
ძღვნად რომ მიგზავნის ძვირფას ამინდებს,
ვერც პირფერობით და ვერც მუქარით
ამ ცხოვრებასთან ვერ შემარიგებს.

ვისაც კი ძალუძს ყოფა კაცურად,
ღმერთნი მამულის მსხველპლად ითხოვენ,
წუთისოფლიდან დღესვე გავცურავ
თუ ცარიელი კუბო ვიშოვნე.

ვხედავ სიცოცხლეს როგორ მოვბეზრდი,
არა მსურს კუჭის მონად ვიცხოვრო.
მაჭანკლად თოფს დატყვიას მოვძებნი,
დროა სიკვდილის ხელი ვითხოვო!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი