↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
სული დაღალა ნისლიანი დღეების კვდომამ,
როგორ მწყურია ყვავილები და ფერთა გამმა!
სიმშვიდე ჩემი ეწირება შენს ქალურ კდემას
სამყაროს დარდი მომიტანა ოცნების გემმა.

მოუსვენრობა რატომ მიპყრობს, ვერ გხედავ როცა?
ვინ ჩაამწყვდია ჩემს სხეულში ეს უცხო ჯინი?
ო, გულო ჩემო, რად აღავლენ უწრფელეს ლოცვას,
რისთვისღა ფეთქავ, რატომ არ ხარ მთლად გაგლეჯილი?!

ზღვის მოსარკული ზედაპირი ვერ გიალერსებს
და აკაციის ფოთოლივით რატომ თრთი ასე?
არსებას შენსას რატომ ანდობ უფერულ ლექსებს,
არსებას შენსას - სილამაზით, სინაზით სავსეს?

მეც გავალ გაღმა, მზეს წამართმევს სიკვდილის ცელი,
ანგელოსების გამიტაცებს ლურჯი ხარება,
მოჩვენებითი გამაცილებს ბრბოს ღრიანცელი,
კუბოს ფიცრებზე ნედლი მიწის ახარხარება...

და ჩემი ხსოვნა შეადნება სამყაროს ისე,
ვით გაზაფხულის თოვლის ფიფქი უმსუბუქესი.
სხვა სიყვარული გააჟრჟოლებს სულ სხვა მაისებს,
სხვას გააგიჟებს სისხლის ჩქროლვა ლამაზი სქესის!..

შენ სულ სხვას დასწვავ მაგ ლამაზი თვალების მზერით,
სხვისი ალერსი ჩაგეღვრება სხეულში სითბოდ...
ამაზე ფიქრი ტკივილია რა შემაზრზენი,
რა შემაზრზენი ტკივილია და მაინც ვფიქრობ!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ცაზე ნისლი ამოცურდა,
ვით ნაივი დანაბერი,
ველად მხოლოდ ია მსურდა,
ია მეტი არაფერი.

ვეძებე და ძლივს ვიპოვე ,
ბუჩქის ძირას ანაფეთქი,
ჩუმად მკითხა " გინდივარო?"
მე შემრცხვა და.. არა-მეთქი

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ყველა სიყვარულს და განშორებას
დიდი ტკივილი ახლავს,
სხვისი ცოლი ვარ,
მაგრამ, ძვირფასო,
მე
შენ
მიყვარხარ ახლაც...
სხვისი ცოლი ვარ ,
თუმც ქმრის სარეცელს
მე მეძავივით ვიყოფ,
ფიქრში შენთან ვარ
სხეულით ქმართან,
(ო, ნეტა , შენთან ვიყო!)
თურმე გრძნობები არ იკარგება,
აწმყოს წარსულით ვლამბავ,
და ბავშვს ვუყვები
ზღაპრის მაგიერ
ჩვენი ტრფიალის ამბავს...
მე ერთგული ვარ გარდასულ ტრფობის
ქმრის ერთგულადაც მთვლიან,
მაგრამ, რადგანაც თავს ვუღალატე-
მე
მ ო ღ ა ლ ა ტ ე
მქვია!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
(ცოლობა_გაბედნიერება,თუ...სასჯელი?)

ჩვენი თაფლობის თვე კვირაც ვერ გაგრძელდა,
თანაც გემო ჰქონდა დამწვარი თაფლისა,
თუმც ბევრს ვოცნებობდი,
ხელთ არაფერი მაქვს
გარდა წუხანდელი გაქონილ ტაფისა...

ადრე გავიღვიძე_
5-ის 15 წუთზე,
სანამ გეძინება საჭმელს მოგიმზადებ,
(ნეტავი,ქალის ტვირთს როდემდე გავუძლებ,
როდემდე შევიძლებ ,ისევ რომ გიყვარდე?!)...

ხელახლა ვალაგებ აწეწილ ოთახებს,
ოჯახის ხელებში საპონად ვილევი,
უძილო თვეებმა, ო!როგორ მომტეხეს,
ცოლობის აღვირი მიჭირავს კბილებით...

ახლა შეიცვალა უკვე ჩემი როლი,
მორჩილად გაფლანგებ სიცოცხლეს,
შენ ხარ დღეს ჩვენს შორის ჩემპიონი,
მე ვინ ვარ?_ნეტავი ვიცოდე...

სულ გადაირია ცხოვრების ამინდი,
ნეტავი,ოდესმე თუ გამოიდარებს(?)
ძვირფასო,რადგანაც ვიკისრე_
ავიტან
ც ო ლ ო ბ ი ს გ ა ნ ა ჩ ე ნ ს , _
რომ გ ა მ ო მ ი ტ ა ნ ე ! . . .

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
იწყება ახალი კარნავალი
და ძველი ზრაპარი კვდება,
დღეს ჩემი ბავშვობის დედოფალი,
სხვისი დედოფალი ხდება.

ნეტა საით მიდის ჩემი ბედი,
ცისკენ მიმავალი გზნებით,
ნუთუ ამდენი ხნის დონკიხოტი
ეხლა სანჩო-პანსა ვხდები.

არა, ნუ ინაღვლებთ ლამაზებო
თუ ამ ლოთი კაცის ნებით,
უნდა სხვის ცოლებად იარსებოთ,
ჩემთვის დედოფლებად რჩებით...

სულხან მამისაშვილი

პ.ს. გთხოვთ ლექსებს ავტორი მიუწერეთ ხოლმე რააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი, მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსნაზე, არაგვზე ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩები ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დაღუღებისას.
ხოხბობას გნახე , მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი.
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები.
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი.
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა.
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეგარა გხედავ, სისხლით ვიცლები,
როგორც საზროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები.
მოდი, გეძახი, ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა.

გოგლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.

აანთო თეთრი ლამპიონები
და ცას მიაპყრო სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერით
გამოუცხადა სამყაროს გლოვა

ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,
და დამავიწყო რაც მიწამია,
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება
მარადისობის ერთი წამია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
,მე სიყვარული ლოთივით შევსვი
და ახლა ვითვლი დღეებს ფეთიანს,
საოცნებოა კვლავ შენი ბაგე,
შენი თვალები ისევ ღმერთია.
მე ისევ ლექსებს დავემოყვრები
და შენ მოგიძღვნი ფიქრთა ხეტიალს.
რაც იყო,იყო ვერ დაგივიწყე,
ეს განშორებაც მეტისმეტია.
ისევ მარტო ვარ,შენზე ვლოცულობ,
ეს ჩემი ლოცვაც ისევ კენტია."

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,
ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
БАЛЛАДА О ПРОКУРЕННОМ ВАГОНЕ

- Как больно, милая, как странно,
Сроднясь в земле, сплетясь ветвями,-
Как больно, милая, как странно
Раздваиваться под пилой.
Не зарастет на сердце рана,
Прольется чистыми слезами,
Не зарастет на сердце рана -
Прольется пламенной смолой.

- Пока жива, с тобой я буду -
Душа и кровь нераздвоимы,-
Пока жива, с тобой я буду -
Любовь и смерть всегда вдвоем.
Ты понесешь с собой повсюду -
Ты понесешь с собой, любимый,-
Ты понесешь с собой повсюду
Родную землю, милый дом.

- Но если мне укрыться нечем
От жалости неисцелимой,
Но если мне укрыться нечем
От холода и темноты?
- За расставаньем будет встреча,
Не забывай меня, любимый,
За расставаньем будет встреча,
Вернемся оба - я и ты.

- Но если я безвестно кану -
Короткий свет луча дневного,-
Но если я безвестно кану
За звездный пояс, в млечный дым?
- Я за тебя молиться стану,
Чтоб не забыл пути земного,
Я за тебя молиться стану,
Чтоб ты вернулся невредим.

Трясясь в прокуренном вагоне,
Он стал бездомным и смиренным,
Трясясь в прокуренном вагоне,
Он полуплакал, полуспал,
Когда состав на скользком склоне
Вдруг изогнулся страшным креном,
Когда состав на скользком склоне
От рельс колеса оторвал.

Нечеловеческая сила,
В одной давильне всех калеча,
Нечеловеческая сила
Земное сбросила с земли.
И никого не защитила
Вдали обещанная встреча,
И никого не защитила
Рука, зовущая вдали.

С любимыми не расставайтесь!
С любимыми не расставайтесь!
С любимыми не расставайтесь!
Всей кровью прорастайте в них,-
И каждый раз навек прощайтесь!
И каждый раз навек прощайтесь!
И каждый раз навек прощайтесь!
Когда уходите на миг!

Александр Кочетков

С любимыми не расставайтесь!

С любимыми не расставайтесь!

С любимыми не расставайтесь!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * *

Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что никогда тяжелый шар земной
Не уплывет под нашими ногами.
Мне нравится, что можно быть смешной -
Распущенной - и не играть словами,
И не краснеть удушливой волной,
Слегка соприкоснувшись рукавами.

Мне нравится еще, что вы при мне
Спокойно обнимаете другую,
Не прочите мне в адовом огне
Гореть за то, что я не вас целую.
Что имя нежное мое, мой нежный, не
Упоминаете ни днем, ни ночью - всуе...
Что никогда в церковной тишине
Не пропоют над нами: аллилуйя!

Спасибо вам и сердцем и рукой
За то, что вы меня - не зная сами! -
Так любите: за мой ночной покой,
За редкость встреч закатными часами,
За наши не-гулянья под луной,
За солнце, не у нас над головами,-
За то, что вы больны - увы! - не мной,
За то, что я больна - увы! - не вами!

Марина Цветаева

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა,-
ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია..
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,-
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ გინდოდა,
ის გული მე მაქვს-
ვიცი, სხვა გული არ გინატრია..
შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია,
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს
არვის გაუგონია..
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,-
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
*** არც ერთი სიტყვა...

არც ერთი სიტყვა არ დამცდენია
მხოლოდ იმისთვის, რომ ლექსი მეთქვა, -
როცა პწკარები პწკარებს სდევნიან,
საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.

მაინც თუ ვერ ვთქვი, რასაც ვესწრაფი,
მე ამ ცოდვაში ბრალი არ მიდევს,
ვარ იდუმალი მხოლოდ მიზრაფი
და გული იკვლევს ლექსის ამინდებს.

გაგიგონიათ, ჩემო კარგებო,
რომ სიყვარული ძალით არ მოვა,
სიტყვა სიტყვასაც არ მიუდგება,
თუ ის სიმღერამ არ ამოსწოვა.

სანამ წარმოსთქვამ, ლექსი შენია,
იტყვი, სხვა უცხო მას დაიტაცებს,
და თუ ვაჟკაცის ხელი სჩენია,
მაშინ სხვის ხელშიც ის ივაჟკაცებს.

ლექსი ლექსია, მაგრამ იმატებს,
თუ სიყვარულის ბოლმა გამურა,
თვითონ ვერ იცნობ შენ ბაიათებს,
დაუტაცია ხალხს სალამურად.

მე მეჩვენება, რომ ლექსის ძაფი
უძილო ღამეს ხელში ეკავა;
მოსკდება წვიმა თქეშით და ქაფით
და მოვარდება ლექსი წელკავად.

გადაიარა და გადათელა,
როგორ კალია გათელავს ყანას,
მერე დაენთო თაფლის სანთელად,
რომ გაანათოს მთელი ქვეყანა...

ტიციანი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი